x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ილონ მასკი აცხადებს, როდიდან შეძლებენ ჩიპების გამოყენებას ადამიანებში
ცნობილმა მეწარმემ ილონ მასკმა გააზიარა ინფორმაცია, რომ მისმა კომპანიამ Neuralink, რომელიც ტვინისთვის ჩიპების შექმნაზე მუშაობს, FDA–გან ნებართვა უკვე მიიღო, რომ ეს ჩიპები ადამიანის ტვინში ჩანერგოს. ეს ნიშნავს, რომ ვიცით, როდის შეძლებს ხალხი ამ უნიკალური ჩიპის ტარებას და მისი პოტენციალის გამოყენებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტექნოლოგიის განვითარებაში, რომელიც მედიცინისთვის და ტვინის ინტერფეისების სფეროს ფართოდ გამოსაკვლევად ახალ შესაძლებლობებს იძლევა.


ილონ მასკის თქმით, Neuralink–ის ნეიროჩიპებს დიდი პოტენციალი აქვთ იმ ადამიანების აღსადგენად, რომელთაც მხედველობის პრობლემები და დამბლა აწუხებთ.


image

2017 წელს კომპანიამ Neuralink განაცხადი შეიტანა FDA–ში (აშშ–ში საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის მარეგულირებელი სააგენტო). თუმცა განაცხადი უარყოფილ იქნა, რადგან ჩიპები ხალხზე გამოსაყენებლად საკმარისად მზად არ იყო. დღემდე კომპანია კვლევებს მხოლოდ ცხოველებზე ატარებდა.



ნოემბერში ილონ მასკის მიერ დაარსებულმა კომპანიამ Neuralink სოციალური ქსელის Twitter საკუთარ გვერდზე გამოაცხადა, რომ ხალხთან სამუშაოს დასაწყებად მზად არიან.


image

თავის მხრივ, მასკი აცხადებს: „სანამ მოწყობილობის ადამიანში გამოყენებას დავიწყებთ, უკიდურესი სიფრთხილე გვინდა გამოვიჩინოთ და დავრწმუნდეთ, რომ საუკეთესოდ იმუშავებს. ჩვენი დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე წარვუდგინეთ FDA–ს და, დიდი ალბათობით, 6 თვის შემდეგ ადამიანებში ჩიპების ჩასმას შევძლებთ“.


2023 წლის 25 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ FDA–გან ნებართვა მიიღეს და ახლა ადამიანებზე კვლევების დაწყება შეუძლიათ.


image

პარიზში გამართულ VivaTech–ის ღონისძიებაზე მასკმა განაცხადა, რომ წელს ამ პროცედურას მოხალისე პაციენტებზე გამოცდიან. მოხალისე პაციენტების კრიტერიუმებზეც ისაუბრა.


მასკი აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა გამოიყენება ტეტრაპლეგიის მქონე პაციენტებზე, ანუ მათზე, ვინც კისრის ქვემოთ ან წელის ქვემოთ პარალიზებულია.


image

თუმცა არ აღუნიშნავს პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კვლებისთვის შეარჩევენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს

2. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

3. დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

4. პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

5. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

6. მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს

0
434
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
434