სიახლეები კრიპტო უსაფრთხოება დამწყები ინვესტორებისთვის - როგორ დავიცვათ ციფრული აქტივები საქართველოში 2023, 19 ივლისი, 11:07 დროის სვლასთან ერთად კრიპტო ინდუსტრია უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება მსოფლიო მასშტაბით და გამონაკლისი არც საქართველოა. დღესდღეობით ინდუსტრია მომხმარებლებს, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ბევრ სხვადასხვა საინვესტიციო გზასა და შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ არამხოლოდ მატულობს შესაძლებლობათა სპექტრი, არამედ იზრდება საფრთხეებიც, რომლებიც უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში კრიპტოს დამწყები თუ გამოცდილი ინვესტორი ხარ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეს შენი აქტივების უსაფრთხოება, იმისთვის, რომ თავიდან აირიდო არალეგალური გზებით შენი კუთვნილი თანხის მითვისება და დაკარგვა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა დაიცვა შენს საკუთრებაში არსებული კრიპტო აქტივები პოტენციური საფრთხეებისგან და ასევე, როგორც უნდა შეძლო მათი მაქსიმალურად პრევენცირება. კრიპტო და კიბერუსაფრთხოებაალბათ ხშირად მოგიძებნიათ Google-ში “კრიპტოვალუტა განმარტება”. მარტივად რომ გავცეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიპტოვალუტა ციფრული ვალუტაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში კი, თავის მხრივ, ჩაწერილია განხორციელებული ტრანზაქციები. თუკი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ეძებენ: კრიპტოვალუტა ყიდვა, გაყიდვა, გადაცვლა და მსგავსი ტიპის ოპერაციებით არიან დაინტერესებული, გახსოვდეთ, რომ მიუხედავად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უსაფრთხოებისა, არსებობს სხვადასხვა ტიპის რისკებიც. ამ რისკების თავიდან ასარიდებლად კი აუცილებელია, პირველ რიგში, ვიცოდეთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და რისკები, რომლებიც კრიპტო უსაფრთხოებას ეხება, შემდგომ კი ამ რისკების თავიდან აცილების გზები. სტატიის მოცემულ ნაწილში ვისაუბრებთ სხვადასხვა ტიპის საფრთხეებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ კრიპტო ინდუსტრიაში ინვესტიციის განხორციელებისას. დავიწყოთ! ფიშინგიფიშინგი კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა. ფიშინგის დროს, როგორც წესი, რეალური კრიპტო პლატფორმის მომხმარებლებსა და გამომწერებს მისი სახელითა და ლოგოთი შეტყობინება მისდით. ძირითადად ეს შეტყობინება ელ-ფოსტით იგზავნება. ფიშინგის გამგზავნის უმთავრესი მიზანია, რომ მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე მიიღოს წვდომა. როგორც წესი, თაღლითობის ამ მეთოდის გამოყენებისას, მომხმარებელს მისდის შეტყობინება, რომ გადავიდეს კონკრეტულ გვერდზე, სადაც სხვადასხვა ტიპის პერსონალური ინფორმაციის ჩაწერა მოუწევს. ამ ინფორმაციას შორის შესაძლოა იყოს პაროლი, საკრედიტო ბარათის მონაცემები, ანგარიშის ნომრები და სხვ. როგორც წესი, აღნიშნული ვებ-გვერდი ორიგინალ გვერდს ჰგავს, რამაც მომხმარებელი, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს. ასევე, შესაძლოა, ელ-ფოსტით მიიღოთ შეტყობინება როგორ გამოვიმუშაოთ კრიპტოვალუტა, რის შემდგომაც, თუკი ბმულს ხელს დააჭერთ, ყალბ გვერდზე გადამისამართდებით. თუკი გვერდი თქვენი პირადი მონაცემების ჩაწერას მოგთხოვთ, ფრთხილად იყავით. კარგად დააკვირდით, რამდენად სწორად წერია ვებ-გვერდზე არსებული ორგანიზაციის სახელი, რამდენად შეესაბამება ლოგო ორიგინალს და ა.