x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრაზილიელმა მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი შეთხზა, რათა ბანკის კრედიტი არ დაეფარა
image

ბრაზილიელი ადვოკატი იმდენად გაერთო შოპინგით, რომ მთლიანად ამოწურა საკრედიტო ბარათის ლიმიტი...ცოტა ხანი ინაღვლა და შემდეგ მოუვიდა გენიალური იდეა, მივიდა პოლიციაში და ისეთი ისტორია შეთხზა, რომ კვენტინ ტარანტინოსაც შეშურდებოდა ფილმის სიუჟეტისთვის: მან განაცხადა, რომ გაიტაცეს და და იარაღის მუქარით აიძულეს პინ კოდის თქმა.


ერთ მშვენიერ დღეს, როდრიგო ბარსელოს დე ოლივეირა შეაჭრა მისი მშობლიური ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის მე-16 განყოფილებაში, რათა ეთქვა მძიმე დანაშაულის შესახებ. მან პოლიციას განუცხადა, რომ დღის დასაწყისში ის მშვიდად მოძრაობდა Avenida das Americas-ის გზაზე, როდესაც მოტოციკლეტებით ორი შეიარაღებული მამაკაცი მოულოდნელად მიუახლოვდა მას და აიძულა, სავაჭრო ცენტრის Barra-ს ავტოსადგომზე შეჩერბულიყო რიოს დასავლეთ ნაწილში. იქ ერთ-ერთმა მამაკაცმა წაართვა მას საკრედიტო ბარათი და საყიდლებზე წავიდა.ამ დროს კი მეორე დამნაშავეს როდრიგოსაენ იარაღი ჰქონდა მიშვერილი.მძარცველებმა ადვოკატი აიძულეს ბარათის პინ-კოდის თქმა ; მათ ბანკის თანხის მთლიანი ლიმიტი დახარჯეს - 13 ათასი რეალი (დახლოებით 7 ათას ლარამდე). ამის გარდა გამტაცებლებმა როდრიგოს წაართვეს ძვირფასი ნივთები:ტელეფონი, საფულე, საქორწინო ბეჭედი და გაუჩინარდნენ.


ამ სერიოზული ბრალდებების ფონზე, რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და პირველი, რაც მათ გააკეთეს, იყო სავაჭრო ცენტრის ვიდეოთვალთვალის კადრების შემოწმება, რათა დაედგინათ ის, ვინც იყენებდა ადვოკატის საკრედიტო ბარათს. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც ნახეს ჩანაწერზე თავად როდრიგო ბარსელოს დე ოლივეირა, რომელიც მშვიდად დადიოდა სავაჭრო ცენტრში მობილური ტელეფონით ხელში. პოლიცია შეესწრო, რომ ადვოკატი თავისი საკრედიტო ბარათით ყიდულობდა 11 სხვადასხვა მაღაზიაში, მათ შორის სუპერმარკეტში, მოტოციკლეტის აქსესუარების მაღაზიაში, ოპტიკაში ფეხსაცმლის მაღაზიაში და დიზაინერული ტანსაცმლის მაღაზიაში.


image

პოლიციაში შეტყობინების შემდეგ, ბრაზილიელმა ასევე სცადა ბანკში ყველა შესყიდვის გაუქმება, რომელიც დაფიქსირებული იყო ბანკში, რათა დაემტკიცებინა, რომ თითქოს მისი საკრედიტო ბარათი მოიპარეს. თუმცა, ბანკმა უარყო მისი მოთხოვნა;


სავაჭრო ცენტრის სათვალთვალო კადრების განხილვის შემდეგ, პოლიციამ როდრიგო ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა და გასულ პარასკევს მისი ბინა გაჩხრიკა. რა თქმა უნდა, ადვოკატის სახლში იპოვეს ყველა საქონელი, რომელიც როდრიგოს მტკიცებით, თითქოსდა ერთ-ერთმა შეიარაღებულმა ბანდიტმა იყიდა: მათ შორის იყო სპორტული ფეხსაცმელი, საცურაო საცვლები, დიზაინერული სამოსი და მოტოციკლეტის ჩაფხუტი.

image

ბრაზილიელმა, რომელიც ფაქტზე გამოიჭირეს, აღიარა, რომ მან მოიგონა ამბავი გატაცების შესახებ, მისივე თქმით ფინანსურმა სირთულეებმა აიძულა ტყუილისთის მიემართა. ახლა მას თაღლითობისა და დანაშაულის ცრუ შეტყობინების გამო სასამართლო და სასჯელი ემუქრება.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0