x
 შემზარავი ფაქტები ლავრენტი ბერიას სექსუალური ცხოვრებიდან

 შემზარავი ფაქტები ლავრენტი ბერიას სექსუალური ცხოვრებიდან

ლავრენტი ბერიამ და ნინო გეგეჭკორმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს. იმხანად ბერიას საქართველოს საგანგებო კომისიაში საიდუმლო ოპერატიული ნაწილის უფროსისა და საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 1925 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც, სერგო ორჯონიკიძის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს. ცხადია, დღეს არავის შეუძლია, იმსჯელოს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცოლ-ქმარს ოჯახში – ეს საიდუმლო მათ საფლავში წაიღეს. ერთი კია, ნინო გეგეჭკორი დაბეჯითებით უარყოფდა მისი ქმრის შესახებ გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ლავრენტი ბერიას უამრავ ლამაზ ქალთან ჰქონდა რომანი. იგი გადაჭრით აცხადებდა, რომ ცოლ-ქმარს შორის წლების განმავლობაში არ დარღვეულა ყოველდღიური, ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება. ნინოს აზრით, ეს ჰარმონია დაირღვეოდა, თუკი ლავრენტი ბერიას, მეუღლისაგან მალულად, პარალელურად უამრავი საყვარელი ეყოლებოდა. ყოველივე ამას ნინო გეგეჭკორი აცხადებდა ლავრენტი ბერიას მკვლელობიდან (1953 წელი) რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.


იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მზადება სტალინის პიროვნების კულტის გასაკრიტიკებლად. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა: გამომძიებლების ერთი ჯგუფი აგროვებდა ცნობებს სტალინის აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრების შესახებ. ძალზე ძნელი იყო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ სტალინს, მას შემდეგ, რაც ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა, ჰყავდა ოფიციალური ან არაოფიციალური საყვარელი. ამიტომ იყო, რომ მოიგონეს ხრიკი, თითქოს სტალინი ციმბირის გადასახლებაში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში სექსუალურ ძალადობებს სჩადიოდა არასრულწლოვანი გოგონების მიმართ და მას დარჩა უამრავი უკანონო შვილი. ეს მასალა იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ, ნიკიტა ხრუშჩოვს ურჩიეს, მისი გამოქვეყნებისგან თავი შეეკავებინა. ხრუშჩოვმა სტალინის კრიტიკის ეს მეთოდი იმდენად წამგებიანად ჩათვალა, რომ თვალი დახუჭა რეალურ ფაქტზე: ტურუხანსკის გადასახლებაში ყოფნის დროს სტალინს, მისი ჩასახლების ადგილზე, ოჯახის დიასახლისის, ქვრივ კუზაკოვასგან მართლაც შეეძინა ვაჟი. რაც შეეხება ლავრენტი ბერიას საქმის ეგრეთ წოდებულ გამოძიებასა და სასამართლო პროცესს, აქ ნიკიტა ხრუშჩოვს ხელჩასაჭიდი ფაქტები ნამდვილად ჰქონდა. გამომძიებლები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ უამრავი ქალი დაადასტურებდა, რომ იყო ბერიას საყვარელი და მისგან შვილიც ჰყავდა. თუმცა, გამოძიება პირში ჩალაგამოვლებული დარჩა – ლავრენტი ბერიას საქმეზე შედგენილ საბრალდებო დასკვნაში არ მოიპოვება მეტ-ნაკლებად საყურადღებო მასალაც კი, რომელიც დაადასტურებდა ბერიას სექსუალურ ძალადობას და ბრალდება ისევ ჭორის დონეზე დარჩა! თუმცა, სასამართლოსათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონია.

0
257
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0