სისხლის სამართალი მან სიკვდილის წინ წერილი დაწერა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებს ხსნიდა... 2023, 5 ივლისი, 16:04 ეს ისტორია 1994 წლის გაზაფხულზე მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა, რონალდ ოპუსმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა და სიკვდილის წინ, წერილი დაწერა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებს ხსნიდა. წერდა, რომ დაიღალა ახლობლების მხრიდან, პრეტენზიებით და იმით, რომ მას ვერ უგებდნენ. გარდა ამისა, მისთვის მუდმივი ფინანსური პრობლემებიც აუტანელი იყო... ამის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ფანჯრის რაფაზე ავიდა და IX სართულიდან გადახტა. სწორედ იმ დღეს, კორპუსში ფანჯრის მწმენდავები მუშაობდნენ და დაზღვევის მიზნით, VII სართულის დონეზე, ბადე გადაჭიმეს. ასე რომ, ფანჯრიდან გადმომხტარ ადამიანს ბადეზე დაცემის და გადარჩენის შანსი ჰქონდა. თუმცა... ამ მოვლენებში ბედისწერა ჩაერია და რონალდმა VIII სართულს რომ ჩაუქროლა, ფანჯრიდან ვიღაცამ თოფი ისროლა და ტყვია მას პირდაპირ თავში მოხვდა. საქმის ძიებისას გაირკვა, რომ ჩადენილი დანაშაული არაგანზრახ მკვლელობის კატეგორიაში გადიოდა, რადგან რომ არა ტყვია, ადამიანი ბადეზე დაეცემოდა და გადარჩებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელი მოხუცი მამაკაცი იყო, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ ცოლს ესროლა, მას ააცილა და ტყვია ფანჯარაში გავარდა. ამის შემდეგ, მას ბრალი ცოლზე თავდასხმის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაც წაუყენეს. მაგრამ გაირკვა, რომ ჩხუბის დროს, მას ჩვევად ჰქონდა დაუტენელი თოფის (!) აღება და ცოლის შეშინება. ეს ფაქტი ცოლმაც დაადასტურა: მას ნამდვილად უყვარდა ცარიელი თოფის სროლა. ანუ, ახალი გარემოების გათვალისწინებით, მკვლელი თოფის დამტენი გამოდიოდა. ვის შეეძლო ამის გაკეთება? გაირკვა, რომ პენსიონერ ცოლ-ქმართან მხოლოდ მათი შვილი მიდიოდა, რომელიც იმავე სადარბაზოში, მათი სახლის ზევით ცხოვრობდა. მან იცოდა, რომ გაბრაზებულ მამას დაუტენელი თოფის ჩხაკუნი უყვარდა და ის ჩუმად დატენა. შვილს იმედი ჰქონდა, რომ მამა დედას მოკლავდა და ციხეში მოხვდებოდა, საიდანაც, სავარაუდოდ, ვერასდროს გამოვიდოდა და ყველაფერი მას, მათ ერთადერთ მემკვიდრეს, დარჩებოდა. მაგრამ, ბოლო დროს, მოხუცები მშვიდად, კონფლიქტების გარეშე ცხოვრობდნენ... რადგან მისმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა, პრობლემებისგან დაღლილი რონალდი ფანჯრიდან გადახტა და ის, თოფში საკუთარი ხელით ჩადებული, ტყვიის მსხვერპლი გახდა! რ. ოპუსის თვითმკვლელობის ისტორია მოგონილი ამბავი არ არის. ის დოკუმენტურად დაფიქსირებული ფაქტია! არხის სხვა სიახლეები:* ჩვენი წინაპრები დინოზავრების გადაშენების მოწმენი იყვნენ – გამოქვეყნდა უახლესი კვლევის შედეგები* ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი* 20 რეალური ფოტო, რომელიც გაყალბებულს უფრო ჰგავს220 2-ს მოსწონს
|