x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
14 წლის მოზარდმა ტრანსგენდერმა მოიკლა თავი მას შემდეგ, როდესაც განაცხადა, რომ აღარ სურდა იყოს გოგო
image

დამწუხრებული დედა ყვება, როგორ მოიკლა თავი მისმა 14 წლის ტრანსგენდერმა შვილმა მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს გენდერის დადასტუერებაზე.


ნოი ო'ბრაიენი, რომელიც გოგონად დაიბადა, სახელად ლილი, ამ წლის იანვარში გარდაიცვალა. 14 წლის მოზარდმა მშობლებს წერილი მისწერა ექვსი თვით ადრე, სანამ მათთან აღიარებდა, რომ ის ბიჭი იყო.


ნოის დედამ ლორენმა ABC-ს მოუთხრო შვილის დაღუპვის შესახებ, მისი ქალიშვილი არდადეგების შემდეგ ახალი გენდერული იდენტობით სკოლაში დაბრუნებაზე წუხდა.



”ჩემმა ქმარმა ბავშვს გულის და სუნთქვითი მასაჟები ჩაუტარა, გამოძახების შემდეგ დაახლოებით ოთხი წუთში სასწრაფო და პოლიციაც ერთდორულად მოვიდა, გადაიყვანეს ვესტმიდის საავადმყოფოში, სადაც მან დილის ექვს საათამდე იცოცხლა, ” - თქვა მან.


„ეს მოხდა დაახლოებით ღამის 11 საათზე. ასე რომ, შვიდი საათი გვქონდა დრო გამოსამშვიდობებლად“.


ქალბატონმა ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ როდესაც ნოიმ პირველად თქვა თავისი ახალი გენდერული იდენტობის შესახებ, მან ეგონა, რომ მასზე ზეგავლენა მოახდინა მეგობარმა ან ვინმეს სხვამ ინტერნეტიდან.


”მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო აშკარა იყო, არა, ეს ნამდვილად მხოლოდ ის (ბიჭი) სურდა რომ ყოფილიყო” - განუცხადა მან გადაცემას.


ნოიმ დაიწყო კვების შეზღუდვა, რათა სქესობრივი მომწიფების პერიოდი გაეხანგრძლივებინა.


ის გადაიყვანეს ვესტმიდის ბავშვთა საავადმყოფოში, სიდნეის დასავლეთში, საიდანაც გამოწერეს ერთი დღის შემდეგ გენდერული მხარდაჭერის მოძიების რეკომენდაციით.


ქალბატონი ო'ბრაიენი მივიდა თავის ექიმთან, რათა მიეღო მიმართვა, მაგრამ ვერ გააცნობიერა, რომ ბავშვს რიგის ბოლოში მოაქცევდნენ, რადგან სწორედ ამ ასაკში ეწყებოდა სქესობრივი მომწიფება.




ნოეს ბებიამ, როუზ მარშმა გადაცემას განუცხადა: „ლორენი რეკავდა, დადიოდა ექიმებთან, ყველგან ცდილობდა დახმარებას, მაგრამ თითქმის ყველამ ცხვირწინ კარი მიუხურა. მის თხოვნას დახმარებაზე არავინ უპასუხა“.


ნოის მკურნალობდნენ ანორექსიაზე ვესტმიდის ბავშვთა საავადმყოფოში, როდესაც იგი მოინახულა სოციალური მუშაკმა, რომელმაც შესთავაზა, რომ იგი უნდა გაესინჯა პერსონალს, რომელიც დაეხმარებოდა მას გენდერულ დისფორიის გადატანაში.

image

მაგრამ ეს მოთხოვნა უკუაგდო კლინიკის უფროსმა მედპერსონალმა, რომელმაც განაცხადეს, რომ ექიმებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მის ანორექსიასთან გამკლავებაზე.


The Four Corners იტყობინება, რომ ნოის მიმართებაში "საავადმყოფომ ფაქტობრივად უარყო მასზე სპეციალიზებული გენდერული მხარდაჭერა".

image

ნოის სულ უფრო და უფრო მეტად აწუხებდა სკოლაში დაბრუნება არდადაგების შემდეგ, როგორ მიიღებდნენ მას ახალი გენდერული ინდეტობით.


"ვგრძნობ, რომ მას არ მიუღია არავითარი დახმარება ან მხარდაჭერა ამ გარდატეხის ასაკში, რათა ის გამხდარიყო ბიჭი”, - დასძინა ბებიამ.


”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ლორენმა გააკეთა რაც შეეძლო, იმაზე მეტი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ მივიღეთ ისეთი დახმარება, რომელიც ამ საქმეს უშველიდა.”


ვესტმიდის ბავშვთა საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს Four Corners-თან რაიმე კომენტარზე, მათ მხოლოდ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც გამოხატეს თავიანთი ღრმა მწუხარება ნოის ოჯახის მიმართ.


0
339
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0