რწყილები, ღამის ქოთანი საწოლის ქვეშ...-შუა საუკუნეების ევროპის საშინელი ჰიგიენის წესები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენი არც თუ ისე შორეული წინაპრების ცხოვრების ხარისხი იმდენად საოცრად განსხვავდებოდა დღევანდელისაგან, რომ შუა საუკუნეების მცხოვრებთა ზოგიერთმა ყოველდღიურმა ჩვევამ შეიძლება შეგვაშინოს. იმ დღეებში ჰიგიენას ოდნავ განსხვავებული წესები ჰქონდათ და იმდენად, რომ იმდროინდელი წეს-ჩვეულებები იმსახურებს საშინელებათა ფილმში განსახიერებას. წელიწადში ერთხელ აბაზანა, ბალიშში ტკიპები და საწოლის ქვეშ ღამის ქოთანი არც ისე შორეული წარსულის რეალობაა, რომელშიც შუა საუკუნეების ევროპის მცხოვრებთა უმეტესობას უწევდა ცხოვრება.
1. ტუალეტის ქაღალდის არარსებობა
ტუალეტის ქაღალდის და მისი მსგავსის საჭიროება ჩვენს გამოქვაბულის წინაპრებსაც კი ჰქონდათ... რომაელები ამისთვის ინახავდნენ საერთო ღრუბლებს ტუალეტებში, აი შუა საუკუნეების ევროპაში კი ჩვეულებრივი ხალხი მხოლოდ ხელებით და ფოთ;ებით შემოიფარგლებოდა.
2. დაუბანელი ხელები
მხოლოდ მე-18 საუკუნეში ნიდერლანდების მდიდარმა მაცხოვრებლებმა დაიწყეს ხელების დაბანა დღეში ერთხელ მაინც. მანამდე კი უბრალო მოქალაქეები დაუბანელი ხელებით ჭამდნენ, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობას სულაც არ უწყობდა ხელს.
3. წყლის ხელმეორედ გამოყენება
სუფთა წყალში დაბანა, რომელშიც მთელი ოჯახი აქამდე მთელს ოჯახს არ უბანავია, იშვიათი მოვლენა იყო. ახლა კი წარმოიდგინეთ ერთი დიდი ოჯახი...
4. დაღი ჭრილობებზე
ღია ჭრილობებს ყველაზე ხშირად მკურნალობდნენ გავარვარებული რკინის ჯოხით, რითაც ებრძოდნენ ინფექციას. ზოგჯერ, ასეთი ჩარევების შემდეგ, საჭირო იყო ხელის ამპუტაცია, მაგრამ საბედნიეროდ, ხდებოდა ისეც, რომ კანის მოწვა რეალურად ეხმარებოდა დაზარალებულებს.
5. ტანსაცმლის რეცხვა
ჩვეულებრივი იყო ტანსაცმლის გარეცხვა წელიწადში რამდენჯერმე ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. სარეცხი ფხვნილის ნაცვლად გამოიყენებოდა შარდის, ცოცხისა და მდინარის წყლის ნარევი.
6. შარდით დაბანა
შარდის გამოყენებით “ლაიფ ჰაკები" არ შემოიფარგლებოდა რეცხვის სფეროთი, არამედ გამოიყენებოდა შუა საუკუნეების კოსმეტოლოგიაშიც - ხშირად იბანდნენ კანს შარდით.
7. ღამის ქოთანი საწოლის ქვეშ
ცალკე ოთახი ტუალეტით არის განმანათლებლური ეპოქის იდეა. შუა საუკუნეებში ღამის ქოთანი დიდი ფუფუნება იყო. ისინი ჩვეულებრივ ინახებოდა საწოლის ქვეშ, დროდადრო შიგთავსს პირდაპირ ფანჯრიდან ასხამდნენ.
8. ბინძური იატაკი
თიხის იატაკი, ჩალით გაჟღენთილი და ნამსხვრევების ფენებით უხვად განაყოფიერებული, ისეთივე ყოველდღიური თემაა შუა საუკუნეების მკვიდრისთვის, როგორც პარკეტი ან ლამინატი ჩვენთვის.
9. რწყილები და ტკიპები საწოლში
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, სადამ ყველა სახლში არ მოეწყო ერთგვარი სამრეცხაოები, ყველა მცხოვრები იყო ღამით მწერების მსხვერპლი.
10. ყვავილოვანი კომუფლაჟი
საშინელი სუნის შესანიღბად მხოლოდ პარფიუმერია გამოიყენებოდა, რომელსაც უხვად ასხამდნენ ცხიმიან ზეწრებზე, ტანსაცმელზე და საერთოდ ყველაფერს, რაც რამდენიმე თვეზე მეტი არ იყო გაწმენდილი.
11. ვარცხნილობები
ბატის ცხიმით თმის ვარცხნილობა იმ დღეებში ძალიან პოპულარული იყო და სხვადასხვა სახის პარაზიტები შესანიშნავად გრძნობდნენ თავს ამ მკვებავ ნიადაგზე.