ცნობილი ქალბატონები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სხეულზე ზედმეტი კილოგრამები და ნაკეცები სავსებით ნორმალურია და ლამაზიც არის
2023, 20 ივლისი, 13:54
იმისდა მიუხედავად, რომ ყველასთვის ცნობილი სილამაზის სტანდარტი ზომებით 90-60-90 უკვე დავიწყებასაა მიცემული და მსოფლიოში ე. წ. “ბოდიპოზიტივზე" ქადაგებენ, რატომღაც ბევრი ქალი მაინც ცდილობს მიაღწიოს მიუწვდომელ პარამეტრებს, მაგრამ არა ეს ცნობილი ქალბატონები. ისინი თავიანთი მაგალითით აჩვენებენ, რომ ზედმეტი ცხიმის, მომრგვალებული მუცლის, ნაკეცების, სტრიების ქონა ქალისთვის სავსებით ნორმალურია და ლამაზიც. მეტიც, ისინი საკონცერტო დარბაზებში და წითელ ხალიჩაზე გამოდიან სამოსით, რომელიც მათ ფიგურას უსვამს ხაზს: