x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ ცდილობდა კგბ ნოდარ მგალობლიშვილის აგენტად გადაბირებას

image
"ახალგაზრდობაში ასეთი რამ შემემთხვა: მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში ხშირად ვიკრიბებოდით მსახიობები და გულღიად ვსაუბრობდით... ერთხელაც „ბედი ქართლისა” გავარჩიეთ, იყო თუ არა მართალი მეფე ერეკლე. ფოიეში ბევრი ხალხი ტრიალებდა. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი. როგორც ჩანს, ვიღაცამ „კაგებეში” დაგვასმინა და რამდენიმე მსახიობი ცალ-ცალკე დაგვიბარეს. მაშინ უკვე ცოლ-შვილი მყავდა… საათ-ნახევარი მოსაცდელში მალოდინეს, შემდეგ კაბინეტში შემიყვანეს. ერთი წითური მამაკაცი თავაუღებლად წერდა რაღაცას. სალამზე არც მიპასუხა. 15 წუთის შემდეგ ამომხედა – ცალთვალა იყო. სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი მკითხა.


-ნოდარ მგალობლიშვილი, ვმუშაობ მარჯანიშვილის თეატრში. კიდევ რა შეკითხვა გაქვთ?..


-რა თემაზე საუბრობთ ფოიეში?


ამ სიტყვებით ყველაფერი გაცხადდა.



ასე ვუპასუხე: ერეკლე მეფე იმიტომ იყო იმ მდგომარეობაში, რომ ადამიანებმა ვერ გაუგეს და თუ ბარათაშვილზე მეკითხებით, „ბედი ქართლისა” რატომ დაწერა, ამდენი არ ვიცი, ჯობია, ფილოლოგები მოიწვიოთ-მეთქი.


იცით, იცით, თქვენ ყველაფერი იცით! – დაბეჯითებით მითხრა. ძალიან ბევრი აზრია ამ პრობლემაზე და თქვენი აზრი მაინტერესებს: შეცდა ერეკლე? თქვენ როგორ გგონიათ? რაც მგონია, ეს მე ვიცი, თქვენ გეკითხებით. რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვიტყვი. ვინც შეცდა და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა, ყველაფერი იმის ბრალია, – მივუგე და დავძინე, აწი რაც გინდათ, ის ქენით, მეტს არაფერს ვიტყვი-მეთქი.


ამის შემდეგ „კაგებეს” ჩინოსანი მორიგ თემაზე გადავიდა. ჩემი სოციალური ყოფის სურათი დამიხატა, რომელიც წინასწარ ჰქონდა შესწავლილი. კუთვნილი ხელფასის ოდენობაც გამომკითხა და მითხრა: კიდევ მეტი გექნებათ, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ: მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში უკვე ყველაფერი კარგადაა. ამ რეჟიმს ბევრი მტერი ჰყავს, დაცვა სჭირდება. თუ ვინმე რამეს იტყვის, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, მობრძანდეთ და მოგვახსენოთ. ანუ, ამ „სიტყვიერ პაექრობაში” თანამშრომლობაც შემომთავაზა. წამოვდექი. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, თუ შეიძლება, წავალ-მეთქი. – მოითმინეთ ერთი წუთით, მე შემოგთავაზეთ, პასუხს ველი! – მითხრა გამკაცრებული ტონით. მაგას არ გავაკეთებ! – მივუგე კატეგორიულად. ზარი დარეკა და ბრძანა, გაიყვანეთო. გამოვიარეთ კორიდორები, რომელთა გასწვრივ ოთახები იყო განთავსებული. ვიფიქრე, ახლა მტაცებენ ხელს–მეთქი... გასასვლელში ის ორგანოს მუშაკი შემხვდა, ვინც პირველად მიმიღო. რომ დამინახა, თავი გააქნია – თითქოს თანაგრძნობა გამოხატა ამით.(ნოდარ მგალობლიშვილის დღიურიდან)



დღეს, 11 ივლისს (1931წ.)დაიბადა ქართული თეატრის და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი(თუმცა ოფიციალურად მითითებულია 15 ივლისი)


1954-1959წწ. და 1963-1967წწ. იყო კოტე მარჯანიშვილის, 1959-1963წწ. სანკულტურის, 1967-1975წწ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობი; 1970-1972წწ. რუსთავის თეატრის დირექტორი; 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.



ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში".


კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. ("საბუდარელი ჭაბუკი"-გოგიტას მეზობელი)კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა.

image

ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და სხვ. 1976 წელს უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი გახდა (ი. კატონას "ბანკ-ბანში" ოტოს როლისთვის). არის საქართველოს სსრ0ს დამსახურებული და სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენზე უარი თქვა და შევარდნაძეს უკან დაუბრუნა.


მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

2
407
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
407
  
2023, 11 ივლისი, 22:53
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 11 ივლისი, 16:08
ღირსების ორდენზე უარი თქვა და შევარდნაძეს უკან დაუბრუნა,
მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

ღირსების ორდენი მას გადასცეს როცა შევარდნაძე უკვე დამოუკიდებელი დემოკრატიული საქარტველოს პრეზიდენტი იყო. ე. ი. რა გამოდის როცა კგბ ში დაიბარეს მაშინ ღირსებაც ქონდა და არც გაჭირვებაში ცხოვრობდა? საქართველოს სსრის დამსახურებული და სახალხო არტისტიც ყოფილა.
0 1 2