მსოფლიო სტალინის საბედისწერო ქალები: წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული 2023, 3 ივლისი, 16:50 ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე საშინელი ზღაპარიც კი, აუცილებლად სრულდება ბედნიერი დასასრულით და სიტყვებით: "და ცხოვრობდნენ ასე ბედნიერად და ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ", მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად ხდება, და თავად იმ ადამიანთა ცხოვრებაშიც კი, რომელთა სიტყვაზეც მთელი ქვეყნის ბედია დამოკიდებული. დღეს "ერის მამაზე" იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე და მის ოჯახურ ცხოვრებაში "ბედნიერი დასასრულის" პოვნის წარუმატებელი მცდელობების შესახებ ვისაუბრებთ.ეკატერინა სვანიძე და საიდუმლო ჯვრისწერაიოსებ ჯუღაშვილის ახლო მეგობარმა, ალექსანდრე სვანიძემ, მას თავისი და, კატო გააცნო. გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი თავისი სილამაზითა და დახვეწილი მანერებით პირველივე შეხვედრისთანავე მოხიბლა. ზოგიერთი ცნობით, წყვილის გაცნობასა და ქორწილს შორის მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გასული. ოფიციალური ვერსიით, კატო საშუალო ფენის გლეხის ოჯახიდან იყო, თუმცა გავრცელებული ჭორების თანახმად, სტალინი მოგვიანებით კატოს წარმომავლობას მალავდა, რათა პარტიის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაცია არ მოეხდინა. სინამდვილეში კი ის დიდგვაროვან ქალზე იყო დაქორწინებული, რომელიც ასევე თან არც ისეთი ხელმოკლე ოჯახიდან გახლდათ.სტალინი გალიაშვილის სახელით დაქორწინდა, რადგან ძებნაში იყო. ოფიციალურად მათ ხელი არ მოუწერით, ამიტომ ეკატერინა თავის გვარზე დარჩა. გოგონა თავად ითხოვდა ჯვრისწერას, რადგან ძალიან ღვთისმოსავი იყო. ქმრის საქმიანობას კატო დიდად არ იწონებდა, თუმცა არც ეწინააღმდეგებოდა, ფაქტია რომ ყოველ საღამოს მისთვის ის ჩუმად ლოცულობდა. 1907 წელს ვაჟის გაჩენის შემდეგ კატო ატელიეში მუშაობდა, რათა ბავშვიც გამოეკვება და ქმარისთვის ციხეში ამანათებიც მიეწოდებინა. ჯუღაშვილი მაშინ მორიგი რევოლუციის მომზადების მცდელობისთვის იქნა დაკავებული. ეკატერინას ჯანმრთელობამ უმტყუნა. გოგონა ავად გახდა. ტუბერკულოზმა (ზოგიერთი ვერსიით, ფილტვების ანთებამ ან მუცლის ტიფმა) 22 წლის ქალი არ დაინდო. 1907 წლის 5 დეკემბერს გოგონა გარდაიცვალა, პატარა იაკობი მამის ანაბარა დარჩა, რომელიც ციხიდან მეუღლესთან გამოსამშვიდობებლად დროებით იყო გამოშვებული.სტალინისთვის მეუღლის სიკვდილი ნამდვილი შოკი იყო. დაკრძალვისას მან საფლავში ჩახტომაც კი სცადა, თუმცა ეს, დიდი ალბათობით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჯუღაშვილი ძებნაში იყო და პოლიციას მისი აყვანა გარდაცვლილთან გამომშვიდობების დროსაც შეეძლო, ამიტომ ის პროცესისი შემდეგ მაშინვე წავიდა, დაუტოვა რა პატარა ვაჟი აღსაზრდელად კატოს მშობლებს. თუ სტალინს ახალგაზრდა მეუღლე ისე ძალიან უყვარდა, როგორც ვარაუდობდნენ, მაშ, რატომ ერთხელ მაინც არ მოინახულა მან იაკობი?