x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
საიდუმლოებები, რომლებსაც ვატიკანი ყველასგან საგულდაგულოდ მალავს

image


ვატიკანი, კათოლიკური ეკლესიის უზენაესს მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც შედგება პაპისა და რომაული კურიისგან, რომელსაც უფრო მეტი ძალაუფლება და გავლენა აქვს, ვიდრე ჩვენ გგვგონია. I საუკუნეში დაარსებულ ამ უძველესს ორგანიზაციას ნამდვილად გააჩნია გარეშე თვალისგან ბევრი რამ დასამალი. მოკლედ, თქვენ წინაშეა ყველა საიდუმლოება, რომელსაც ვატიკანი ყველასგან საგულდაგულოდ მალავს.




ფაქტები ვატიკანის შესახებ



image


ვატიკანი - ყველაზე პატარა სახელმწიფოა მსოფლიოში. მისი ფართობი მხოლოდ 44 ჰექტარია. მუხედავად ამისა, ქვეყანა ბეჭდავს საკუთარ საფოსტო მარკებს, გასცემს პასპორტებსა და სანომრე ნიშნებს, ასევე აქვს თავისი დროშა და ჰიმნი. ვატიკანი - ანკლავური სახელმწიფოა: ის მთლიანად სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს. ვატიკანის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე იტალიასთან 3, 2 კმ-ია. ვატიკანის მოქალაქეობა ენიჭებათ მხოლოდ მათ, ვინც საჯარო სამსახურში იმყოფება - წმიდა ეპარქიის მსახურებსა და რომის პაპის შვეიცარიული გვარდიის წარმომადგენლებს. 1929 წლის ლატერანის შეთანხმების თანახმად, თუ პირს ვატიკანის მოქალაქეობა უწყდება, მას ავტომატურად ენიჭება იტალიის მოქალაქეობა. ვატიკანის მაცხოვრებლების 95% - მამაკაცია. სულ ქვეყანაში დაახლოებით 840 ადამიანი ცხოვრობს.




ვატიკანის ფეხბურთის გუნდი


image


ვატიკანს საკუთარი საფეხბურთო გუნდიც კი ჰყავს. ის შეიარაღებული ძალების, პაპის საბჭოს წევრებისა და ადგილობრივი მუზეუმების კურატორებისგან შედგება, თუმცა ვატიკანის გუნდი ფიფას წევრი არ გახლავთ. ვატიკანს აეროპორტი არ აქვს. ამ ქალაქ- სახელმწიფოში მხოლოდ ერთი ვერტმფრენის მოედანი და 852 მ სიგრძის რკინიგზა ფუნქციონირებს, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან მდებარე სადგურს მთავარ იტალიურ ქსელთან აკავშირებს. ვატიკანის შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმიდან შემოსული თანხა და მთელი მსოფლიოს კათოლიკეების მიერ შემოწირულობები შეადგენს.





ეგზორცისტთა არმია


image


2018 წლის მარტში ეგზორცისტებისთვის პაპის უნივერსიტეტ "Regina Apostolorum -ში "სპეციალური კურსები გაიხსნა. ეს საჭირო იმიტომ გახდა რომ დემონების ეგზორციზმის მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდებოდა. ოფიციალური ინფორმაცია ეგზორცისტებისთვის სწავლების დაწყების შესახებ ვატიკანის მთავარი გამოცემის "Vatican News"-ის გვერდებზე გამოჩნდა. ლექციების პირველი შესავალი კურსი, რომელმაც მხოლოდ 6 დღეს გასტანა აპრილში დაიწყო. ის სიცილიელმა ეგზორცისტმა ბენინიო პალილამ ჩაატარა, რომელიც მსგავსს კურსებს პალერმოში მუდმივად ატარებს, ვინაიდან აქვს სპეციალური ნებართვა თავად რომის პაპისგან. სიცილიელი თვლის, რომ ყოველწლიურად იტალიას სულ უფრო მეტი ეგზორცისტი სჭირდება. მხოლოდ ვატიკანში ყოველწლიურად 500 000 ეშმაკეულების განდევნის ცერემონია ტარდება. ეგზორციზმი ვატიკანმა ოფიციალურად 2014 წელს აღიარა. საეკლესიო ხელისუფლებამ არა მხოლოდ ეგზორციზმის საერთაშორისო ასოციაციის არსებობა აღიარა, არამედ მისი ხელმძღვანელობა საკუთარ ხელშიც აიღო. მთლიანობაში ორგანიზაცია დაახლოებით 400 პროფესიონალი ეგზორცისტისგან შედგება. ახლახან კი კათოლიკე კარდინალმა ერნესტ სიმონიმ აღიარა, რომ ეგზორციზმის სესიებს მობილური ტელეფონის საშუალებითაც ატარებს.




