x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
16 უცნაური და შემაშფოთებელი ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

image
საკუთარი სხეულის შესახებ რაიმე ახლის სწავლა უსასრულოა და ის ყოველთვის საინტერესოა – მაგალითად, იცოდით, რომ ინფორმაცია ტვინში 430 კმ/სთ სიჩქარით შედის? წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:

1. ყველა ბავშვის ყბა სავსეა კბილებით და ეს ფაქტი სრულიად უვნებელია, სანამ არ გააცნობიერებთ როგორ გამოიყურება... ასე.image

2. თუ ფეხის ქუსლებში ნიორს წაისვამთ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მის გემოს პირში იგრძნობთ. ნიორში არის ნივთიერება, რომელიც აღწევს უჯრედის მემბრანაში, მოძრაობს სისხლში და აღწევს გემოვნების რეცეპტორამდე. ამრიგად, ნივრის გასინჯვა შესაძლებელია ფეხებით.

3. კუჭში არსებული მჟავა იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია დაშალოს საპარსის დანაც კი, ამ მჟავას მხოლოდ კუჭის ლორწოს აკავებს.

4. თუკი ადამიანს ძილის და ჭამის საშუალებას არ მისცემთ, ის უძილობის გამო მოკვდება და არა გამოფიტვის.

5. არსებობს სიმსივნის სახეობა, რომელსაც შეუძლია კბილების გაზრდა ქალის საკვერცხეებზე და მამაკაცის სათესლე ჯირკვლებზე.image

6. იმის გამო, რომ ადამიანი დღეში დაახლოებით 40 000 ძველი კანის უჯრედს იშორებს, მტვერი, რომელსაც სახლში ხედავთ, თქვენგან შედგება. ანუ ყოველ ჯერზე სხვის სახლში მისვლისას სხვისი კანის ათასობით უჯრედს სუნთქავთ.

7. მამაკაცებს შეუძლიათ რძის გამომუშავება და ეს ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ჩანს; მამაკაცების უმეტესობას უბრალოდ რცხვენია ამის აღიარების. მამრობითი ლაქტაცია შეიძლება გამოწვეული იყოს შიმშილით - ეს დაფიქსირდა საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებში, როდესაც ისინი პირველად გამოკვებეს რამდენიმე კვირის შიმშილის შემდეგ.

8. თავის მოკვეთის შემდეგ, უსხეულო თავი გონზე რჩება დაახლოებით 15 წამის განმავლობაში. შესაძლოა, ეს დროც კი საკმარისია იმისათვის, რომ ტვინმა გააცნობიეროს რა მოხდა.

9. იმის გამო, ევოლუციის შემდეგ განვვითარდით წელში გამართულები დავდივართ, ქალების მენჯები და სამშობიარო არხები მკვეთრად შევიწროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უწევთ გაუძლონ ყველაზე მტკივნეულ მშობიარობას პლანეტაზე.

10. თავის ტვინში არ არის ტკივილის რეცეპტორები, ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ ფხიზლად იყვნენ და მშვიდად ესაუბრონ ექიმებს, სანამ ისინი თავის ტვინის ოპერაციას ატარებენ.image

11. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ის, რაც შეიძლება შეცდომით ჩათვალოთ ცხვირიდან გამონადენად, არის ტვინის სითხე, რომელსაც ტვინი გამოყოფს წნევის დასაწევად.

12. ოპერაციისთვის მომზადებისას, თითქმის პირველი, რასაც აკეთებენ არის ჭიპის გაწმენდა, რადგან იქ 67-მდე სახის ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს.

13. ჩვენი იმუნური სისტემა ყოველთვის არ ცნობს თვალებს, როგორც სხეულის ნაწილს, ამიტომ არის მრავალი დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის და ცდილობს თვალის განადგურებას, რამაც შეიძლება ამ პროცესში ადამიანი დააბრმავოს.

14. ადამიანი სტრესის დროს უფრო მეტ ყურის ცვილს გამოიმუშავებს და ამ დროს ყმას ჩვეულებრივზე ბევრად უარესი სუნი აქვს.

15. თუ ვინმემ სახესთან დაგიცემინათ, ის მიკრობებს გიშვებთ საათში 160 კილომეტრის სიჩქარით. ხველა შედარებით არც ისე ცუდია - მხოლოდ 100 კილომეტრი საათში.

16. პლაცენტოფაგია არის პლაცენტის ჭამის პრაქტიკა, რომელიც გამოდის მშობიარობის შემდეგ. იგი ან მოხარშული ან ახალი მიირთმევა. კანადური კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 24% მშობიარობის შემდეგ ჭამდა პლაცენტას.image

0
471
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0