x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვანდალიზმი ვერის სასაფლაოზე - დამტვრეულია ჯვრები - ფოტოკოლაჟი
imageimage

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ვანდალიზმის მორიგი ფაქტი ამჯერად ვერის სასაფლაოზე დაფიქსირდა, სადაც მასობრივად დაამტვრიეს მარმარილოს ჯვრები.


"წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა 14 ივლისს ვერის სასაფლაოზე! ვიღაცეებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები...


ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო საფლავებზე ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია. ხსნიდნენ, ან ადგილზე ამტვრევდნენ, ან სხვის საფლავზე გადაჰქონდათ და იქ... არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცნობადი პიროვნება იყო თუ უცნობი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შერჩევით არ ამსხვრევდნენ, უბრალოდ ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები. ჯვარი განადგურებულია ერთ-ერთ უძველეს, საუკუნის წინ გარდაცვლილის საფლავზეც, ჯვრებთან ბრძოლოს “აქციაში" მოჰყვა “მზიურის" მომღერლის ქეთი ფირცხალავას საფლავზე აღმართული ჯვარიც. ვერის სასაფლაოზე გადაღებული ეს ფოტოები მომაწოდეს, რაც ეკლესიის ქვემოთ მდებარე საფლავებისაა, ეკლესიის ზემოთაც ყოფილა ჯვრები დამსხვრეული.



როგორც ამბობენ, ეს “უცნაურად" შემოსილ-შეღებილი სუბიექტები შეუნიშნავთ იმ ღამეს ვერის სასაფლაოს მიმდებარედ, უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ერთს გავიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული ბოროტული აქცია.


პოლიციისთვის ფაქტი ცნობილია და იმედია დამნაშავეებს მიაგნებენ!" - წერს ერთერთი მოქალაქე.

.
0
240
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0