ვატიკანის საბანკო სკანდალები


image


ვატიკანის ბანკი - რომის კათოლიკური ეკლესიის ბანკია და ცნობილია როგორც რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტი. ბანკი 1942 წელს კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რომის პაპის პიუს XII -ის მიერ დაარსდა. წესდების მიხედვით ეს ბანკი საკომისიოების აკრეფის მიზნით და რელიგიური სააგენტოების საკუთრებაში არსებული რესურსების მართვის მიზნით შეიქმნა. ბანკი რელიგიური მიზნებისთვის შექმნილ კორპორაციებს საშუალებას აძლევს დააბანდონ თანხები კონფიდენციალურად და გადასახადების გადახდის გარეშე.


image



ბანკის საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამჟღავნებული არ არის. ვატიკანის ბანკი პირდაპირ ექვემდებარება რომის პაპსა და კარდინალთა კრებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბანკი ფულის გათეთრების არაერთ სკანდალში იყო ჩართული. ბოლო დიდი სკანდალი ვატიკანის ბანკთან დაკავშირებით 1980-იან წლებში მოხდა.


image


სწორედ მაშინ იქნა მოკლული იტალიური ბანკის "Banco Ambrosiano"-ს ხელმძღვანელი რობერტო კალვი, ხოლო თავად სიცილიური მაფიის ფულის გათეთრებაში ბრალდებული დაწესებულება გაკოტრდა. "Ambrosiano"-ს ძირითადი აქციები ვატიკანის ბანკს ეკუთვნოდა. რომის პაპის იოანე პავლე II-ის მმართველობის დროს განხორციელდა ძირითადი რეფორმები, რომელმაც პრინციპში არაფერი შეცვალა, იტალიური მაფია და კორუმპირებული ჩინოვნიკები სიამოვნებით სარგებლობენ ბანკის მომსახურებით.




ქალი - პაპი

image


ზოგიერთი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ ვატიკანში წმინდა პეტრეს ტახტი მხოლოდ მამაკაცებს არ ეკავათ. ამ წესის ერთადერთ გამონაკლისად იქცა ქალი, რომელიც სავარაუდოდ, მე-9 საუკუნის შუა წლებში საკუთარ სქესს მალავდა და რომის პაპის მოვალებას 2 წლის, 5 თვისა და 4 დღის განმავლობაში ასრულებდა. ის წმინდა ტახტზე იოანა VIII-ის სახელით ავიდა. კათოლიკური ეკლესია, ამ ფაქტის არსებობას რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ქალის პაპის ტახტზე ყოფნის არაპირდაპირი მტკიცებულება მოულოდნელად 1276 წელს გაჩნდა, როდესაც პაპი ადრიანე V- ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრემ სახელი იოანე XXI აიღო. ამასთან თუ ვატიკანის ოფიციალურ ქრონოლოგიას მივყვებით, მისი "სერიული ნომერი" "20" უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, ეს ფაქტი ყველაფერს ძალიან საინტერესოსა და საეჭვოს ხდის, ხოლო აღნიშნული ფაქტის მწიგნობართა შეცდომად გასაღება (თან აბსოლუტურად ყველასი) რბილად რომ ვთქვათ, არც იმდენად დამაჯერებლად ჟღერს. რომის პაპთა სქესთან დაკავშირებული გარკვეული სკანდალის კიდევ ერთი მტკიცებულება ახალარჩეული პონტიფიკოსის ნახვრეტიან მარმარილოს სპეციალურ სავარძელზე დაჯდომის უცნაური ტრადიცია გახლავთ, რაც მომავალი პაპების სქესის შესამოწმებლად ტარდებოდა. ეს ჩვეულება რომის პაპმა ლეო V- მ მე-16 საუკუნეში გააუქმა.