მატრენა კუზაკოვა და მისი უკანონო შვილიმეუღლის გარდაცვალების შემდეგ მომავალ ლიდერს ბევრი ქალი ჰყავდა. ცნობილია, რომ 1910-1911 წწ. ჯუღაშვილი ქალაქ სოლვიჩეგოდსკში გადასახლებაში იმყოფებოდა და მეგობრის რეკომენდაციით სახლს ქვრივისგან ქირაობდა. ქალი ოთხ შვილს მარტო ზრდიდა და იძულებული იყო რამდენიმე ოთახი ჩამოსახლებულებზე გაექირავებინა. მატრენა იოსებზე 4 წლით უფროსი გახლდათ, მას მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია გადასახლებულისგან ვაჟი გაეჩინა. ბავშვის ჩანაწერის გასაკეთებლად ქალს სოფლის მღვდელთან მისვლა მოუწია, რომელმაც მიუთითა რომ ბავშვი ერთი წლის წინ დაიბადა, როცა მისი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რევოლუციის შემდეგ კუზაკოვას სახლი შეისყიდეს და ის მუზეუმად აქციეს, ის კი შვილებთან ერთად საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდა, სადაც დიდი ბინა მიიღო. ქალს სტალინი მას შემდეგ აღარასდროს უნახავს, ის 1941 წელს ბლოკადის დროს დაიღუპა.ლიდაჩკა პერეპრიგინამ შვილი 15 წლის ასაკში გააჩინასტალინის ცხოვრებაში 1914-1916 წწ. კიდევ ერთ გადასახლებას უკავშირდება, შესაბამისად, კიდევ ერთ სასიყვარულო ურთიერთობასაც. იოსები იმ დროს უკვე 35 წლის იყო. სოფელ კურეიკაში, სადღაც კრასნოიარსკის მახლობლად, ჯუღაშვილმა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის 14 წლის ობოლი ლიდა პერეპრიგინა შეარჩია. მას შემდეგ რაც ეს ამბავი ლიდას ძმამ გაიგო მან შესაბამის ორგანოებს წერილი მისწერა, სოფელში დიდი სკანდალი ატყდა.სტალინმა დაიფიცა, რომ დაქორწინდებოდა, როცა ლიდა 16 წლის გახდებოდა, თუმცა მოიტყუა, ის გადასახლებიდან გაიქცა. ქალმა შვილი გააჩინა და საქმროს დაბრუნებას ელოდა, სანამ სამოქალაქო ომში ჯუღაშვილის გარდაცვალების შესახებ ჭორები არ გავრცელდა, მერე ლიდაც გათხოვდა. ქმარმა ბიჭს საკუთარი გვარი მისცა, მოგვიანებით კი ქალმა გაიგო, რომ სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ამ ურთიერთობაზე მას მეტი აღარ უსაუბრია. ლიდია დავიდოვა 1964 წელს გარდაიცვალა, ის ამ საიდუმლოს მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ ინახავდა. მხოლოდ 2016 წელს მისმა შვილიშვილმა იურიმ და ვასილი სტალინის ვაჟმა ალექსანდრემ დნმ-ის ტესტი გაიკეთეს - რომლის მიხედვითაც მათ შორის სისხლით ნათესაობა დადასტურდა. გენები 99, 98%-ით დაემთხვა.ნადეჟდა ალილუევამ სიცოცხლე თვითკვლელობით დაასრულანადია სტალინს 11 წლიდან იცნობდა. აღმოსავლური გარეგნობის გამხდარი ბიძია ხანდახან მამამისთან, რევოლუციონერ სერგეი ალილუევთან მიდიოდა და ღამესაც რჩებოდა. გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცოლად სწორედ მას - "ერის მამას" გაჰყვებოდა, რომელიც შემგდომ მას მთელს ცხოვრებას დაუნგრევდა. 1917 წელს მათ ცხოვრება ერთად დაიწყეს. ალილუევა 16 წლისა იყო, სტალინი კი 39-ის... რევოლუციის შემდეგ ხელმოწერა მოდურად უკვე არ ითვლებოდა, ამიტომ არავინ ჩქარობდა. ნადეჟდა პარტიაში გაწევრიანდა და მუშაობა სახალხო კომისართა საბჭოს აპარატში მდივნად დაიწყო.1919 წელს წყვილმა ხელი მაინც მოაწერა. სტალინის გვერდით ნადია ყოველთვის დაჩაგრული ჩანდა. სინამდვილეში კი, მას საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა, რის გამოც მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ. 