x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა მუსიკას უსმენენ ქვეყნის პირველი პირები.

imageსამწუხაროთ ვერაფრით ვერ დავადგინე რას უსმენს ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ინფორმაციას ვერსად მივაკვლიე, პირველი ლედი, ქალბატონი სანდრა რულოვსი კი ინგლისელი პოპ-როკ მომღერლის Sting-ის ფანია.ვერც ახლახან ხელისუფლებაში მოსული ბიძინა ივანიშვილის მუსიკალური გემოვნება დავადგინე.(იმედია მომავალში გავიგებთ).რაც შეეხება სხვა ქვეყნების პირველ პირებს.ავიღოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი -რუსეთი.ვლადიმერ პუტინის საყვარელი ჯგუფია "Любэ"(ვინც ახლოს იცნობს ამ ჯგუფის შემოქმედებას არც უნდა გაუკვირდეს.), ამის გარდა თურმე უსმენს ჯაზს და კლასიკურ მუსიკას-ჩაიკოვსკის, მოცარტს და ლისტს. რაც შეეხება დიმიტრი მედვედევს- იგი კლასიკური ჰარდ-როკის მოყვარულია.მის კოლექციაში არის სრული დისკოგრაფია ჯგუფების-Deep purple, led zeppelin და black sabbath-ის, ამის გარდა თანამედროვე System of a Down-ზე და Linkin Park-ზეც არ ამბობს უარს. ახლა უკრაინაში გადავინაცვლოთ.-ვიქტორ იუშენკო თურმე უკრაინელ მომღერალ ვლადიმირ ივასუკს უსმენს, ხოლო იულია ტიმოშენკოს imageსაყვარელი შემსრულებლები ალა პუგაჩოვა, ვლადიმერ ლეონტიევი და სოფია როტარუ ყოფილა.ამის გარდა უსმენს Boney M-ს და The Beatles. ა.შ.შ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოულის, ბლუზის და ჯაზის მოყვარულია.იგი ბავშვობიდანვე stevie wonder-ის ფანია. ამის გარდა ძალიან უყვარს მაილს დევისი, ჯონ კოლტრეინი და სტივ რეი ვოუგანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ინდი-როკის მოყვარულია, მისი საყვარელი ჯგუფებია-The Killers, The Smiths, Radiohead, Pulp, Blur, აგრეთვე Bob Dylan-ი.გერმანიის კანცლერი ქალბატონი ანგელა მერკერი საკმაოდ ფართო დიაპაზონის მელომანი გამოდგა. უყვარს კლასიკური მუსიკა, ყოველწლიურად ესწრება ვაგნერის ფესტივალს, მისი საყვარელი კომპოზიტორია გუსტავ მალერი, ამის გარდა ჰყავს ფავორიტი გერმანული ჯგუფი Karat-ი, აგრეთვე უსმენს პროგრესულ როკს და The Beatles-ს.საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კი კლასიკური როკის მოყვარულია და პირველ რიგში ფრანგი ჯონი ჰოლიდეის სიმღერებით ტკბება.

1
593
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
593
  
0 1 1