![სექსთან დაკვშირებული 7 ცრურწმენა და
მითი, რომლისაც წარსულში ხალხს
სჯეროდა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202307/2023070613411989693.jpg)
გასაკვირი არ არის, რომ წარსულში ინტიმური საკითხების შესახებ უამრავი მითი და ცრურწმენა არსებობდა, ზოგიერთი მათგანი იმდენად აბსურდულია, რომ იფიქრებთ: “ადამიანებს ამის მართლა სჯეროდათ?
1. ღვთაებრივი შთამომავლები
როგორც კი ადამიანებმა ღმერთები გამოიგონეს, მაშინვე გაჩნდა მითები ციური და სხვა უმაღლესი არსებების მიერ ჩასახულ ბავშვებზე. მითები, ლეგენდები, ქანდაკებები, მოზაიკა და ფრესკები მთელს მსოფლიოში გვიჩვენებენ ახალგაზრდა ნახევარღმერთებს, რომელთა მშობელიც გადაიქცა გედად, ხარად, ქარად ან წვიმად. ღმერთების ასეთ წარმოსახვით შთამომავლებს ძალიან მაღალი სტატუსი ჰქონდათ ძველ საზოგადოებაში, ამიტომ თითქმის ყველა მმართველი თუ მაღალი რანგის ქურუმი თავის მოვალეობად მიიჩნევდა მსგავსი წარმომავლობის გამოგონებას. ამასთან, ნამდვილი მამის არსებობა, თუნდაც ცოცხალი და ჯანმრთელი ყოფილიყო, ამას ხელს არ უშლიდა. ალექსანდრე მაკედონელი, მეფე ფილიპესა და მისი მეუღლის ოლიმპიას ვაჟი, მთელი ცხოვრება დაძაბულ ურთიერთობაში იყო მამასთან, თითქმის ბავშვობიდანვე ეუბნებოდა ყველას, რომ მისი მამა სხვა არავინ იყო, თუ არა თავად ზევსი, ჭექა-ქუხილი, რომელიც ერთხელ გამოეცხადა მის დედას. ![სექსთან დაკვშირებული 7 ცრურწმენა და
მითი, რომლისაც წარსულში ხალხს
სჯეროდა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202307/2023070613472489693.jpg)
2. ტყუპები სხვადასხვა მამისგან
მრავალი საუკუნის განმავლობაში, ტყუპების დაბადება რაღაც წარმოუდგენლად და მისტიკურად ითვლებოდა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ითვლებოდა, რომ ტყუპებიდან ერთი მისი მშობლების შვილი იყო, მეორე კი ღვთაების. ქმარს, რომლის ცოლსაც ტყუპები ეყოლა, არ ჰქონდა უფლება განრისხებულიყო, მაგრამ უნდა გადაეხადა მადლობა უმაღლესი ძალების მიერ გამოვლენილი პატივისთვის. აფრიკის ხალხთა უმეტესობაში, პირიქით, ტყუპები საშინელ უბედურებად ითვლებოდა. ზოგან ერთ-ერთ ბავშვს კლავდნენ, ზოგ ქვეყანაში კი ორივეს, ხშირად დედასთან ერთად. ეთნოგრაფმა რ. ჰარისმა აღწერა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ტომის მამაკაცმა ერთი სათესლე ჯირკვალი დამოუკიდებლად ამოიღო, სერიოზულად თვლიდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა ტყუპების დაბადებას. უცნაურია, მაგრამ ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად ტყუპების მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულება ევროპაშიც გამეფდა. სასულიერო პირები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კაცს მხოლოდ ერთი შვილის ჩასახვა შეუძლია და ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვის დაბადება იმის ნიშანია, რომ დედას რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი.![სექსთან დაკვშირებული 7 ცრურწმენა და
მითი, რომლისაც წარსულში ხალხს
სჯეროდა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202307/2023070614100889693.jpg)
3. ჩრდილოეთის ქარი
თითქოსდა მამაკაცის როლი შთამომავლობის გაჩენაში დამტკიცებული იყო, მაგრამ არსებობდნენ ქალბატონები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან, მაგრამ ამავე დროს ორსულად იყვნენ. ბევრ უძველეს კულტურაში არსებობს ლეგენდები, რომ ქალი ხისგან, ცხოველისგან დაორსულდა. რა შეიძლება ითქვას ძველ დროზე, თუ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ეთნოგრაფმა რ. გრეივსმა აღწერა ბერძენი გლეხების ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც ძუ ცხენს შეეძლო შეეძინა კვიცი საპირისპირო სქესის ინდივიდის გარეშე, მან უბრალოდ “წარმატებით" მიუტრიალა კუდი ჩრდილოეთის ქარს და შედეგად კვიციც ეყოლა!
