x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ დაგავიწყდეთ, ეს ის ხალხია, რომელიც “სისხლიან ცხრა წელზე” ღაღადებს და ბუჩქებიდან არ გამომძვრალან" - ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან დავით არახამიას უსამშობლოდ მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სახელისუფლებო გუნდის მიერ უკრაინის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის წინაღმდეგ აგორებულ კამპანიას "ფსკერს" უწოდებს.


"არახამია ბევრს რომ არ მოსწონს, ეს გასაგებია… შესაბამისად, არ გამიკვირდება, რომ ის სხვადასხვა მწარე ეპითეტებით მოიხსენიონ, მათ შორის აგინონ კიდეც… მაგრამ კაცს, რომელიც ბავშვობაში სამშობლოდან იძულებით იქცა დევნილად და დღემდე სახლში ვერ ბრუნდება უსამშობლო უწოდო, ეს არის ფსკერი, რომლითაც ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად ქართული ოცნების მესიჯ-მეიქერი აჩვენებს საკუთარ ზიზღს ყველა ლტოლვილის მიმართ. ეს “სპიკერებიც” თუთიყუშებივით იმეორებენ…"


"ბოდიში, მაგრამ უნდა გავაგრძელო: უსამშობლოს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ერგო პატივი იბრძოლოს ქვეყნისთვის, რომელიც მისდაუნებურად, გარემოებების გამო იქცა მის მეორე სამშობლოდ და ამით დაიცვას თავისი პირველი სამშობლოც რუსული ოკუპაციისგან.


ამას აკეთებენ პოლიტ-ტექნოლოგიური ურა-პატრიოტიზმით და ყალბი პათეტიკით, ადამიანები, რომლებიც სამშობლოს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების პრიზმაში განიხილავენ. არ დაგავიწყდეთ, ეს ის ხალხია, რომელიც “სისხლიან ცხრა წელზე” ღაღადებს და ბუჩქებიდან არ გამომძვრალან, როდესაც იმ წლებში ჩვენ რეჟიმს ვუპირისპირდებოდით. მიუხედავად ამისა, “უსამშობლოს” მათაც ვერ დავუძახებ, რადგან სამშობლო ასეთებსაც აიტანს…"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

0
345
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345