ფოტოგრაფია საბჭოთა კავშირის ქალაქების ფოტოები(ნაწილი 2) 2023, 7 ივლისი, 12:02 იყო ასეთი ქვეყანა-საბჭოთა კავშირი, ერთი დიდი ექსპერიმენტი, რომელმაც 69 წელი იარსება და შემდეგ ხუხულასავით ჩამოიშალა, ქვეყანა, რომელსაც თავის დროზე აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა "ბოროტების იმპერია" შეარქვა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის დაშლას "საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა" უწოდა. ქვეყანა, რომელიც დღესაც კამათის და განსჯის საგანია, თავის უარყოფითი თუ დადებითი ნიუანსებით, არა მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მოდით ლენინის მიერ შექმნილი"მუშურ-გლეხური სახელმწიფოს" ავკარგიანობის განსჯა სპეციალისტებს მივანდოთ, ჩვენ კი ვიმოგზაუროთ წარსულში და გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდის ეპოქა, მოდით გადავხედოთ როგორ გამოიყურებოდა მეორე მსოფლიოს შემდგომი უკიდეგანო იმპერიის ქალაქები, ეს არის აღმშენებლობის ბუმი, რა დროსაც ბევრ მოქალაქეს სჯეროდა, რომ ნათელ მომავალს აშენებდა... უფა, პირველი მაისის და მშვიდობის ქუჩების გადაკვეთა. კურგანი, კოლი მიაგოტინის ქუჩა, 1960 წ. კალინინი (ახლანდელი ტვერი), ავტოსადგური, 1970-იანი წლები. ტირასპოლი (მოლდავეთის სსრ, ახლა PMR), ბოლო გაჩერება "ინდუსტრიული ზონა", 1980-იანი წლები. წინა პლანზე არის მულტიკარი, რომელიც დამზადებულია ყოფილ გდრ-ში. სევასტოპოლი, ნახიმოვის მოედანი, 1982 წ. ლვოვი, ისტორიული ცენტრი და ჩეხოსლოვაკიური ტრამვაი, 1980-იანი წლები. გომელი, ბელარუსის სსრ .რკინიგზის სადგური, 1980-იანი წლები. იაკუტსკი, ლენინის მოედანი, 1950-1960-იანი წლები მაგნიტოგორსკი, ორჯონიკიძეს სახელობის მოედანი, 1970 წ. ლენინგრადის წარმოების ტრამვაი ქალაქში. იჟევსკი, სოცგოროდი, ფოტოზე ტრამვაი KTM-2 + KTP-2. 1960-1970-იანი წლების ფოტო. სამარყანდი (უზბეკის სსრ), რეგისტანის მოედანი, 1988 წ. ბუგულმა თათრული ასსრ, გაფიატულინის ქუჩა. კოსტრომა, საბჭოთას ქუჩა, 1950 - 1960 წწ. ნოვოსიბირსკი. სასტუმრო „ობ“, 1980 წ. ვოლგოგრადი, რკინიგზის სადგური, 1950-იანი წლების ბოლოს - 1960-იანი წლების დასაწყისი. ბრიანსკი, ლენინის გამზირი. ვორონეჟი, კინო „პროლეტარი“, 1980-იანი წლები. თბილისი, ავეჯის კომბინატი ბოლო გაჩერება-1988 ბათუმი აჭარა, 1977 წელი სმეცკის სანატორიუმი, გულრიფში, აფხაზეთი, დღეისთვის განადგურებული და გაძარცვული ქუთაისი, 1970-იანი წლები პირველი ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე540 3-ს მოსწონს
|