სხვა 8 შოკისმომგვრელი ფაქტი ცნობილი ადამიანების სექ@უალური უცნაურობების შესახებ 2023, 11 ივლისი, 13:54 თუკი ფიქრობთ რომ სექს-სკანდალებში გახვეული მხოლოდ პოპ- ვარსკვლავები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები არიან ძალიანაც ცდებით. გარწმუნებთ ადამიანები, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი წარუშლელი კვალი დატოვეს, არც ისეთი უცოდველები იყვნენ.1. მოცარტიკაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი ექსკრემენტებზე გიჟდებოდა. ვოლფგანგ ამადეუსს 600-მდე მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად, საკუთარი ბიძაშვილის სახელზე მიწერილი არაერთი წერილიც ეკუთვნის, სადაც ის საკმაოდ გულახდილად აღიარებდა რომ ოცნებობდა გოგონას მისთვის "სახეზე მოესაქმა". გარდა იმისა, რომ ამ ახალგაზრდა გენიოსმა მსოფლიოს "ღამის პატარა სერენადა", "მე-40 სიმფონია" და, რაღა თქმა უნდა, "რეკვიემი" აჩუქა, მან ასევე შექმნა ნაწარმოები, რომელიც "Leck mir den Arsch fein recht schön sauber"-ის სახელით არის ცნობილი (და გერმანულიდან ითარგმნება როგორც - "უკანალი გამომლოკე ლამაზად და სუფთად").2. განდიადვილია იყო ღარიბი, თუმცა რამდენად მარტივია ამასთან ერთად უბიწობაც შეინარჩუნო? განდის ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, ტრაგედია მოხდა: იმ მომენტში, როდესაც მას ცოლთან სექსუალური აქტი ჰქონდა, მამამისი გვერდით ოთახში სიკვდილს ებრძოდა. განდის აზრით, მამამისის სული ამქვეყნიდან სწორედ მისი, ორგაზმის მომენტში გაფრინდა. ამის შემდეგ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა ასკეტიზმის პრინციპების მკაცრად დაცვა ანუ ფაქტიურად - სიღარიბეში ცხოვრება გადაწყვიტა, უარი თქვა საერთოდ სექსუალურ კავშირზე და საკუთარი კარმის ცუდი ფიქრებით დაბინძურებაზე. მაჰათმა თავის უქორწინობის აღთქმაში ყველაზე უჩვეულო გზით ვარჯიშობდა: ის ისეთი სავარჯიშოების კომპლექსს იყენებდა რომ შიშველი მოცეკვავე ქალის შემხედვარე სექსუალური აღგზნება არ განეცადა.3. ჯეიმს ჯოისიXX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ირლანდიელ მწერალსა და პოეტს არატრადიციული სექსი ძალიან უყვარდა, არა იმ გაგებით რომ მას თავისივე სქესის წარმომადენელთან სექსუალური კავშირის დამყარება მოსწონდა, არა, უბრალოდ მას "ამ" დროს დიდ სიამოვნებას სწორედ აირების გამოყოფა ანიჭებდა. მივლინებაში მყოფ ჯოისს თავისი მეუღლე, ნორასთვის გრძელი და გულწრფელი წერილების წერა განსაკუთრებით ხიბლავდა, რომ არა ეს წერილები, ალბათ, კაცობრიობა ვერასოდეს გაიგებდა რომ ლიტერატურის კლასიკოსს "მსუქან ბარძაყებს შორის ნორას ძლიერად ....... და მის სახეში აირების მძლავრად გაშვება" ყველაზე მეტად ანიჭებდა სიამოვნებას, ასე რომ თუკი ოდესმე ჯოისის ნაწარმოებების მიხედვით ესსეს დაწერა მოგიწევთ, ხმამაღლა ნუ გადაიკისკისებთ.4. ჟან-ჟაკ რუსომე-18 საუკუნის უდიდესი ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ავტობიოგრაფიიდან ვგებულობთ - იმისთვის რომ მისი დიდებულება სექსუალურად აღგზნებულიყო ის ჯერ ვინმეს კარად უნდა გაეწკეპლა. "მას, ვისაც უყვარს კარგად სჯის", - წერდა ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც და პოლიტიკურმა იდეებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში, პირდაპირი დემოკრატიის მმართველობის სისტემის გამომგონებელი ასევე იმასაც აღიარებდა, რომ ამ უცნაურ თავისებურებას საფუძველი სწორედ მისმა აღმზრდელმა ჩაუყარა, რომელიც მას ბავშვობაში ნებისმიერი უმნიშვნელო შეცდომისთვისაც კი სცემდა.5. ბენჯამინ ფრანკლინი100-დოლარიან კუპიურაზე სამუდამოდ აღბეჭდილი პოლიტიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე ხანდაზმულ ქალბატონებთან ერთად ერთობოდა, დიახ, ნამდვილ ჭარმაგ მოხუცებთან. საყვარლებად ის ყოველთვის თავისზე 20-30 ან თუნდაც 40 წლით უფროსს ქალებს ირჩევდა. მაშ, რატომ ირჩევდა ფრანკლინი საყვარლებად ხანდაზმულებს, მაშინ როდესაც თავად ქორწინების ინსტიტუტის გულმხურვალე დამცველი იყო? რადგანაც, როგორც ის თავის მეგობარს წერილში წერდა: "მათ მეტი გამოცდილება აქვთ, უფრო გონიერები და თავშეკავებულები არიან, უკეთესად ინახავენ საიდუმლოს, და თან არც მრუშობის ეჭვს აღძრავენ. რაც შეეხება იმას, რაც ქამრის ქვემოთაა – მაგით შენ ახალგაზრდას ხანდაზმულისგან ვერასოდეს გაარჩევ".6. ალბერტ აინშტაინიდა უნდა ითქვას რომ ამ სიაში ალბათ, ყველაზე უმანკო სწორედ "ფარდობითობის თეორიის" ავტორი გახლავთ, მე-20 საუკუნის უდიდესს გონებას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მეცნიერება და მხოლოდ მეცნიერება უყვარდა, მის შემდეგ კი მოდიოდა - ყველაფერი ის, რაც მოძრაობდა და რასაც ქვედაბოლო ეცვა. ის ორჯერ გახლდათ დაქორწინებული (ერთხელ თავის ბიძაშვილზე) და ორივე ცოლს ის ღიად ღალატობდა, თუმცა მის დასაცავად ისიც უნდა ითქვას, რომ აინშტაინმა პირველ მეუღლეს სიაც კი წარუდგინა, რომელშიც იყო პუნქტი იმის შესახებ რომ მისგან მას არც "ინტიმური ურთიერთობის და არც ერთგულების" იმედი არ უნდა ჰქონოდა, სანამ მეცნიერი თავის ბიძაშვილ ელზაზე დაქორწინდებოდა, მან ცოლად ლამის მისი 22 წლის ქალიშვილი შეირთო, რომელსაც მოჰყვა ურთიერთობა მდივანთან, შინამოსამსახურესთან, შემდეგ კი... ნუ ალბათ, თავადაც მიხვდით, რომ მეცნიერი თავისი "ფარდობითობის თეორიის" დამტკიცებას ყველაზე ბანალური საშუალებით ცდილობდა. რამდენი ქალის გამოყენება შეეძლო მას მარადისობასთან მიმართებაში.7. კალიგულაცნობილია, რომ სწორედ კალიგულასთან ერთად დაიწყო რომის იმპერიის საბოლოო დაცემაც. გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსის სახელით დაბადებულმა კალიგულამ თავისი ხანმოკლე, მაგრამ ძალიან მხიარული მმართველობის პერიოდში საიმპერატორო სასახლის ბორდელად ქცევაც კი მოასწრო. ყველა მსურველს იქ სენატორების ცოლები და მათი ქალიშვილები ემსახურებოდნენ, ფული კი ხაზინაში მიდიოდა. ამ ყოველივეს ფონზე საკუთარ დასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებაც კი რაღაცნაირად ფერმკრთალდება და უინტერესო ხდება.8. მარკიზ დე სადიდა ბოლოს, ამ სიის გვირგვინი. ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი - დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი აბსოლუტური თავისუფლების მქადაგებელი გახლდათ, რომელიც არა თუ ზნეობით, რელიგიით ან კანონებით, არამედ მხოლოდ ინდივიდის მისწრაფებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლებოდა. იმ დროს, როდესაც მუხლის ჩვენებაც კი უზნეობის გამოვლინებად ითვლებოდა, მარკიზ დე სადი ისეთ თემებზე წერდა, რომ დღესაც კი თანამედროვე ადამიანს თმა ყალზე უდგება. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ის საბოლოოდ ციხეში, ხოლო როგორც კი მან დილეგი დატოვა, მარკიზმა თავის ციხესიმაგრეში გარყვნილების სავანე მოაწყო, სადაც თავისი სიამოვნებისთვის ორივე სქესის სექსუალური მონები დაასახლა.ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გატარებული 32 წლის შემდეგ, მარკიზ დე სადმა მსოფლიოს "სადიზმის" ტერმინი უსახსოვრა, რაც სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და "სექსუალურ აღგზნებას" გულისხმობს. დე სადი თვლიდა, რომ საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება მხოლოდ ვინმეს მსუბუქი გაშოლტვით იყო შესაძლებელი.322 შეფასება არ არის |