საზოგადოება 11 გენიალური ფრაზა ფილმიდან "შერეკილები" 2023, 20 ივლისი, 16:27 1."— აუუ, ჩაბარდა პატრონს... — რომელ პატრონს? — გევიდა გაღმა... — სად გაღმა? — მარილზე! — რა მარილზე? — მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთან" 2."რა არის ეს, რა არის ეს?! უხ! ამას ჰქვია ბორკილები?! ეს არის ჯაჭვი?! ამისთვის ეგდე ამდენი ხანი პარიზში, ამისთვის?! გაგიტკბა ხომ დროსტარება და ქეიფი პარიზელ ქალებში?!.. ლაპარაკი! ხო, ხო, ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა! შემომხედე, შემომხედე თვალებში! დედა, ულვაში! რა უყავი ბიჭო ულვაში? ვის აჩუქე ბიჭო ულვაში? იიხ!" 3."გამოდის, რომ ეს მათხოვარი ჩემი მძახალი იქნება, ეს მეორე მათხოვარი კი- ჩემი ცოლის ქმარი?!" 4."არა, ყმაწვილო, არა! ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ!" 5."ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა?!" 6."მრეკეთ ბოთლი თავში, ქალბატონო მარგალიტა, რაა." 7."რომელია ჩვენს შორის მართალი, იქ გამოჩნდება, ზეცაში!" 8."თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, მძახალო. მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ როცა დავმოყვრდებით, ერთმანეთს თვალნი ვერ გავუსწოროთ." 9."სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!" 10."ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!" 11."ოო, რატომ არ ვართ ჩვენ ჩიტუნები, რომ ცაში გვეფრინა ერთად, ლაღად!.." 219 1-ს მოსწონს
|