x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ეგონათ ძველ ბერძნებს, დედამიწა ბრტყელი? – ობიექტური ფაქტორები

დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავი თეორია არსებობს. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება მხარს სფეროსებურობის თეორიას უჭერს. მაგრამ, არსებობს ალტერნატიული თეორიაც, რომლის მიხედვით, დედამიწა ბრტყელი და ოდნავ ამობურცულია, მასზე არ არსებობს გრავიტაცია და სამხ. პოლუსი (ჩვენი გაგებით) და რომ ოკეანით გარშემორტყმულ ხმელეთს, ყინულის მაღალი სარტყელი აკრავს. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დაუჯერებელი ინფორმაციაა, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება წაიკითხოთ... თუმცა, როგორც ამბობენ, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს და განსაკუთრებით იმ აზრს, რომელიც უბრალო სიტყვები კი არ არის გადმოცემული, არამედ, თეორიის სახითაა ჩამოყალიბებული!.. მით უმეტეს, თუ არსებობს უახლესი ტექნოლოგიებით და ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მტკიცებულება, რომლის მიხედვით, დედამიწა მართლაც ბრტყელი გამოდის (იხ. სტატიის ქვემოთ, დოკ. ფილმი – «Convex Earth» («ამობურცული დედამიწა»), ინგლისურ და რუსულ ენებზე.


image


ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფი, «Dakila Pesquisas» ასოციაციიდან (დაარსებულია 1997 წ. კორგინიუ, ბრაზილია), რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან და მათ შორის, უმეტესობა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების სფეროდან არის, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე, პლანეტის სხვადასხვა წერტილში ექსპერიმენტებს ატარებდა. მიზანი – დედამიწის ჭეშმარიტი ფორმის დადგენა იყო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ განსახლების და სოფლის მეურნეობის რეფორმების ნაციონალური ინსტიტუტის (INCRA - Instituto Nacional de Colonização e Reforma Agrária) წარმომადგენლები და ყველა ექსპერიმენტი ასტრონომების, კარტოგრაფების, გეოლოგების, ტოპოგრაფების, ინჟინერ-მშენებლების მონაწილეობით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწა მრგვალია, უარყოფილი იქნა 7 ექსპერიმენტით. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, კვლევა ყველასთვის ცნობილი ფაქტის შესწავლით დაიწყო, რომლის მიხედვით, სანაპიროდან მცურავი გემის, ჯერ კორპუსი ქრება მხედველობის არიდან, ხოლო შემდეგ – ანძა.


image


თავიდან ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში წერია, – რაც უფრო შორს მიდიოდა გემი, მისი კორპუსი უფრო მცირდებოდა და შემდეგ ჯერ კორპუსი გაქრა, შემდეგ ანძა... მაგრამ, როდესაც იმ წერტილს ჰორიზონტზე, უკვე ნიუტონის ტელესკოპით გახედეს, რომელიც ადამიანის თვალის შესაძლებლობას 1 000-ჯერ ზრდის, აღმოჩნდა, რომ გემი ისევ თვალთახედვის არეში იყო. ის შეუიარაღებელი თვალისთვის გაქრა, მაგრამ ტელესკოპით ისევ ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გემის თანდათანობით გაუჩინარება, არ შეიძლება სფეროსებურობის მტკიცებულებად იყოს გამოყენებული!

როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, გემის გაქრობას თავისი მიზეზი აქვს და მისი ახსნა ფატა-მორგანას (იტ. fata Morgana) ოპტიკური ეფექტით შეიძლება.

ჩვეულებრივ, ფატა-მორგანა ატმოსფეროში იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც მის ქვედა ფენებში, ტემპერატურათა სხვაობის გამო, სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის ფენოვანი მასები ჩნდება, რომლებსაც სარკისებური ეფექტის შექმნა შეუძლია. სხივების არეკვლის და გარდატეხის შედეგად, ჰორიზონტზე, შეუიარაღებელი თვალისთვის რეალურად არსებული გამოსახულების ჩანაცვლება, სარკისებური გამოსახულებით ხდება. – ასე ხსნის ოფიციალური მეცნიერება ფატა-მორგანას ეფექტს. მაგრამ, ნიუტონის ტელესკოპით ჩატარებულმა ცდამ დაამტკიცა, რომ ნაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის, ეს ეფექტი მაშინ ჩნდება, როდესაც თვალსა და დაკვირვების ობიექტს შორის კუთხე, დაახლოებით 0-ის ტოლია. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ არის რომ, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი, მით უფრო შორს არის მისთვის ჰორიზონტის ხაზი.


