x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"ძალიან ცუდ გუნებაზეა და დაბნეულია. არ იცის, რა ქნას.„მაგრად გაუტყდა“."- ლელა კაკულია უახლესს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" პირად გვერდზე 2023 წლის 5 ივლისით დათარიღებულ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ლელა კაკულია: პრიგოჟინის ამბოხი ლუკაშენკომ კი არა, აშშ-მა შეაჩერა


უახლესი წინასწარმეტყველება. ქვეყნდება პირველად.


???? 2023 წლის 5 ივლისი, ღამის 00:07 საათი

„ის, რაც რუსეთში დღეს ხდება, ყველაფერი კოსმოსშია „დაწერილი“ და ეს მე 20 და მეტი წლის წინ აღვწერე. და კვლავ ვხედავ, რომ რუსეთის სათავეში სამხედროები მოდიან.

„ვაგნერი“ — ეს ძალიან ძლიერი ძალაა, რაც ვერ შეაფასეს რუსეთში, განსაკუთრებით, ვერ შეაფასა პუტინმა. მაგრამ „ვაგნერი“, ანუ ევგენი პრიგოჟინი, თავს კიდევ წარმოაჩენს. ხუთოსანი მოწაფესავითაა, მისთვის არაფერს ნიშნავს, ანუ არ უჭირს, შეწყვიტოს ომი და დაიწყოს ომი. და ომობანას თამაშს განაგრძობს.

აქ ამერიკა და ევროპა, დიდი ბრიტანეთი თუ სხვა წამყვანი ქვეყნები, ჩასაფრებულები არიან, და... ამერიკის ბრძანება კანონია რუსული გენერალიტეტისთვის!!!

‼️დიახ, ევგენი პრიგოჟინის სვლა მოსკოვისკენ, ანუ ამბოხი, აშშ-მა შეაჩერა!!!

საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე სრულად მორღვეული და დასუსტებული რუსეთი არ აწყობს. მიზეზი — ეს მუსლიმები არიან, რომლებიც მსოფლიოსთან დასაპირისპირებლად, ომის გამოსაცხადებლად ერთიანდებიან (ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე).

აშშ სწორედ ამავე მიზეზით აკავებს უკრაინასაც (ანუ ეთამაშება), რომ უშუალოდ მოსკოვს არ დაარტყას. დიახ, ამერიკა თავის თამაშს თამაშობს და მის სცენარში ახლა დაქცეული რუსეთი არ შედის.

ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო კი უბრალოდ მიიწერს დამსახურებას, რომ ეს მისმა მოლაპარაკებებმა გამოიღო შედეგი და „ვაგნერელები“ შეაჩერა. ის ყოველთვის იბრალებდა და ახლაც იბრალებს რაღაცებს. ისიც საკუთარ თამაშს განაგრძობს.

და არა მარტო ის: ვხედავ, რომ აშშ, ევროკავშირი და რუსეთის ანტიპუტინისტური ძალები ერთ თამაშს თამაშობენ. პუტინი შეშინებულია. მისი მომხრე ელიტა ის ელიტა არ არის, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ თამაშს გაუძლებს — ვერ გაუძლებს!

ვხედავ, პრიგოჟინს თავი აქვს წამოყოფილი და სამი დროშა ფრიალებს: ამერიკის, ევროკავშირისა და რუსეთისა.

„ვაგნერის“ შეფი ვერ იტანს პუტინს და ერთი წამითაც კი არ ენდობა. რუსეთის პრეზიდენტს სერიოზულად ეშინია პრიგოჟინისა — უკვე იცის, რისი გამკეთებელიცაა.

ვხედავ, რომ პრიგოჟინი გამარჯვებული დარჩება!

რაც შეეხება რამზან კადიროვს, ძალიან ცუდ გუნებაზეა და დაბნეულია. არ იცის, რა ქნას. ბოლო მოვლენებით მან სრულად და ცხადად იხილა ვლადიმირ პუტინის ნამდვილი სახე და, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, „მაგრად გაუტყდა“. ისეთი არ გამოდგა რუსეთის პრეზიდენტი, როგორიც ეგონა.

