x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აუცილებლად წასაკითხია" - რა პოსტს ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პოსტს ავრცელებს, სადაც ერთმორწმუნე რუსეთში მხოლოდ ნახევარი დღის განმავლობაში მომხდარი ამბების შემთხვევებს აღწერს და საზოგადოებას მათი წაკითხვისკენ მოუწოდებს. ჯანგირაშვილის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თუ რა შესანიშნავი სივრცისკენ მივისწრაფით ერთმორწმუნე რუსეთის სახით:


"დიდი ხანია “რუსკი მირის“ მიმართ გულგრილი ვარ, მაგრამ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ როგორც ბევრი, ისე მეც დღედაღამე უკრაინულ–რუსულ არხებზე ვარ შემჯდარი, რომ არაფერი გამოვტოვო. ხოდა, შესაბამისად მაგათ ყოფით კულტურაშიც ჩავღრმავდი ჩემდა უნებურად.


ერთ ტელეგრამ არხს ვათვალიერებდი ახლა (კრიმინალური პროფილის არ არის, არც მხოლოდ გასართობი. მრავალთემატურია) და მხოლოდ ბოლო ნახევარი დღის ამბები ამოგიწერეთ აქ. აუცილებლად წასაკითხია. დასავლეთი რომ გვრყვნის და რუსეთთან საერთო ტრადიციები და სულიერი ფასეულობები გვაკავშირებს, ხომ უნდა ვიცოდეთ რა შესანიშნავი სივრცისკენ მივისწრაფით:



1. ნოვოსიბირსკში მთვრალი გოგო ღამით სხვის ბინაში შეიჭრა, ტუალეტით ისარგებლა და ცოლ–ქმარს, რომელსაც ეძინა საწოლში ჩაუწვა. გაღვიძებულმა წყვილმა დიდხანს ვერ შეძლო გოგოს სახლიდან გაგდება. ის მაგიდაზე შემოჯდა და წასვლაზე უარს ამბობდა. ბოლოს ძალით გააგდეს. კიდევ დიდხანს აბრახუნებდა კარზე. ვიდეოც ახლავს ამ ამბავს.


2. ახალ მოსკოვში ადგილობრივი ტყეში სეირნობისას ხეზე ჩამოკიდებულ მუმიფიცირებულ გვამს წააწყდა. როგორც გაირკვა, მამაკაცის გვამი აქ დაახლოებით სამი წელი ეკიდა.


3. ვიდეო პეტერბურგიდან: ქალმა შუა ქუჩაში მკერდი გადაიღეღა და ძუძუები გადმოყარა ვიდეოც ახლავს ამბავს.


4. მოსკოვის სასტუმროდან ფალოიმიტატორები მოიპარეს, რომლებიც ადმინისტრატორთან იყიდებოდა. თუმცა, სტუმრებს ფულის გადახდა არ უნდოდათ და სასტუმროდან ფალოიმიტატორთან ერთად გაიპარნენ. (ვიდეოამბავი)


5. პოდმოსკოვიეში მთვრალი მძღოლი მანქანიანად შევარდა ვიტრინაში. (ვიდეოამბავი)


6. 81 წლის ბებიამ კრასნოდარიდან უბნის ინსპექტორის მოკვლა შეუკვეთა. ე.წ. ქილერმა ის მოატყუა, და “გვამის“ ტყუილი ვიდეო გაუგზავნა. რის შემდეგაც ბებო მასთან შესახვედრად და ფულის გადასაცემად წავიდა. ამ დროს აიყვანა პოლიციამ. ბინაში აღმოჩნდა 1 800 000 რუბლი, საბრძოლო მასალები და იარაღი.


7. სრულიად შიშველი გოგო კრასნოდარის ქუჩებში მისეირნობდა ჩანთაგადაკიდებული. (ვიდეო ამბავი)


8. არხანგელსკში 8–ე კლასელი გოგო პირდაპირ რაიონული ადმინისტრაციის წინ ბუჩქებში გააუპატიურეს.


9. დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მოსკოვში მძევლად აიყვანა სამი ქალი და ჩვილი ბავშვი.


10. მეშვიდე კლასელი ბიჭი მოკვდა პეტერბურგში მას შემდეგ, რაც უცნობმა მოზარდებმა ის მძიმე ალკოჰოლით დაათვრეს და სცემეს.


11. 28 წლის მამაკაცი მოსკოვის კლუბში დათვრა და შემდეგ ქალაქგარეთ სახლში გაიღვიძა, ქალის საცვალში, მუცელში მწვავე ტკივილით. გაირკვა, რომ ის გააუპატიურეს. როგორც გაირკვა, ის კლუბში გერლფრენდთან ერთად წავიდა, სადაც 4 მამაკაცი გაიცნო და მათთან ერთად მთელი ღამე სვამდა. მერე აღარაფერი ახსოვს.


12. არხანგელსკის ოლქში 15 წლის მოზარდი ბიჭი ნახევარი წელი აუპატიურებდა სამ არასრულწლოვან ბიჭს (12 და 11 წლის), და მათ მოკვლით ემუქრებოდა თუ ამ ამბავს გათქვამდნენ. ბოლოს ერთ–ერთმა ბიჭმა მოძალადე პოლიციაში დაასმინა.


ამის ზევით სქროლვა აღარ გავაგრძელე, ისედაც დავიმუხტე ამათთან საერთო კულტურულ–სულიერ სივრცეში გაერთიანების სურვილით.

P.S. ვერცერთ ნახსენებ ვიდეოს აქ ვერ გავაზიარებ, ფეისბუქი დამასანქცირებს."– წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.








0
327
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
327