image


გამოდის რომ, გარკვეულ მანძილზე ჩნდება სარკისებური ანარეკლი – ვირტუალური გამოსახულება, რომლითაც რეალური გამოსახულების ჩანაცვლება ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მირაჟის მსგავსი მოვლენაა. მირაჟები, ჩვეულებრივ, უდაბნოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ფატა-მორგანა – წყლის ზედაპირისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებმა სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომლებშიც გეოდეზიური ხელსაწყოები და ლაზერული სხივები გამოიყენეს. მაგრამ, დედამიწის სფეროსებურობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს.

მაგ., შორ მანძილზე მოქმედი ლაზერის სხივით შეამოწმეს დედამიწის სფეროსებურობა, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში და ყველგან ერთნაირი შედეგი მიიღეს: ერთი პუნქტიდან გაშვებული სხივი, – მეორე პუნქტში, 35 კმ-ს დაშორებით დაინახეს, რაც დედამიწის სფეროსებურობის შემთხვევაში, გამრუდების გამო, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო – 11 კმ-ს შემდეგ, სხივი უნდა დაკარგულიყო.


imageimage


ძველი ადამიანების წარმოდგენებმა დედამიწის ფორმის შესახებ, ჩვენს დრომდე მითების და ლეგენდების სახით მოაღწია და თითქმის ყველა მათგანში, დედამიწა ბრტყელი ან ამობურცული არის.

მაგ., ძველ ინდოეთში დედამიწას ნახევარსფეროდ წარმოიდგენდნენ, რომელიც 4 სპილოზე მდებარეობდა...

მათგან განსხვავებით, ვიეტნამელებისთვის დედამიწა «3 სპილოანი» იყო, ხოლო იაპონელები მიწისძვრას დრაკონს აბრალებდნენ, რომელიც მათი კუნძულების ქვემოთ ცხოვრობდა...

ძველი ბაბილონელების წარმოდგენებში დედამიწას «მსოფლიო» მთის სახე ჰქონდა და ის ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული. მთის დასავლეთ ფერდობზე კი ბაბილონი მდებარეობდა. ზღვას, ხმელეთის ირგვლივ, გადმობრუნებული ფინჯნის მსგავსად, ე. წ. ზეციური სამყარო ეფარა, რომელშიც ისე, როგორც დედამიწაზე, ხმელეთი, წყალი და ჰაერი იყო. ხოლო ცას, ისე როგორც დედამიწას, საზღვარი ჰქონდა. მზე გადაადგილდებოდა ცის მყარ თაღზე და მოძრაობის პერიოდში დედამიწას ათბობდა.

გარე სამყარო ეგვიპტელებისთვის ბრტყელ ხმელეთს წარმოადგენდა, რომლის თავზე ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული.

უძველესი წერილობითი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დედამიწის ყველაზე ძველი მოდელების შესახებ, ჰომეროსის (ძვ. წ. აღრ. VIII ს.) პოემებში, – «ილიადას» და «ოდისეაში» არის მოცემული. ჰომეროსისეულ ვერსიაში, დედამიწას ოდნავ ამობურცული დიდკის სახე აქვს. ხოლო ხმელეთს, ყველა მხრიდან ოკეანის წყლები აკრავს. დედამიწის თავზე სპილენძის ცის კამარაა, რომელზეც მზე, ყოველდღიურად, აღმოსავლეთიდან – დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და დღის ბოლოს, ოკეანეში იძირება...



image


ამრიგად, ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო და რომ ის უსაზღვრო ოკეანეში ცურავდა. შესაძლებელია, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით ააგეს (ძვ.წ. აღრ. 279 წ.) ფაროსის (ალექსანდრიის) შუქურა, რომლის სიმაღლე, გადმოცემით, 120-135 მ. იყო (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – 150 მ) და ის 80 (100) კმ-ზე ანათებდა.

დედამიწის სფეროსებურობის გათვალისწინებით, ჰორიზონტამდე მანძილი, 150 მ. სიმაღლის და გამრუდების გათვალისწინებით, 45 კმ-ის ტოლი უნდა ყოფილიყო! ხოლო, 80-100 კმ-ზე რომ გაანათოს შუქურას, მისი სიმაღლე 400 მ. უნდა იყოს.

