x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ცხინვალელი პოეტესა - "ვეფხისტყაოსანი დავით სოსლანის დაწერილია"
image

ცხინვალელი პოეტესა სურატ ჯიჯოითი ამტკიცებს, რომ ქართული პოეზიის საგანძურის, შოთა რუსთაველის მსოფლიოში ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ დაწერილია დავით სოსლანის მიერ, რომელიც მისივეთ მტკიცებით იყო „სოფელ რუსთაუდან, ის იყო ოსი - ცარაზონი. "



პოეტი ქალის წიგნს ჰქვია "ვინ არის პოემა "ვეფხისტყაოსანის" ნამდვილი ავტორი? - მისი პრეზენტაცია ოკუპირებული რეგიონის უნივერსიტეტში გაიმართა.


წიგნი დაიბეჭდა არა რუსეთში, არამედ თავად ოკუპირებულ რეგიონში, არა კერძო გამომცემლობის, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდითი კომიტეტის მიერ.



თავად ავტორმა წიგნის დაწერის იდეა ასე ახსნა: „ამ წიგნის დაწერის იდეა დიდი ხნის წინ მქონდა. ჩემს ნამუშევარში მინდოდა ხალხისთვის მეთქვა, რომ ლექსი „ვეფხისტყაოსანი“ სოსლანმა დაწერა – დავითმა სოფელ რუსთაუდან, ის იყო ოსი – ცარაზონი“, – ამბობს სურატ ჯიჯითი.

image


ეს მტკიცებულება მოისმინეს ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მწერლებმა, ცხინვალის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.


image


იქმნება განცდა, რომ წიგნმა არ გაიარა ცხინვალელი ისტორიკოსების რეცენზია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთავარი უნივერსიტეტის ოსური ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ჰაცირ პლიევის თქმით, ეს თემა უფრო დეტალურ კვლევას საჭიროებს. ."



შეგახსენებთ, დავით სოსლანი იყო თამარ მეფის მეორე მეუღლე, თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის „გაზრდილი“ და „თვისი“.მემატიანე მას ახასიათებს, როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს.



დავით სოსლანის წარმომავლობა დღესაც საკამათოა სამეცნიერო წრეში, დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან. ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც“.


ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, იყო ოვსეთის მეფის, ჯადრონ ცარაზონის შვილი.


დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში — კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა








ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი", რომლის მთავარი გმირები არიან როსტევანი, ავთანდილი, ტარიელი, შერმადინი, დარეჯანი და სხვები, ქართულად დაწერილია შოთა რუსთაველის მიერ XII საუკუნეში (სავარაუდოდ 1189 წ. 1212) და ითვლება მსოფლიო პოეზიის საგანძურად.


მთავარი ფოტო:შოთა რუსთაველი თამარ მეფეს მიართმევს ვეფხსიტყაოსანს-მიხაი ზიჩის ნახატი

5
308
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
308
  
2023, 11 ივლისი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 8 ივლისი, 20:27
ბატონო დიმიტრი მე თქვენი კომენტარი არ მინახავს დიდი ხნის გახსნილი მქონდა გვერდი, როცა დავწერე და დამატებას დავაჭირე მაშინ გამოჩნდა თქვენი კომენტარი,
2023, 8 ივლისი, 20:07
კი ბატონო ვეფხის ტყაოსანი დავით სოსლანმა დაწერა, მაგრამ იმდენად სძულდა ოსური ენა რომ ქართულად დაწერა. ჰა ჰა ჰა ჰა
2023, 8 ივლისი, 19:49
ოსებს "უამრავი " პოეტები ყავდათ, აი ისინიც: კოსტა,ხეთა,გუროვი და სხვები...კიდე კაი რუსთაველი ოსი იყოო რომ არ ამბობენ...
ისე იმდენად ძულებია ოსეთი ვეფხისტყაოსნის დამწერს რომ...ამდგარა და ოსურად კიარა ქართულად დაუწერრია
2023, 8 ივლისი, 19:11
" ვწერ ვინმე ოსი მელექსე სანაკოევის გვარისა" ასე ამთავრებს მგოსანი პოემას..
0 1 5