x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომლებიც ყველა თქვენგანმა უნდა ნახოს
სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა დარგებს და ა.შ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.






ზოგჯერ, ერთი კონკრეტული ფოტო უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ოქრო, მაგრამ საინსტერესოა, როგორი უნდა იყოს ის რომ ასეთი ძვირფასი მეტალის ფასი გადაწონოს? არაფერი ჯადოსნობა, უბრალოდ ფოტოგრაფმა ძალიან უნდა მოინდომოს ან ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ საჭირო დროსა და მომენტში აღბეჭდოს ის განუმეორებელი და წარმოუდგენელი მომენტი. მარტივი სათქმელია, მაგრამ შესრულება ძნელი.





ძნელი წარმოსადგენია რამდენ საიდუმლოს მალავს ისტორია ჩვენგან და უკიდურესად იშვიათია, რომ არსებობს საიდუმლოების ფარდის ოდნავ გახსნის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.



უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომლებიც ყველა თქვენგანმა უნდა ნახოს




1. ბელგიელი მეშახტეები შახტაში ჩასვლამდე. 1900 წელი.image




2. არნოლდ შვარცენეგერი ბავშვობაში.image




3. ასეთი იყო ბავშვთან ერთად ფრენები 1956-იან წლებში. image




4. ქალის საცურაო კოსტიუმების ევოლუცია 1875-დან 1927 წ-მდე. image




5. პირენეი, საფრანგეთი. 1956 წელი.image




6. ავტოსკოლა. 1953 წელი.image




7. ჰოკეის პირველი მეკარე ჟაკ პლანტი 1959 წლის 1 ნოემბრის სეზონის მატჩის დროს ატარებს ატარებდა სპეციალურ ნიღაბს. image




8. ოპიუმის წვეულება. 1918 წელი.image




9. ზიგმუნდ ფროიდი და კარლ იუნგი აბანოში მეგობრებთან ერთად. 1907 წელი.image




10. ბიჭი საკუთარ ღორთან ერთად, ამერიკა, მე-20 საუკუნის დასაწყისი. image




11. საბჭოთა სამხედრო ტყვეების თავშეყრის ადგილის საჰაერო გადაღება ხარკოვის მახლობლად, უკრაინა, 1942 წელი.image




12. ჯამბაზების წყვილი. 1900 წელი. image




13. ხიდი ფორტ-როუდ-ბრიდჟის მშენებლობა, შოტლანდია, 1961 წელი. image




14. ბრაზილიის ჯუნგლეში ნაპოვნი ადამიანი მაიმუნი, 1937 წელი. image



1
170
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
170
  
2023, 15 ივლისი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1