ალექსანდრიის შუქურას და მისი მონაცემების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გადმოცემით ვიცით და შეიძლება, მისი სინათლის დაფარვის ზონა, ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს. თუმცა იმაში დარწმუნება, რომ დიდ მანძილზე მართლაც შესაძლებელია შუქურას სინათლის დანახვა, დღესაც შესაძლებელია:

ნიდლის შუქურა (ინგ. Needles Lighthouse), რომელიც კ. უაიტზე (დიდი ბრიტანეთი) მდებარეობს, სიმაღლით ბევრად ჩამორჩება ალექსანდრიის შუქურას. მისი სიმაღლე მხოლოდ 33, 25 მ-ია და დანახვა 60 კმ-ს მანძილიდან არის შესაძლებელი. მაგრამ, თუ დედამიწის სფეროსებურობას გავითვალისწინებთ, რომლის გამრუდება 60 კმ-ზე 282 მეტრს შეადგენდეს, 35 მ. სიმაღლიდან – ჰორიზონტის ხაზამდე მანძილი, 22 კმ-ს უნდა შეადგენდეს... რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დანახვა და სინათლის დაფარვის არეალი, მხოლოდ 22 კმ-ს უნდა შეადგენდეს.


image


კოსმოსიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრების გამო, აქ მოყვანილი ფაქტები, შეიძლება, არადამაჯერებელიც იყოს... მაგრამ ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეებს ამ საკითხზეც აქვთ საკუთარი მოსაზრება და პასუხი. ისინი დედამიწის და სხვა პლანეტების სფეროსებურობას (ალ. აინშტაინი) სინათლის გამრუდების თეორიით ხსნიან, რომლის თანახმად, დიდი ზომის ობიექტს მასით, დროში და სივრცეში, სინათლის სხივების გამრუდების გამოწვევა შეუძლია და ამიტომ, ჩვენ ციურ სხეულს ისეთად ვერ აღვიქვავთ, როგორიც რეალურად არის.

დედამიწის შორიდან დანახვის შანსი ყველას არ ეძლევა და ამიტომ მეცნიერებს მტკიცებულებად მთვარის მაგალითი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, მთვარე, რომელიც ჩვენთვის სფეროსებური ფორმის ციური სხეულია, სინამდვილეში, სფეროსებური შეიძლება არც იყოს.


image


დედამიწის შორიდან დანახვის შანსი ყველას არ ეძლევა და ამიტომ მეცნიერებს მტკიცებულებად მთვარის მაგალითი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, მთვარე, რომელიც ჩვენთვის სფეროსებური ფორმის ციური სხეულია, სინამდვილეში, სფეროსებური შეიძლება არც იყოს.

ამრიგად, ბრტყელი დედამიწის არსებობის თეორიის მომხრეები თვლიან, რომ დედამიწა დისკისებური ფორმის ციური სხეულია, რომელიც ყინულის მაღალი კედლით არის გარშემორტყმული და რამდენად დიდია ამ კედლის სიგანე, ან რა არის მის მიღმა, არავინ იცის.


imageimage



და ის, რომ დედამიწა ბრტყელია, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს!


image


ასე გამოიყურება ბრტყელ დედამიწაზე მსოფლიოს ირგვლივ I მოგზაურების (1519-1522) მიერ განვლილი გზა.


image


თეორიის ავტორების აზრით, მზე ასე მოძრაობს ბრტყელი დედამიწის თავზე. იმ ადგილზე, სადაც ის იმყოფება, განათებულია და თბილა. სადაც ის არ არის — ღამეა.


image


ბრტყელი დედამიწის ოფიციალური რუკა, რომელიც 1892 წელს არის შედგენილი, ბოსტონის ბიბლიოთეკაში (აშშ) ინახება.


imageimageimageimage


რუკის თავზე მოცემულია ფრაზა — «AS IT IS», რაც რეალურ ნიშნავს. ბრტყელი დედამიწის თეორიის ავტორები კი, მას შემდეგნაირად თარგმნიან: მეცნიერულად სწორი და პრაქტიკულად სწორი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაცია — UNO (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია), IMO (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია), WMO (საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია), – ემბლემაზე, დროშაზე და სხვა სიმბოლოებზე, ბრტყელი დედამიწის რუკას იყენებს.


imageimageimageimage


და არსად არის კონტინენტი ანტარქტიდა....




image

არხის სხვა სიახლეები:


* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (IV ნაწილი)

* უძველესი რუკები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

* ეს როგორ უნდა მომხდარიყო? – უცნაური და ძნელად ასახსნელი ფოტოები



0
102
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0