ფოტოგრაფია იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ! (ნაწილი 3) 2023, 11 ივლისი, 11:01 
თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.
სოფი ლორენი სარეკლამო კამპანიაში, 1955 წელი
1950-იან წლებში საზოგადოება ვიკი დუგანით იყო აღფრთოვანებული. ეს მოდელი იმით გახდა ცნობილი რომ ყოველთვის ატარებდა კაბებს ულტრა ღია ზურგით. სხვათა შორის, სწორედ ის გახდა ჯესიკა რებიტის პროტოტიპი ანიმაციურ ფილმში "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი"
გულწრფელი შოკი ესპანელი მონაზვნების სახეებზე, როდესაც მათ პირველად დაინახეს გოგონები ბიკინით, ბარსელონა, 1965 წელი
ალ კაპონეს ციხის საკანი, 1929 წელი

კატის ხორცის გამყიდველი, ლონდონი, 1933 წელი

129 წლის ინდიელი მხედართმთავარი ჯონ სმიტი, იგივე "Gaa-binagwiiyaas"-ი, ამერიკა, 1914 წელი

ციყვის დაკრძალვა, 1850 წელი
შვედი მსახიობი ევა ოლინი, 1960-იანი წლების ბოლო

პისტოლეტი "Chicago Firearms", ამერიკა, 1890 წელი

რომის პაპი იოანე პავლე II თურქ ტერორისტს მეჰმედ ალი აგჯასთან საუბრისას, რომელმაც მას 1983 წელს ესროლა. პაპის მკვლელობის მცდელობისთვის აგჯას 30 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თურქეთის მოქალქე რომის პაპს თავს 1981 წლის 13 მაისს, დღის 5 საათზე, რომის წმინდა პეტრეს მოედანზე დაესხა და "ბრაუნინგის" ტიპის პისტოლეტით ორი ჭრილობა მიაყენა, პაპს ორი ტყვია მუცელში მოხვდა, დაუზიანდა მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი
ჩიტის ბარტყები ოფიცრის სიგარაზე, 1918 წელი

ზოოპარკის თანამშრომელი პინგვინს შხაპის მიღებაში ეხმარება, 1930 წელი

ალფრედ ჰიჩკოკი "ბიტლების" იმიჯით, 1964 წელი

ოცდაორი სტუდენტი სატელეფონო ჯიხურში მოთავსდა და ამით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, 1959 წელი

პაბლო პიკასო მეზღვაური პოპაის იმიჯით, 1957 წელი

სიკიმელი ქალი ზურგით ბრიტანელ ვაჭარს ატარებს, დასავლეთ ბენგალი, 1903 წელი

დედოფალი ელისაბედ II ავტომობილის საჭესთან პრინც ჩარლზთან და პრინცესა ანასთან ერთად, 1957 წელი

არარეკომენდებულ შემსრულებელთა სია, სსრკ
თქვენ წინაშეა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ბოლო ვერტმფრენზე მოხვედრის სურვილით აღტყინებული ვიეტნამელ მამაკაცს სახეში მუშტს ურტყამს, რომელიც ასევე ცდილობს იქ მოხვედრას, ფოტოზე გახლავთ აღბეჭდილი სწორედ ის მომენტი, როდესაც ვერტმფრენი საიგონში ევაკუაციის დროს აშშ-ს საელჩოს ტოვებს, 1975 წელი
|