მხატვრობა ლეონარდო და ვინჩის ყველაზე დიდი საიდუმლო და სახლი, რომელშიც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა 2023, 22 ივლისი, 13:57 ადამიანები ძველთაგან გრძნობდნენ, რომ გენიალური და ვინჩის მიერ შექმნილ მონა ლიზას პორტრეტში, რაღაც საიდუმლო იმალება. დღემდე არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად ვინ არის ასახული «ჯოკონდას» სახელით ცნობილ ტილოზე? თუ მხატვრის მოდელი ლიზა გერარდინი იყო და პორტრეტი დაკვეთით იქმნებოდა, მაშინ რატომ არ გადასცა მხატვარმა ტილო დამკვეთს? სწორედ ამ გაურკვევლობამ წარმოქმნა სხვადასხვა ჰიპოთეზა სურათზე ასახული ქალის ვინაობასთან დაკავშირებით. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, ამერიკელი მკვლევარის ჰიპოთეზა იყო, რომლის მიხედვით, პორტრეტზე თავად ლეონარდო და ვინჩი იყო გამოსახული. ამ დასკვნამდე ის, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, მხატვრის ავტოპორტრეტის და «ჯოკონდას» შედარებითი ანალიზის საფუძველზე მივიდა. მაგრამ, ლეონარდოს საკუთარი პორტრეტზე, მონა ლიზაა, რომელიც ნამდვილად ასრულებდა ნატურის როლს, პორტრეტის შექმნის დროს!.. და ეს თუ ასეა, მაშინ რატომ ჰგავს ქალის პორტრეტი ასე ძალიან მხატვარს? როგორც აღმოჩნდა, «ჯოკონდას» საიდუმლო, ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიას, უფრო სწორედ — მის დაბადებას და ბავშვობის პერიოდს უკავშირდება: 5 წლის იყო მომავალი მხატვარი და მეცნიერი, როდესაც შენიშნა, რომ მას გამუდმებით ვიღაც ქალი უთვალთვალებდა. კატერინამ შვილის დავიწყება ვერ შეძლო და მას მფარველ ანგელოზად მოევლინა. როდესაც ბავშვი ეზოში თამაშობდა ან სეირნობდა, ის ყოველთვის შორი-ახლოს იდგა და სევდანარევი ღიმილით უყურებდა. მხატვარს კარგად ახსოვდა დედის ნაკვთები და უნდოდა კიდეც მისი დახატვა, მაგრამ კატერინა ტილოზე ცოცხალივით რომ ყოფილიყო, მოდელი სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მონა ლიზა გერარდინი, ფრანჩესკო დელ ჯოკონდას მეუღლე, კატერინას რაღაცით ჰგავდა, ან მხატვარს მას ახსენებდა. ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ლეონარდოს დაკვეთით არ შეუქმნია მონა ლიზას პორტრეტი. მხატვარი განზრახ დაუახლოვდა ფრანჩესკოს ოჯახს და მისი ცოლის პორტრეტის დახატვის იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა. ლეონარდო და ვინჩი, მონა ლიზას პორტრეტის სახით, საკუთარ დედას ხატავდა, რომელიც იმ პერიოდისთვის, უკვე გარდაცვლილი იყო. პორტრეტის შექმნას მან 4 წელი მოანდომა და ერთი ვერსიით, ის პარალელურად ორ ტილოზე მუშაობდა: ერთი მონა ლიზას პორტრეტი იყო, რომელიც პატრონს ჩააბარა, ხოლო ჩვენთვის ცნობილი «ჯოკონდა» — მხატვრის სიცოცხლის ბოლომდე, მასთან დარჩა. 1516 წელს მხატვარმა საფრანგეთის მეფის მიწვევა მიიღო და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ის ქ. ამბუაზის მახლობლად მდებარე, კლო-ლუსეშის მამულში დასახლდა... და არავინ იცის როგორ, 1617 წელს, მისი «ჯოკონდა» საფრანგეთის მეფის ფრანსუა I სურათების კოლექციაში აღმოჩნდა. სწორედ ეს პორტრეტია ახლა ლუვრში გამოფენილი. კლო-ლუსეს სასახლეში, რომელშიც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები (1516 - 1519) გაატარა, დღეს მისი სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ სასახლე არც თუ ისე დიდი არის, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და დ’ამბუაზის ოჯახის წყალობით, დღეს ის ისევე გამოიყურება, როგორც XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც მასში დიდი მხატვარი ცხოვრობდა: არხის სხვა სიახლეები:* პეპლები – წარმოუდგენელი ფაქტები ყველაზე ლამაზი მწერების შესახებ* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)* ქალთა სასტიკი და სისხლიანი დუელები467 4-ს მოსწონს
|