სხვა
XX საუკუნის საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა (ფოტოალბომი )
2023, 18 ივლისი, 12:22
XX საუკუნის საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ფოტოგამოფენა 2017 წელს შედგა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, სადაც საზოგადოება გაეცნო ფოტომასალას, რომელიც ასახავდა ინფორმაციას ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. აქვე გამოფენილი იყო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროექტების ამსახველი უნიკალური ფოტოები, რომელსაც ამჯერად intermedia.ge გაგაცნობთ.
ფუნიკულიორის ქვედა სადგურის შიდა ხედი, 1905 წელი.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საერთო ხედი, 1957 წელი
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საღუმელო საამქროს საერთო ხედი, 1957 წელი
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ენერგომატარებელი, 1946 წელი
თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურის მშენებლობა, 1964 წელი
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი საამქროს საერთო ხედი, 1964 წელი.
ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა 1931 წლის აპრილში დაიწყო. პირველი ორი ღუმელის მონტაჟი 1933 წლის პირველ კვარტალში დასრულდა. პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს დასრულდა. ოფიციალურად სწორედ ეს თარიღი ითვლება ქარხნის ამუშავების დღედ. 1937 წელს, თვითშეცხობადი ელექტროდებით აღჭურვილი საკავშირო წარმოების სამი ღუმელის ამოქმედების შემდეგ, დასრულდა #1 საამქროს მშენებლობა.
ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციული შენობა, 1939 წელი
თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა.
1940 წელი
ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მიერ გამოშვებული პირველი ავტომობილი, 1951 წელი
ქუთაისის ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხნის მთავარი კონვეიერი. 1957 წელი
სოფელი დარკვეთი, ჭიათურა. პიტერ მიულსი მანგანუმის ქარხნის წინ. 1913 წელი.
ძმები მიულსებიდან ერთ-ერთი, ოგიუსტი საქართველოში 1908 წელს ჩამოვიდა და „დარკვეთის მანგანუმის საბადოების ფრანგული საზოგადოების“ მმართველი გახდა. 1910 წელს მას მეორე ძმა - ჰენრიც შეუერთდა და საზოგადოებაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. 1913 წელს კიდევ ერთი ძმა - პიტერი - ეწვია ჩვენს ქვეყანას. 1923 წელს ოგიუსტი დაქორწინდა ლიზა წერეთელზე (სამთო ინჟინრის, ვასილ (ვასო) წერეთლის ქვრივი) და 1924 წელს მათ ვაჟი - რობერტი - შეეძინათ
სოფელი დარკვეთი, ჭიათურა. პიტერ მიულსი მანგანუმის ქარხნის წინ. 1913 წელი.
აბასთუმნის ობსერვატორია.
1974 წელი
წიფის სარკინიგზო გვირაბის გახსნა და საზეიმო სადილი. 1890 წელი
თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლენი მიემგზავრებიან მატარებლით ექსკურსიაზე ქუთაისში. XIX-XX საუკუნეების მიჯნა
ილია ყრუაშვილი (1937-1943) ინჟინერ-მშენებელი, საავტომობილო გზები გაიყვანა რაჭის მიუვალ ადგილებში.
გადაასახლეს 1937 წელს, გარდაიცვალა გადასახლებაში
შალვა კიღურაძე და მისი მეუღლე ბარბარე ანდრიასოვა.
შალვა კიღურაძე (1898-1937) - ინჟინერი, ეკონომისტი, წყალსადენ „ნატახტარმშენის“ უფროსი, „ინჟმშენის“ მმართველი. დახვრიტეს 1937 წელს.
ბარბარე ანდრიასოვა (1911-2015) - არქიტექტორი, გადაასახლეს 1938 წელს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ლეო ნაკაშიძე (1901-1937) (შუაში) საქართველოს სსრ პედაგოგების კურსზე ავიამოდელების ინსტრუქტორების მოსამზადებლად.
დახვრიტეს 1937 წელს
მთავარი ფოტო: სადგურ "ვაგზლის მოედნის" გახსნა.1966 წელი