საზოგადოება „უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია“ - სააკაშვილი 2023, 7 ივლისი, 11:27
.
უკრაინულ პრესასთან მიზეილ სააკაშვილი პირველად ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილის, ჟასმინ იასკოს მამა თავადაა. ამის შესახებ სააკაშვილმა გაზეთ „უკრაინსკაია პრავდასთვის“ გაგზავნილ წერილში ისაუბრა.. მანამდე რამდენიმე კვირის წინ ლიზა იასკომაც მიანიშნა საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში, რომ ჟასმინის მამა ეთნიკურად ქართველი ცნობილი პიროვნებაა. თუმცა, ამ დრომდე არცერთ მათგანს ამგვარი ღია და კონკრეტული განცხადება გაკეთებული არ ჰქონია.
.
„რა არის ჩემთვის უკრაინა? ეს ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩემთვის საქართველოს გადარჩენა უკრაინის გარეშე ყოველთვის წარმოუდგენელი იყო, “ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს წერილში – „მე და უკრაინა“, რომელიც „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა..
„უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად.
.
უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი – მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა. უკრაინაში ჩემი მეგობრების უმეტესი ნაწილია, ამ ბოლო დროს უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია.
.
ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე, ახლა კი საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, – წერია სააკაშვილის წერილში.
.
გუშინ კი სააკაშვილი ხაზს უსვამდა, რომ მომავალი არა იასკოსთან, არამედ სოფო ნიჟარაძესთან ესახება. პატიმარი სააკაშვილი ლიზა იასკოსთან ქორწინების პარალელურად ხაზს უსვამს, რომ მისი პირადი ცხოვრება ახლაც და მომავალშიც მხოლოდ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება და ამის მიზეზი მათი დიდი სიყვარული და მათი საერთო შვილი ალისაა.
.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიწერა.
.
, , ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი., ციხეში მოხვედრისთანავე სააკაშვილი ირწმუნებპდა, რომ მისი გეგმები ლიზა იასკოსთან ქორწინებას უკავშირდებოდა. ამ დროს მას სოფო ნიჟარაძესთან შვილი უკვე ჰყავდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა იასკოსთან ქორწინება და ამაზე საჯაროდ საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ლიზა იასკომაც იმშობიარა და სოციალურ ქსელში მიანიშნა, რომ მას შვილი ქართველი ცნობილი სახისგან ჰყავს. ამჯერად სააკაშვილს იასკოსთან ურთიერთობის დასრულებაზე საჯაროდ არ უსაუბრია, ისე განაცხადა ნიჟარაძესთან დაბრუნების თაობაზე. . იასკოზე ისე იქორწინა, სანდრა რულოვსთან ურთიერთობის დასრულებაზე განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული და თავად რულოვსმა ეს ამბავი ტელეეკრანებიდან შეიტყო. ასეა ამ შემთხვევაშიც. იასკოსთან ურთიერთობა არ დაუსრულებია და ნიჟარაძესთან ურთიერთობის დაწყებაზე საუბრობს. ციხეში შესვლისას ლიზაზე დაქორწინდა. ერთი წლის თავზე კი ისევ ნიჟარაძე გაახსენდა. .ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასიყვარულო სტატუსს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და გუშინ, საგარეჯოში განვითარებული მოვლენების ფონზე ექს- პრეზიდენტის სოციალურ აქტივობას "ტრაგიკომიკურ შოუს" უწოდებს:."რაც დღეს საგარეჯოში ხდებოდა, ნაციონალებზე ქვებით თავდასხმა და უბედურება, მაგ ფონზე, სააკაშვილის დღევანდელი სტატუსი არის ტრაგიკომიკური შოუ. მაქსიმალურად თავს ვიკავებ ხოლმე პატიმარ კაცზე, თან მის მდგომარეობაში მყოფზე არ ვწერო, მაგრამ მართლა ტრაგიკომედიაა ეს! ასე თუ აპირებს ბიძინას დამარცხებას, შორს წავა, კი!"- წერს ტელეჟურნალისტი სოციალურ ქსელში.129 შეფასება არ არის
|