საშინელი პაპები - რომის პაპი ალექსანდრე VI


image


ნამდვილი სახელი - როდრიგო ბორჯია. სახელ ბორჯიას დღემდე მისი მმართველობის დროს მომხდარი არაერთი სკანდალი უკავშირდება. ალექსანდრე VI მდიდარი ესპანელი გახლდათ და ფაქტობრივად პაპობა თავისი მომხრეების მოსყიდვით იყიდა. ალექსანდრე ასევე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა საკუთარი ნათესავების ხელისუფლებაში დასაქმებაში ან მეტოქე კარდინალების განადგურებაში. ამ ყველაერთან ერთად ის ასევე ქალების დიდი მოყვარულიც გახლდათ და მრავალრიცხოვანი საყვარლებისგან რამდენიმე შვილიც კი ჰყავდა.



რომის პაპი ლეო X


image

სწორედ მისი დაფინანსებით შეიქმნა რენესანსის ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, თუმცა რომის პაპი მთელ თავის ხარჯებს ეკლესიის ფინანსებიდან ფარავდა. ლეო X სპეციალურ დოკუმენტებს - ინდულგენციებს ჰყიდდა, რომლებსაც მოწმუნეებისთვის ცოდვების მიტევება და მკვდრების გაცოცხლებაც კი შეეძლო. ამგვარად, სთავაზობდა ის ფულის სანაცვლოდ მათ ცოდვების გამოსყიდვას. ფაქტობრივად, ლეო X -ემ პაპის ტიტული ხალხის მოტყუების ხარჯზე, საკუთარი გამდიდრებისთვის გამოიყენა.



რომის პაპი ბონიფაციუს VIII



image


ბონიფაციუსს ბევრი მტერი ჰყავდა, თუმცა მას ყველაზე ძლიერი მტრობა საფრანგეთის გავლენიან მეფე ფილიპ IV ლამაზთან ჰქონდა. 1302 წელს ბონიფაციუსმა გამოსცა დოკუმენტი - პაპის ბულა - რომელიც ევროპის მეფეებსა და მათ ჯარებს თავის უზენაესს სარდლობაში აქცევდა. ბონიფაციუსი ასევე ამტკიცებდა, რომ მეფეებს პაპის პირველი ბრძანების მიხედვით ეკლესიისთვის უნდა ემსახურათ. ფილიპი ეწინააღმდეგებოდა ასეთ ბრძანებას და ბონიფაციუსის დაჭერის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც შეიტყო პაპის გეგმების შესახებ მისი ეკლესიიდან განკვეთის შესახებ.




საიდუმლო არქივები


image


საიდუმლო არქივი წარმოადგენს ვატიკანში არსებულ საარქივო დოკუმენტების კოლექციას შუა საუკუნეებიდან დღემდე. დოკუმენტებიანი სტელაჟების საერთო სიგრძე 85 კმ-ია, საიდანაც 40 ​​დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკულტური ლიტერატურის ყველაზე დიდი და ზუსტი კოლექციაა მსოფლიოში. იქ მოხვედრა მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ წრეს შეუძლია. ზოგიერთ მეცნიერს, რომელსაც სარეკომენდაციო წერილი აქვს, საარქივო მასალებთან წვდომის უფლება ეძლევა, თუმცა იქ შესვლა მკაცრად რეგულირდება და წელიწადში მხოლოდ ორი ადამიანის დაშვება ხდება. ამასთან, არქივში შესვლა თავისუფალ გადაადგილებას და რაიმე დოკუმენტზე წვდომას არ გულისხმობს. ვიზიტორი წინასწარ უთითებს მისთვის საინტერესო თემას, რასაც არქივში შესულს უკვე მზად ახვედრებენ. ასეთი დახურულობა გადაჭარბებულ ინტერესს იწვევს და ეჭვს ბადებს რას ინახავს ასე საგულდაგულოდ ვატიკანის არქივი.


image


არსებობს მოსაზრება რომ არქივები ინახავს დოკუმენტებს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების შესახებ. ვინაიდან ეკლესია დუმს მაცხოვრის ცხოვრების წლებზე ბავშვობიდან 30 წლის ასაკამდე. ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რამდენიმე წელი ჯვარცმამდე. მკვლევარი და მწერალი დენ ბრაუნი, მის მიერ აღმოჩენილ მასალებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ იესო დაქორწინებული იყო და შვილებიც ჰყავდა. ასეთი დოკუმენტები სრულიად შესაძლებელია რომ ვატიკანში ინახებოდეს. მათი საჯაროობა კი სასულიერო პირების გეგმებში არ შედის, რადგან ის არღვევს ქრისტიანობის მთელს იდეას და ამ შემთხვევაში პაპის ყოფნის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ვატიკანი აგროვებდა არტეფაქტებს, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ნარჩენებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას "უცხო" იარაღის გამოგონებისთვის, რისი უამრავი მტკიცებულებაც არსებობს.