შ.. სხვა შემთხვევაში, თაღლითობის ამ გზით, შესაძლოა, თქვენი კრიპტო ან სხვა ტიპის აქტივები დაკარგოთ. არალეგალური სავაჭრო პლატფორმებიკრიპტოვალუტა განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ინდუსტრიაში, დროის სვლასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი სავაჭრო პლატფორმა იქმნება. ამ პლატფორმების მიზანია, მომხმარებლებში რაც შეიძლება დიდი ნდობა მოიპოვონ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ყველა პლატფორმა სანდო არ არის და შესაძლოა, მათ თქვენი აქტივები არალეგალური გზით მიითვისონ. ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია One Coin-ის მაგალითი. კომპანიამ თავისი დახვეწილი მარკეტინგული გზებით ნდობა მოიპოვა მომხმარებლებში, რის შემდგომაც, არსებული ინვესტორების თანხა და ფინანსები მიითვისა. ამიტომაც, მანამ, სანამ კონკრეტულ სავაჭრო პლატფორმაზე დაიწყებთ ვაჭრობას და ჩარიცხავთ თანხას, კარგად გადაამოწმეთ მისი ლეგალურობა და არსებული კრიპტო რეგულაციები რამდენად მიემართება ბირჟის საქმიანობას. თუკი რეგულაციური თვალსაზრისით პრობლემას აღმოაჩენთ, ამ შემთხვევაში, მეტად სავარაუდოა, რომ საქმე თაღლითებთან გქონდეთ. მესამე მხარის (Third-party) აპლიკაციებიკრიპტო ინვესტორებმა, იმისთვის, რომ თავიანთი ვაჭრობა უფრო მეტად მომგებიანი გახადონ, შესაძლოა, მესამე მხარის აპლიკაციებსა და ინსტრუმენტებს მიმართონ. გახსოვდეთ, რომ ამ დროს კიბერუსაფრთხოების და იმის რისკი რომ თქვენი უცხოური ან ქართული კრიპტო ვალუტა მიითვისონ უფრო მეტად იზრდება. ამიტომაც, მანამ, სანამ კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით მის სანდოობაში. მალვეარი - საზიანო პროგრამაკრიპტო-მალვეარი, არსებითად, მავნე პროგრამის ტიპია, რომელიც არაავტორიზებულ მომხმარებლებს სხვა ადამიანების კომპიუტერიდან ან სერვერიდან კრიპტო მაინინგის შესაძლებლობას აძლევს. იმისთვის, რომ ჰაკერებმა აღნიშნული მეთოდი გამოიყენონ, როგორც წესი, ორ მნიშვნელოვან მეთოდს მიმართავენ: კრიპტო ანგარიშების უსაფრთხოებამომხმარებლებს თავიანთ ანგარიშებზე წვდომა “პირადი გასაღების” საშუალებით აქვთ. პირადი გასაღები კომპლექსური კოდია, რაც მისი გამოცნობის შანსს თითქმის შეუძლებელს ხდის. ბევრი ადამიანები თავიანთ პირად გასაღებს კომპიუტერში ინახავს, თუმცა, აღნიშნული მეთოდი საკმაოდ სარისკოა. იმ შემთხვევაში, თუკი ჰაკერები კომპიუტერზე მოიპოვებენ წვდომას, ისინი თქვენი პირადი კოდის გამოყენებით თქვენსავე ანგარიშზე შესვლას შეძლებენ. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ინდუსტრიას, გლობალური მასშტაბით, მკაცრად არ აკონტროლებენ, პირადი გასაღების აღდგენის გზებიც, მოპარვის შემთხვევაში, არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ, ამ მხრივ, კრიპტოში ინვესტიციის განხორციელება უფრო მეტად რისკის შემცველია, ვიდრე ჩვეულებრივი ტიპის ინვესტიცია. მიზეზი ის არის, რომ, კრიპტოს შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებელი პირი უსაფრთხოებაზე და აქტივობის დაცულობაზე თქვენ ხართ. ამიტომაც, ყოველთვის დარწმუნდით, რომ გასაღებს უსაფრთხო, ჰაკერებისგან დაცულ ადგილას ინახავთ. მას შემდგომ, რაც კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხეები და რისკები მიმოვიხილეთ, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი რისკებისგან და მინიმუმამდე შეამციროთ ისინი. ამას გარდა, გეტყვით, თუ როგორაა საქართველოს პირობებში შესაძლებელი, რომ თქვენი კრიპტო აქტივები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაცულად იყოს. აირჩიეთ სანდო კრიპტო ბირჟაკარგი რეპუტაციის მქონე კრიპტო ბირჟის არჩევა თქვენი აქტივების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. გამოიკვლიეთ, როგორც ინტერნეტის, ისე პერსონალური რჩევების საფუძველზე, თუ რომელ ბირჟას აქვს მძლავრი უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები და რომელი ბირჟაა რეგულირებული. გარდა ამისა, მოძებნეთ ბირჟა, რომელსაც, უსაფრთხოების სხვა ნორმებთან ერთად, მთავარ მოთხოვნად აქვს ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA), ასევე, პლატფორმა, რომელიც ცივ საფულეებში ინახავს აქტივების დიდ ნაწილს და სხვ. ამას გარდა, აუცილებელია, რომ შეამოწმოთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი რამდენად სწრაფ რეჟიმში მუშაობს. თუკი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრობლემა შეგექმნათ, ისინი ამ პრობლემას მცირე დროში გადაჭრიან. გამოიყენეთ ძლიერი პაროლი და ორმაგი ავტორიზაციათქვენი კრიპტო ანგარიშების დასაცავად ძლიერი პაროლის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. იმისათვის, რომ ძლიერი პაროლი შექმნათ, გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოების, ასევე, რიცხვებისა და სპეციალური სიმბოლოების კომბინაცია. ამას გარდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლად გაააქტიურეთ ორმაგი ავტორიზაცია (2FA). 2FA უსაფრთხოების დამატებითი დონეა, რომელიც თქვენს მობილურ მოწყობილობაზე ან ელექტრონულ მისამართზე სპეციალური კოდის გამოგზავნას გულისხმობს. ამ კოდის საშუალებით კი თქვენ ანგარიშზე ავტორიზაციის გავლას შეძლებთ. შესაბამისად, ანგარიშზე შესვლისთვის არამხოლოდ ძლიერი პაროლის, არამედ დამატებითი კოდის ჩაწერაც მოგიწევთ. გამოიყენეთ უსაფრთხო საფულეიმისათვის, რომ თქვენი კრიპტო აქტივები უსაფრთხოდ იყოს აუცილებელია უსაფრთხო საფულის გამოყენება. არსებობს ორი ტიპის საფულე: ცხელი და ცივი საფულეები. ცხელი საფულე ინტერნეტთანაა დაკავშირებული, რაც უფრო ზრდის ჰაკერების მიერ თქვენი ინფორმაციის მოპარვის შანსებს. ცივი საფულეები, ხსენებულისგან განსხვავებით, თქვენს პირად გასაღებს ინტერნეტში არ ინახავენ. ეს ყველაფერი, თქვენი აქტივების დაცვას უფრო მეტად უზრუნველყოფს. მიიღე მეტი ინფორმაცია - უფრთხილდი თაღლითებსიმისთვის, რომ თქვენი კრიპტო აქტივები დაიცვათ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლოდროინდელ (და არამხოლოდ) თაღლითობებზე გქონდეთ ინფორმაცია. ყოველთვის ეცადე, რომ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, ვებ-გვერდებიდან, ბლოგებიდან და ფორუმებიდან მიიღო. ამ გზით, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ და შესაბამისად, გეცოდინებათ, თუ რა უნდა ქნათ კიბერდანაშაულის თავიდან ასარიდებლად. უფრთხილდით ფიშინგს, საეჭვო ბმულებზე გადასვლასა და არასანდო წყაროებიდან ფაილების გადმოწერას. თქვენი ინვესტიციების დივერსიფიკაციაინვესტირებისას დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მთავარი რამ არის და გამონაკლისი არც კრიპტო ინდუსტრიაა. იმის ნაცვლად, რომ თქვენი თანხა მთლიანად ერთ აქტივში ჩადოთ, საჭიროა, მისი სხვადასხვა აქტივებზე გადანაწილება. ამ გზით, თუკი ერთი კონკრეტული კრიპტოვალუტის ღირებულება მნიშვნელოვნად დაიკლებს, თქვენ სხვა აქტივებიც დაგრჩებათ, საიდანაც სარგებლის მიღების პოტენციალი გექნებათ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ დივერსიფიკაცია უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არ არის და კრიპტოში ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებლად გამოიკვლიეთ ბაზარი და კონკრეტული ვალუტები. კრიპტოვალუტის პოპულარულობის ზრდასთან ერთად აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა და გათვალისწინება. ზემოთ ხსენებული მეთოდების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ, რომ რეგულირებული და სანდო უცხოური ან ქართული კრიპტო ბირჟა უფრო მეტად უსაფრთხო გახადოთ კრიპტო აქტივების განსათავსებლად. გახსოვდეთ, თქვენი კრიპტო აქტივების დაცვა თქვენს ხელთაა. სტატიაში ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით თქვენ უკეთ შეძლებთ აქტივების დაცვას და მაქსიმალურად მინიმუმამდე შეამცირებთ მათი არალეგალურად დაკარგვის ან მითვისების შანსებს. R 59 1-ს მოსწონს
|