ფოტოგრაფია იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ! 2023, 9 ივლისი, 19:27
თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.
ბიკინის კონკურსი, კალიფორნია, 1986 წელი
ფრანგი ძალოსანი და 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ერნესტ კადინი საკუთარი მონაცემების პოზირებისას
ცნობილი სასტუმროს "ბურჯ ალ-არაბის" მშენებლობა, დუბაი, 1998 წელი, შენობა მოიხსენიება, როგორც "მსოფლიოს ერთადერთი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო", ის ასევე გახლავთ მესამე ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში
5 წლის ჰაროლდ უიტლსმა სმენის აპარატის დახმარებით ხმა პირველად გაიგო, 1963 წელი
ფინელი დაჯგუფების წევრები, ანტი ისოტალო და ანტი რანნანარვი დაკავებისას, 1869 წელი
მერლინ მონრო და მისი მაცივარი სასტუმრო "Beverly Carlton"-ში, 1951 წელი
რიგითი ჰერბერტ ნორმანი აშშ-ის მე-17 საჰაერო სადესანტო დივიზიიდან ტყვედ აყვანილ ვერმახტის ახალგაზრდა ჯარისკაცებს იცავს, მიუნსტერი, გერმანია, 1945 წელი
პოლ მაკარტნი ანტიგუას სანაპიროზე ოხუნჯობისას, 1970 წელი, ლინდა მაკარტნის ფოტო
ვიდეოსალონი ტორონტოში, კანადა, 1970-იანი წლები
მიმტანი ციგურებით სან-მორიცში, შვეიცარია, 1932 წელი
"მე ჩემი თვალები მივეცი." პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, 1932 წელი, აშშ
ბრიტანელი შემსრულებელი, რესლერი, კასკადიორი და ძალოსანი ჯოან როუდსი, 1952 წელი
ისრაელის გენერალი მოშე დაიანი ამერიკულ ჯარებთან ერთად ვიეტნამში, 1966 წელი
"დეიტონა-ბიჩი" 1970-იანი წლები
იოსებ სტალინის გარდაცვალების აღსანიშნავად ვაშინგტონში მდებარე რესტორანი თითოეულ სტუმარს დაწესებულების ხარჯზე ერთ თეფშ ბორშს სთავაზობს, 1953 წლის მარტი
ტომ კრუზი მსახიობ ელიზაბეთ შუსთან ერთად, რომელიც გახლდათ მისი პარტნიორი ფილმში "კოქტეილი", 1988 წელი. ტომმა გოგონა ერთ - ერთი გადაღების დროს სიკვდილისგან გადაარჩინა. ჯერ კიდევ შორეულ 1988 წელს "კოქტეილის" გადაღების დროს, ახალგაზრდა კრუზი ერთადერთი იყო, ვინც შენიშნა რომ მსახიობი აეროსცენაში გაუფრთხილებლობით ვერტმფრენის კუდის მიმართულებით გაემართა, და რადგან მფრინავმა უკანა პროპელერი დროის დაზოგვის მიზნით არ გამორთო, თვალისთვის უხილავ მბრუნავ პირებთან მიახლოება გოგონას გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა.
ტომმა გოგონას უცებ ხელი კრა და მიწაზე დააგდო, ხოლო როცა შუ მიხვდა თუ რა ემუქრებოდა, არ იცოდა მხსნელისთვის მადლობა როგორ გადაეხადა, თუმცა თავიდან ის ტომს საშინლად ეჩხუბებოდა, ხედავდა რა მის ქმედებებში უადგილო ფამილიარობას.
|