1921 წელს ნადეჟდა პარტიიდან მორიგი წმენდის დროს გარიცხეს, თუმცა სტალინს მისთვის არ უშუამდგომლია. იმავე წელს წყვილს ვაჟი, ვასილი შეეძინა, თუმცა ნადიას სახლში ჯდომა და საოჯახო საქმეების კეთება არ სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ვასილი ბავშვთა სახლში გაგზავნეს, იოსებ სტალინს არ სურდა რომ მის ცოლს ემუშავა ან ესწავლა, თუმცა მან სამრეწველო აკადემიაში ჩაბარება მაინც მოახერხა, სადაც ცდილობდნენ რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია თუ ვინ იყო ის ან საერთოდ რა აკავშირებდა მას სტალინთან.ქალიშვილის, სვეტლანას დაბადებამ ნადეჟდას ცხოვრებაში ცოტა რამ შეცვალა. ქმრის მიმართ უკმაყოფილებამ, მუდმივმა სკანდალებმა ის იქამდე მიიყვანეს, რომ 1932 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ვალენტინა ისტომინა, მოხუცი მექალთანის უკანასკნელი სიყვარულიმოსკოვში ახლადჩასული 18 წლის სოფლელი გოგონა როგორ მოხვდა სტალინის ერთ-ერთ აგარაკზე სამუშაოდ ყველასთვის საიდუმლოდ დარჩა. ვალენტინა ჟბიჩკინა (ისტომინა ის მოგვიანებით, გათხოვების მერე გახდა) იქ თავდაუზოგავად მუშაობდა, 3 წლის შემდეგ კი ის კუნცევოში დიასახლისის პოსტზე გადაიყვანეს, თანდათან ამ ქალმა ხანდაზმულ ლიდერზე, რომელიც ბოლო წლებში ცხოვრებას კუნცევოში ამჯობინებდა დიდი გავლენა მოიპოვა. სტალინი და ჟბიჩკინა შეუმჩნევლად ისე მიეჯაჭვნენ ერთმანეთს, რომ "ერის მამამ" მოგზაურობებში მისი წაყვანაც კი დაიწყო.მან "შსსკ"-ს სერჟანტის წოდება მიიღო და იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გენერალურ მდივანთან შესვლა ნებისმიერ დროს შეეძლო. ბევრის აზრით, ვალენტინა იყო სწორედ ის, ვისაც სტალინი მთელი ცხოვრება ეძებდა. ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, დამსწრეებს შორის, გულამოსკვნით მხოლოდ ის ტიროდა მიცვალებულის ცხედართან დამხობილი.როდესაც სტალინის პიროვნების კულტი დაინგრა, ჟბიჩკინას გენერალურ მდივანთან მისი სიახლოვის მიუხედავად რეპრესიები არ შეხებია. პირიქით, 35 წლის ასაკში ის ხალხის წინაშე სპეციალური დამსახურებებისთვის პერსონალურ პენსიასაც კი იღებდა, ვალენტინას სხვაგან აღარსად უმუშავია. მას არასოდეს არავისთვის მოუყოლია სტალინის აგარაკზე ცხოვრების წლების შესახებ. ბელადის უკანასკნელი სიყვარული 1995 წელს გარდაიცვალა.სტალინის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო - მსახიობები, მომღერლები, მათ შორის იყვნენ ასევე არა მხოლოდ ახალგაზრდა გოგონები, არამედ ასაკოვანი, ზედმეტად მოაზროვნე ქალბატონებიც, რომლებსაც "მესაჭესთან" უფრო ახლოს ყოფნა სურდათ, მაგრამ თუ ისტორია მათზე ცოტას საუბრობს ანდაც საერთოდაც დუმს, ეს ნიშნავს, რომ მათ გენერალური მდივნის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებიათ.331 შეფასება არ არის |