x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის შეურაცხყოფას შევარჩენ ვინმეს"–ია ფარულავა და ტარიელ სუარი მეორედ დაშორდნენ ერთმანეთს
imageმსახიობი ია ფარულავა და მუსიკოსი ტარიელ სუარი ხელმეორედ დაშორდნენ ერთმანეთს, ამის შესახებ თავად ტარიელ სუარი წერს სოციალურ ქსელში.


"მეგობრებო მოხდა ისე, რომ მე და ია დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის შეურაცხყოფას შევარჩენ ვინმეს."-წერს ფესიბუქზე ტარიელ სუარი.


შეგახსენებთ, რომ ტარიელ სუარი, ია ფარულავას მეოთხე ქმარია, მისი პირველი ქმარი მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ის საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა და იქ ჟურნალისტ კრის რაიზერზე იქორწინა, თუმცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ ჩამოსულმა ბედი ლიბანელ ბიზნესმენ ფადი ასლის დაუკავშირა. ფადი და ია 2010 წელს დაშორდნენ, 2013 წელს კი მსახიობმა ფრანკფურტში მოღვაწე ქართველ გიტარისტზე, ტარიელ ხოსროშვილზე, იგივე ტარიელ სუარზე იქორწინა. ტარიელმა იას ხელი „ნიჭიერის“ სცენაზე სთხოვა. მათ ჯვარი იმავე ღამეს დაიწერეს.



თუმცა ია ფარულავა და მუსიკოსი ტარიელ სუარი სამიოდე წლის შემდეგ სკანდალურად დაშორდნენ, მაშინ იამ მიზეზად დაასახელა ტარიელის და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით.


ტარიელი და ია ისევ ერთად გამოჩდნენ პანდემიის დროს, იამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მან ყოფილ ქმართან, მუსიკოს ტარელ სუართან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.ფოტოს თან ახლავდა მოწოდება "აიცერი საქართველო".


ამის შემდეგ ია და ტარიელ სუარი სულ უფრო ხშირად ჩდებოდნენ ერთად.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0