x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დასახელდა პროდუქტი, რომელიც ქალბატონების უმეტესობაში კიბოს იწვევს
როგორც წესი კიბო (სიმსივნე) ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ ავლენს. სინამდვილეში, ყველა სახის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვხვდება მხოლოდ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, რაც ართულებს მკურნალობის ეფექტს და ზოგჯერ ფაქტობრივად შეუძლებელიც კია, რადგან კიბო სწორედ იმ ერთ–ერთ დაავადებათაგანია, რომელთა განკურნების გზები თუ წამალი დღემდე არ არსებობს მიუხედავად სწავლული ექიმების მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მცდელობისა.



image


საერთოდაც, რა არის სიმსივნე? (მათთვის, ვინც არ იცის)



სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია) და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).





კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).



სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.


image


დასახელდა პროდუქტი, რომელიც ქალბატონების უმეტესობაში კიბოს იწვევს




ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც 17 წელი გაგრძელდა! მკვლევართა მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რომელ პროდუქტს შეუძლია კიბოს გამოწვევა.




ექსპერიმენტში 35-დან 39 წლამდე 30 ათასი ქალი მონაწილეობდა. იყო ქალების 4 ჯგუფი:


1. ვინც კვირაში ერთხელ იღებდა წითელ ხორცს, თევზს და ფრინველს;
2. ვინც კვირაში ერთხელ ჭამდა მხოლოდ თევზს;
3. ვინც კვირაში 2-ჯერ ჭამდა თევზსა ​​და ფრინველს;
4. ვინც ჭამდა მხოლოდ წითელ ხორცს, ფრინველის და თევზის გამოკლებით.



ამდენი წლის განმავლობაში ყველა მონაცემის გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მე-4 ტიპის ქალები უფრო მეტად ავადდებიან სწორი ნაწლავის კიბოთი.




P.S. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

0
263
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0