ვატიკანი და ნაცისტები


image


265-ე რომის პაპი ბენედიქტე XVI (1927 წლის 16 აპრილს დაბადებული) ახალგაზრდობაში ნაცისტური პარტიის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რატცინგერი წარმოშობით ბავარიიდან (სხვათა შორის, ის იყო პირველი პაპი გერმანული წარმოშობის ბოლო ათასი წლის განმავლობაში) გახლდათ და 1941 წელს ის ნაცისტების მიერ შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციის "ჰიტლერიუგენდის" რიგებში ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ის არც მალავდა თავისი წარსულის ამ პერიოდს, თუმცა ყოველ ჯერზე გმობდა ნაციზმს და ნაცისტების საქმიანობას. ამასთან, თავად ბენედიქტე XVI ყოველმხრივ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ის 1941 წელს ნებაყოფლობით მოხვდა "ჰიტლერიუგენდის" რიგებში. პრესას კიდევ უფრო დეტალური პასუხი გასცა ამ ფაქტთან დაკავშირებით მისმა ძმამ, ასევე სასულიერო პირმა გეორგმა, რომელიც მომავალ პაპთან ერთად ასევე "ჰიტლერიუგენდის" რიგებში ირიცხებოდა. მისი თქმით, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახს დიდი პრობლემები შეექმნებოდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია თუ როგორ მოხვდა იქ მომავალი რომის პაპი. საქმე იმაშია, რომ ამ ორგანიზაციის წევრობამ ახალგაზრდა იოზეფს სწავლის დაბალი საფასურის გადახდის საშუალება მისცა.




გადამდგარი პაპები


პაპებს გადადგომის უფლება აქვთ, თუმცა ისინი ამას ძალიან იშვიათად აკეთებენ. 123 პაპიდან, რომლებიც ტახტს ბოლო 1000 წლის განმავლობაში იკავებდნენ, ტახტი მხოლოდ ხუთმა დატოვა.



ბენედიქტე IX

image

1036 წელს ის ვატიკანიდან გააძევეს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ის დაბრუნდა და კვლავ პაპი გახდა, რის შემდეგაც მან დაქორწინება მოისურვა და 1045 წლის მაისში პაპობა თავის მემკვიდრეს, გრიგოლ VI-ს მიჰყიდა. ქორწილი ჩაიშალა ვინაიდან პატარძალი წინააღმდეგი იყო. 1047 წლის ნოემბერში ბენედიქტემ კვლავ დაიბრუნა ტახტი, ერთი წლის შემდეგ კი ის ეკლესიიდან განკვეთეს.




გრიგოლ VI

image


ერთდროულად, ბენედიქტე IX-ის მემკვიდრე და წინამორბედი, ეპისკოპოსების დაჟინებული მოთხოვნით 1046 წელს გადადგა.




ცელესტინ V


image


ერისკაცობაში პიეტრო ანჯელარი დელ მურონე ტახტზე 5 თვე დარჩა. 1294 წელს მან ტახტი დატოვა და განდეგილი ცხოვრება დაიწყო. მისი მემკვიდრე ღელავდა, რომ ცელესტინი პაპობის აღდგენას ეცდებოდა, ამიტომ მან ყოფილი პაპი ციხეში ჩასვა.



გრიგოლ XII

image


1378 წელს ეკლესიაში განხეთქილება დაიწყო, კათოლიკეებს ჰყავდათ ორი წმინდა მამა - რომში და ავინიონში. გრიგოლ XII 1415 წელს გადადგა, რათა ავინიონის პაპი განეკვეთათ და ეკლესია ავტოკრატიას დაბრუნებოდა.




ბენედიქტე XVI


image


ტახტხი ოფიციალურად ჯანმრთელობის მიზეზების გამო დატოვა, თუმცა ნამდვილ მიზეზად სკანდალი სახელდება, რომლის დროსაც მისმა კამერდინერმა ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტები მოიპარა და ჟურნალისტებს გადასცა, მათ შორის წმინდა მამის წერილებიც. ბენედიქტე არაეფექტური ხელმძღვანელი აღმოჩნდა და იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა.










0
770
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
770