ჩემი საქართველო კი გადაკეტილ ზოლშია. ქართველებო, არ შეშინდეთ, არაფერიც არ გემუქრებათ! საქართველო დაიწმინდება და, როგორც ბევრჯერ ვთქვი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატიული ძალა გახდება.

აქვე მინდა შევეხო ოსი ვითომ ისტორიკოსის მიერ ახლახან აგორებულ თემას, თითქოს შოთა რუსთაველი — ეს სინამდვილეში ოსი უფლისწული დავით სოსლანი იყო და „ვეფხისტყაოსანიც“ მან დაწერა.

მეტი არაფერი ეტკინოთ ოსებს! იმას მიხედონ, რომ რუსეთის „დამსახურებით“, უკვე განადგურების პირას არიან და გადაშენდებიან კიდეც, ისევე როგორც აფსუები.

‼ ყველამ კარგად გაიგონოს და შეიგნოს: თამარ მეფეცა და დავით სოსლანიც ქართული სახეებია და არა ოსური!!! ისტორია ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას და ახლაც იტყვის. დაიმახსოვრეთ ეს.

ახლა განვმარტავ: ზეპირი მოსაზრება, თითქოს დავით სოსლანი ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მცდარია. გარდა იმისა, რომ მისი ოსობის დამადასტურებელი ისტორიული წყაროები არ არსებობს, მეც პირდაპირ ვხედავ, რომ დავითის წინაპრები ქართველები, ბაგრატიონები იყვნენ, და ის ოსი კი არა, ქართველი უფლისწული და მეფე გახლდათ. დავით სოსლანის მამაცა და დედაც ქართველები იყვნენ!

გახსოვდეთ: ჩვენ იმდენად უძველესი ერი ვართ, რომ ისტორიაც ვერ წვდება. მემატიანეთა მიერ დაწერილმა უამრავმა ფაქტმა ვერ მოაღწია დღემდე, ბევრი რამ დაიწვა და განადგურდა ურჯულოთა მიერ. არადა, საქართველოს ისტორია უფრო ღრმა არის და იმაზე მეტია, ვიდრე საკუთარ სამშობლოზე ვიცით.

ამიტომაც მოვუწოდებდი წარსულში და კვლავაც მოვუწოდებ ისტორიკოსებს:

‼ საჭიროა, მუდმივად იწერებოდეს საქართველოს ისტორია;

‼ საჭიროა ვიძიებდეთ ყველაფერ ქართულს, რაც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული;

‼ საჭიროა გადავთხაროთ მთელი საქართველო და აღმოვაჩინოთ გასაოცარი ფაქტები, რომლებიც უამრავ საიდუმლოს ინახავს;

‼ საჭიროა ყველაფერი დეტალურად აღიწეროს და მსოფლიო დონეზე გამომზეურდეს — მათ შორის, ფილმების გადაღებითაც.

ვხედავ, რომ მთავრობა დააფინანსებს ამგვარ პროექტებს. ვხედავ ისტორიის საგამოძიებო ჯგუფებს, რომელთაც მთავრობა აფინანსებს და ეხმარება ბევრ რამეში, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ არსებული ქართული მასალების მოპოვებაში.

და ქართველი ისტორიკოსების დიდი მუშაობის შედეგად, დაიწერება ნამდვილი ქართული ისტორია, ყველა წვრილმანი აღიწერება, არცერთი გმირი არ გამორჩება ისტორიკოსის, მემატიანის კალამს. ნათქვამი იქნება ყველაფერი, რაც კი მომხდარა.

ვხედავ, ნამდვილ ისტორიულ ფაქტებს ვერც ვერაფერს დააკლებენ და ვერც მოუმატებენ, ვინაიდან აქ კოსმოსის ნებით იქნება ყოველივე ნაკარნახევი.

და ამ ისტორიით საუკუნეების შემდეგაც იამაყებენ იმ დროის ქართველები."- წერს ლელა კაკულია სოციალურ ქსელში.

0
1502
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1502