4. ქალწულობა
პატარძლის სიწმინდე ქორწილის ღამეს ყოველთვის არ იყო სასურველი ფენომენი. ბევრ ხალხში, როგორებიცაა ძველ სემიტებსა და არიელებში, სისხლი სულის ჭურჭლად ითვლებოდა და მასთან კონტაქტს ერიდებოდნენ. იმისთვის, რომ ბოროტი ძალების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ და ქორწინების დასაწყისშივე არ გაენადგურებინათ მათი ბედნიერება, ქალწული ქურუმებთან მიჰყავდათ. ისინი პრობლემას სპეციალური ძვლის ან ქვის დანებით წყვეტდნენ სპეციალურ ცერემონიაზე. ხშირად, გოგონები, რომლებიც დაქორწინებას გეგმავდნენ, შემთხვევით მოგზაურთან კარგავდნენ ქალწულობას, რომელიც სოფელში დადიოდა ღამისთევის საძიებლად. ხშირად ბიჭს არც კი წარმოიდგენდა, რომ ღამის გასათევთან და თბილ საწოლთან ერთად მასპინძლები საკუთარ ქალიშვილსაც სთავაზობდნენ. ისეც ხდებოდა, “ბინძურ" საქმეს ტომის ბელადი ან უხუცესთა ჯგუფი იღებდა საკუთარ თავზე.. პირველი ღამის უფლება ამ უძველეს ტრადიციაშია დაფუძნებული.![სექსთან დაკვშირებული 7 ცრურწმენა და
მითი, რომლისაც წარსულში ხალხს
სჯეროდა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202307/2023070614204289693.jpg)
5. სპერმა, როგორც სიცოცხლის და ენერგიის წყარო
იმ ფაქტის, რომ მამაკაცის თესლი არის სასიცოცხლო ენერგიის რეზერვუარი, სჯეროდათ ათასობით წლის განმავლობაში და ჯერ კიდევ სჯერათ ზოგიერთ ადგილას. ჩინეთში და აზიის რეგიონის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ხშირი ეაკულაცია ართმევს ადამიანს ენერგიას და ჯანმრთელობას და შეიძლება გამოიწვიოს ადრეული დაბერება და სიკვდილიც კი. ამავდროულად, ქალები, რომლებიც იღებენ სპერმას, პირიქით, უფრო ჯანმრთელები და ენერგიულები ხდებიან. ამას სჯეროდათ ევროპაშიც კი, შორს დაოიზმისა და "ინისა და იანგის" ფილოსოფიისგან.
6. ბავშვის “შეკვეთის" ხერხები
დღეს მეცნიერება იქამდე მივიდა, რომ სურვილის შემთხვევაში არ არის რთული ბავშვის სქესის „შეკვეთა“. მაგრამ ირკვევა, რომ ასეთი ტექნოლოგიები არსებობდა ძველ დროში, მხოლოდ არჩევანი გაკეთდა არა გენეტიკური ინჟინერიის და ჰორმონოთერაპიის მიღწევების დახმარებით, არამედ შელოცვებისა და იმპროვიზირებული საშუალებების დახმარებით. მე-17 და მე-18 საუკუნეების შედარებით განათლებულ ევროპაში ბევრს სჯეროდა, რომ ბიჭის ჩასახვა შესაძლებელი იყო მარჯვენა სათესლე ჯირკვლის თეთრად შეღებვით, ან მარჯვენა ბარძაყზე თეთრი ლენტის შეკვრით.ეს და სხვა მრავალი ხერხები სერიოზულად იქნა განხილული ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ სამედიცინო წიგნებში.![სექსთან დაკვშირებული 7 ცრურწმენა და
მითი, რომლისაც წარსულში ხალხს
სჯეროდა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202307/2023070614261789693.jpg)
7. სიფილისის მკურნალობა ქალწულებით
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალო ბარბაროსული და სახიფათო ხერხი გამოიყენებოდა მე-17 და მე-18 საუკუნეებში. იმ დროს ევროპაში სიფილისი მძვინვარებდა, მაგრამ ვერავინ მიხვდა, როგორ გავრცელდა. მაგრამ ყველამ ნათლად დაიჭირა კავშირი "ცუდ დაავადებასა" და ამორალურ ცხოვრების წესს შორის, საიდანაც მოვიდა თერაპიის სპეციალური მეთოდები. სიფილისით დაავადებულებს აბსტინენციას უნიშნავდნენ და თუ ეს არ უშველიდა, რაც არც არის გასაკვირი, მაშინ ექიმს შეეძლო ქალწულთან სექსუალური ურთიერთობა დაენიშნა. ითვლებოდა, რომ დაავადება ცუდ გავლენას არ მოახდენდა უმწიკვლო ქალწულზე, დაავადებული მამაკაცი კი განიკურნებოდა.![სექსთან დაკვშირებული 7 ცრურწმენა და
მითი, რომლისაც წარსულში ხალხს
სჯეროდა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202307/2023070614282589693.jpg)