x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
ანეკდოტები პუტინზე, თავად რუსების მიერ შეთხზული
image

***ირანში ვიზიტის ფარული მნიშვნელობა: პუტინი ეწვია რუსეთის მომავალს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ნახა რა გველოდება.


***ამერიკელებმა უკვე დაიწყეს კითხვების დასმა: „რაღად უნდა აშშ-ს პრეზიდენტი, თუ ბენზინისა და ძეხვის ფასებს პუტინი ადგენს?"


***- მთელი პრობლემა იმაშია, რომ პუტინი არ სვამს. აი ელცინი კი სვამდა - და რუსეთი დემოკრატიული იყო. მედვედევი აქა იქ სვამდა - და იყო დათბობა. უი მართლა, მიშუსტინი სვამს?


- როგორც ჩანს, არა.

- მორჩა, დაიღუპა ქვეყანა.



***პუტინმა განაცხადა, რომ განახლდება მთვარის პროგრამა...

-ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ... მთვარემ რაღა დაგიშავათ?"


***შემახსენეთ, კიდევ რომელ ქვეყანაში აპატიმრებენ ტრანსპარანტისთვის "მშვიდობა მსოფლიოს. არა ომს!"?



***პუტინი მიდის მკითხავთან და ეკითხება:

- როდის მოვკვდები?

- უკრაინის ეროვნული დღესასწაულის დღეს მოკვდები! - პასუხობს მკითხავი

- როდის იქნება ეს დღე?

-როცა მოკვდები, მაშინ დადგება ეს დღე!


***პუტინმა მიიღო ნობელის პრემია დროის მანქანის შექმნისთვის - მან მოახერხა რუსეთის მეცხრამეტე საუკუნეში გადატანა.


***პუტინი ამბობს, რომ ეს ომი კი არა, ოპერაციაა. ეს, ალბათ, ისტორიაში პირველი ოპერაციაა, როდესაც პაციენტი ადგა და აქეთ ქირურგი გაკვეთა.


***პუტინი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში გააგზავნეს. მაგრამ რადგან კარგად იქცეოდა ნება დართეს დროებით მოსკოვში ჩასულიყო.

დაეშვა მოსკოვში, გაისეირნა, ბარში შევიდა, ერთი ჭიქა არაყი შეუკვეთა და ბარმენს ჰკითხა:

ყირიმი ჩვენია?

- დიახ, ყირიმი ჩვენია, - უპასუხა ბარმენმა.

- და დონბასი?

– დიახ, დონბასიც ჩვენია.

- კარგი, კიევიც ჩვენია?

- რა თქმა უნდა, ჩვენია.

პუტინმა სიამოვნებით გააჰკრა ჭიქა და შემდეგ კითხულობს:

- რამდენი უნდა გადავიხადო?

- 100 გრივნა.


***გერმანელს ჰყავს ცოლი და საყვარელი. უყვარს ცოლი.

ფრანგს ჰყავს ცოლი და საყვარელი . უყვარს საყვარელი.

ებრაელს ჰყავს ცოლი და საყვარელი . უყვარს დედა.

რუსს ჰყავს ცოლი და საყვარელი . უყვარს პუტინი...


***ყველაზე კმაყოფილები გერმანელები არიან.რადგან ჰიტლერს მალე დაივიწყეებენ.



***ჩუქჩა მიიყვანეს კონსერვების ქარხანაში:


- ტელევიზორს ვრთავ - პუტინია. რადიოს ვრთავ - პუტინია. გადავშლი გაზეთს და იქაც პუტინია. კონსერვის გახსნის მეშინია.


P.S ამინ!


image

0
647
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0