x
6 ძალიან საინტერესო ფაქტი დავით კლდიაშვილზე
6 ძალიან საინტერესო ფაქტი დავით კლდიაშვილზე:

ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დავით კლდიაშვილის პიროვნების უკეთ წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საარქივო დოკუმენტი, რომელშიც იგი მთელი სისრულით წარმოდგა, როგორც დიდი პატრიოტი და ბათუმის გულშემატკივარი. დავით კლდიაშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დედასამშობლოს, საქართველოს ახალშემოერთებულ ბათუმის მხარეში ქართული ტრადიციების დამკვიდრებაში.


1.დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.


2.7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წწ.). 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.



3.1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.


4.დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც კალამი აიღო ხელში და წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“ პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები. მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის ლიტერატურული დებიუტია. სოფლის ცხოვრება ძირითადი თემაა მწერლისა. მისი მხატვრული სიტყვა მოთხრობა „შერისხვა“ არის, რომელიც დაიწერა და დაიბეჭდა 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“. 1897 წელს დავით კლდიაშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა „მრევლში“.


5.დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა, ამან თავისი პირველი გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, შემდეგ მოყვა „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“ და სხვა.


6.კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმმა თავი იჩინა დრამატურგიაშიც. დ. კლდიაშვილი იუმორის ბუნებრივი გრძნობით, დაკნინებული აზნაურის ცხოვრების მხილებით ქმნის საინტერესო კომიკურ სურათებს: „დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“ ამჟღავნებენ დ. კლდიაშვილის მიერ დრამატული სიტუაციების შესანიშნავ უნარსა და ძალას.


0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0