სხვა იტალიაში ლესბოსელებს მშობლის უფლება ჩამოართვეს 2023, 19 ივლისი, 15:17 ![]() მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მეორე მშობელი ბავშვის დაბადების მოწმობაში არ უნდა ჩაიწეროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთსქესიან წყვილს როგორღაც მაინც ეყოლებათ ბავშვი, დაბადების მოწმობაში ჩაიწერება მხოლოდ დედა ან მამა. მეორე „მშობელი“ ვერც მეურვე გახდება და ვერც შვილზე მშობლის უფლებას მიიღებს, თუ "მთავარ" მშობელს რამე არ დაემართება. ამ პოლიტიკას: "ნორმალურ ოჯახი - ტრადიციულ ოჯახი" ხელს უწყობს იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი. ის წინააღმდეგია როგორც ერთსქესიანმა წყვილებმა ბავშვების შვილად აიყვანონ, ასევე მათი ოფიციალური ქორწინების . „დიახ ტრადიციულ ოჯახი და არა ლგბტ ლობი“, - განაცხადა მან გასულ ზაფხულს. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა კანონი ერთსქესიან მშობლებს შვილებზე უფლებების ჩამორთმევის შესახებ, სამ არასტანდარტულ ოჯახში, მთავარი მშობლის პარტნიორებმა მიიღეს შეტყობინება ბავშვისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ. ლესბოსელები აღშფოთებულები არიან: მონაწილეობენ ბავშვების აღზრდაში, ერთად უვლიან ბავშვს, მაგრამ, თუ რამე მოხდება, ამ შესაძლებლობას დაკარგავენ. ეს ყველაფერი შურიაო, მიაჩნია ერთ-ერთ ასეთ წყვილს. ლესბოსელები ცხოვრობენ უფრო ჰარმონიულად და ბედნიერად, ვიდრე ტრადიციული ოჯახები, ამიტომ მთავრობა იღებს ასეთ კანონებსო, -ასკვნიან ისინი. ![]() 129 2-ს მოსწონს
|