x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პაოლო იაშვილის საბედისწერო გასროლა-ქრონოლოგია
image

ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებია ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები, მერე დავით გარეჯელის წყაროსთან მიუყვანია და უთქვამს, რომ არის ესეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებენ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელ კარებთან მიაქვთ, მიადებენ ამ კარებს, რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარებზე (ანუ რამდენჯერაც დათვლას მოასწრებ ქვის ჩამოვარდნამდე) იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩაო.

სერგეი ესენინს მიუდია ქვა კარებზე, მაგრამ ისე, რომ ერთამდეც კი ვერ მოასწრო დათვლა პოეტმა, ქვა ძირს ჩამოვარდა. განცვიფრებულ პოეტს უთქვამს: – ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცხლე დამრჩაო. ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმაც მიადო და 13-მდე მოასწრო დათვლა.


ეხლა პაოლო გაოცებულა და უთქვამს, ეს რაღაც სისულელეა მართლაც, მაგრამ არაუშვას, აი მომავალ წელს რომ მოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე გაჩერდებაო.



1925 წლის 28 დეკემბერს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“ სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. (არადა ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს გასჩენია ესენინს თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ რატომღაც გადაუფიქრებია.)

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით თავი მოიკლა, იმ თოფით რომლის ჩუქებასაც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთვის აპირებდა.




1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველ მწერლებს შორის უთანხმოება ჩამოაგდეს, მათ ცალ-ცალკე შინსახკომში დაკითხვებზე იბარებდნენ და ერთმანეთის მხილებას და ცრუ ჩვენებების გამოძალვას ცდილობდნენ. ტიციანმა და პაოლომ ურთიერთობა შეწყვიტეს, „ჩეკამ“ მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენებაში“ პაოლოს ჯაშუშური მოღვაწეობის კვალი „აღმოაჩინა“.



პაოლო იაშვილი იყო ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირა. ეს მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან“: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც საქართველო სსრ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის „მოღალატებრივ საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ, დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.


1937 წლის მაისში გამართულ საქართველოს კომპარტიის მე-10 ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ სამი მწერალი – პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე გააკრიტიკა.



1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის მე-2 სართულზე თოფის სროლის ხმა გაისმა და სისხლში მოსვრილი, უსულო პაოლო სასწრაფო დახმარების მანქანამ ისე წაიყვანა, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. სანამ ჩახმახს ხელს გამოჰკრავდა, მწერალთა კავშირის სასადილოში ვალის – 7 მანეთის გადასახდელად შევიდა…

აი როგორც იხსენებს სერგო კლდიაშვილი პაოლოს თვითმკვლელობას:


"მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დაგ­ვი­ბა­რეს, აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე უნდა გა­ნე­ხი­ლათ, ბრალ­დე­ბა აქვს, სა­დღაც სტა­ლი­ნი აუ­გად უხ­სე­ნე­ბია. ბე­ლი­აშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, თავ­მჯდო­მა­რე კი და­ნა­შა­უ­ლის და­ჟი­ნე­ბით აღი­ა­რე­ბას სთხოვ­და. ირ­გვლივ სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და.

სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე სი­გა­რე­ტი მთხო­ვა. მერე ადგა და უხ­მოდ გა­ვი­და გა­რეთ. უეც­რად სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ვინ გა­ის­რო­ლა, რა მოხ­და?

დე­რეფ­ნი­დან კი­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნეთ, პა­ო­ლომ თავი მო­იკ­ლა. ამ­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­რეთ გა­ვე­დით და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, კე­დელ­თან ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სის­ხლი სდი­ო­და.

პა­ო­ლოს თო­ფის ლულა პირ­ში ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. დარ­ბაზ­ში სი­ჩე­მე სუ­ფევ­და..."


ბარემ აქვე დავსძენთ“რომ პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავადაც გახდა რეპრესიების მსხვერპლი.

imageფოტოზე: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი



ჰქონდა თუ არა თვითმკვლელობა გადაწყვეტილი პაოლოს? დიახ ჰქონდა, ამის დასტურია ქალიშვილი მედეას მისამართით დატოვებული წერილი:



''ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.

შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.''

image

შემდეგ რა მოხდა?ის, რაც მოსალოდნელი იყო სტალინის რეჟიმისგან.მკვდარ პოეტს სასამართლო მოუწყეს. აიკრძალა მისი სახელის ხსენება. ჯაშუშის და ხალხის მტრის იარლიყი მიაწებეს, ესეც არ აკმარეს და ოჯახი აუწიოკეს, ხელნაწერები სახლიდან გაიტანეს, ნათესავებს საფლავზე ქვის დადების უფლებაც არ მისცეს, 1940 წელს კი გადაასახლეს პაოლოს ძმა ივანე და ასევე მისი ბიძაშვილები.





პაოლო იაშვილის რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ; 1955 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი, 1959 წელს კი ვრცელი კრებული. ამჟამად დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

imageფოტოზე: პაოლო იაშვილის და ტიციან ტაბიძის ძეგლი ქუთაისში

0
55
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0