x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მიცვალებულების გამოცხადება: რეალობა თუ ფანტაზია?
image

მრავალრიცხოვანი გამოკითხვების შედეგად 20 -დან 40%-მდე ადამიანს სჯერა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გარდაცვლილ ნათესავებთან. ნამდვილად ასეა ეს, თუ უბრალოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია?



დოქტორი კამილ ვორტმანი დიუკის უნივერსიტეტიდან იკვლევს ამ ფენომენს იმ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს ახლობელი ადამიანი."მგლოვიარე ნათესავები მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთან კონტაქტის შემდეგ სულიერ სიმშვიდეს განიცდიან, ეშინიათ ვინმეს ამის შესახებ გაუზიარონ, იმიტომ რომ მათ არანორმალურებად ჩათვლიან.ამიტომ მწირი ინფორმაციის გამო საზოგადოებას არ სჯერა საიქიო კონტაქტის"-აღნიშნავს დოქტორი.


ვორტმანმა თავის კვლევებით დაადგინა, რომ 60% ადამიანებისა, რომლებმაც დაკარგეს მეუღლე, მშობელი, შვილი, გრძნობენ მათ სიახლოვეს, ხოლო 40% მათთან კონტაქტში შედის.




თერაპია გამოცანის ამოხსნაში გვეხმარება





1995 წელს დოქოტორმა ალან ბოტკინმა შეიმუშავა თერაპია "საიქიოში მიმართული კომუნიკაცია".ერთ-ერთმა პაციენტმა შეიტყო მისი გარდაცვლილი ახლო მეგობრის აქამდე უცნობი დეტალები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მიცვალებულებთან კონტაქტი ილუზია არ არის.


ჯულია მოსბრიჯმა დაკარგა თავის მეგობარი ჯოშუა, როდესაც ის კოლეჯში სწავლობდა.ჯულიამ დაიყოლია ჯოშუა, რომ წასულიყო მასთან ერთად ცეკვებზე, ჯოშუას სხვა გეგმები ჰქონდა, გზაზე მომავალი იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მას შემდეგ ჯულიას სინდისის ქენჯნა არ ასვენებდა.


ბოტკინის თერაპიის შემდგომ აი როგორ აღწერა ჯულიამ ჯოშუას გამოცხადება:"კარში შემოვიდა, მიღიმოდა, მე უდიდესი სიხარული განვიცადე, როდესაც ის დავინახე, თან ვერ ვხვდებოდი ცხადში ხდებოდა ეს ყველაფერი თუ არა.მან მითხრა, რომ არაფერში მადანაშაულებდა, თან ჰყავდა ძაღლი და ეთამაშებოდა, შემდეგ დამემშვიდობა..გაღიმებულმა გავახილე თვალი, შემდგომ მოგვიანებით გავიგე, რომ ჯოშუას დას ჰყავდა ამავე ჯიშის ძაღლი, რომელიც მოუკვდა."


"არა აქვს მნიშვნელობა სჯერა თუ არა პაციენტს მსგავსი ფაქტები, მთავარია ის რომ, მათზე ეს განცდები დადებითად აისახება"-აცხადებს დოქტორი ბოტკინი.


image


სიმართლის ძიება კონტინენტის მასშტაბით



ცოლ-ქმარი ჯუდი და ბილი გუგენჰაიმი დიდი ხანია იკვლევენ "საიქიო კომუნიკაციას". 1988 წელს მათ 2 ათასი ადამიანი გამოკითხეს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ მიცვალებულებთან აშშ-ს 50 შტატში და კანადის 10 პროვინციაში.


თვითონ ბილის არასდროს სჯეროდა საიქიო კონტაქტის მანამდე, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცადა.მას გარდაცვლილი მამა გამოეცხადა.

აი როგორ აღწერს ბილი მომხდარ ფაქტს Afterlife TV-სთან ინტერვიუში.


საკუთარ სახლში იყო, როდესაც მოულოდნელად მოესმა ხმა:"გადი გარეთ და აუზი შეამოწმე".ბილი გავიდა გარეთ და აღმოაჩინა აუზში შესასვლელი ჭიშკარი ღია, რომელიც დაკეტა და შემდეგ აუზს გადახედა, იქ მისი 2 წლის შვილი განძრევლად იწვა წყალში.


საბედნიეროდ მამამ დროზე მიასწრო და ბავშვი გადარჩა.


იმავე ხმამ, რომელმაც ბილის მცირეწლოვანი შვილი გადაარჩინა, ურჩია ბილის გამოიკვლიოს მიცვალებულებთან კონტაქტის ფენომენი.


გუგენჰაიმი დარწმუნებული იყო, კაცს რომელსაც არავითარი სამეცნიერო განათლება არ ჰქონდა დ უბრალო ბროკერი იყო, არავინ დაუჯერებდა.


თუმცა საბოლოოდ მაინც გამოვიდა ცოლთან ერთად დაწერილი წიგნი:"გზავნილი საიქიოდან."



"ასი სიცოცხლის შემთხვევა სიკვდილის შემდეგ"




1944 წელს ბერნანდ აკერმანმა თავის წიგნში "ასი სიცოცხლის შემთხვევა სიკვდილის შემდეგ" აღწერა იმ ადამიანების ისტორიები, რომლებასაც კონტაქტი ჰქონდათ მიცვალებულებთან.

აკერმანი არ ამტკიცებს, რომ ყველა ისტორია ნაღდია, ის მიიჩნევს, რომ, ეს უბრალოდ მკითხველის გადასაწყვეტია.


ერთ-ერთ ისტორიაში საუბარია ახალგაზრდა მამაკაცზე, რობერტ მაკენზიზე.

ქუჩაში შიმშილისგან სული რომ არ გაეფრთხო, მექანიკური ქარხნის მეპატრონემ მაკენზი წამოიყვანა და თავისთან სამუშაოზე მოაწყო ქალაქ გლაზგოში.


ქარხნის მეპატრონეს ღამე დაესიზმრა, რომ ზის საკუთარ კაბინეტში და კარი შემოაღო რობერტმა. მათ შორის შემდეგი სახის საუბარი გაიმართა:

"-რა მოხდა, რობერტ? რატომ შემოხვედი? ვერ ხედავ რომ დაკავებული ვარ?


-დიახ სერ, მაგრამ რაღაც საქმეზე მინდა დაგელაპარაკოთ.


-მაინც რა გინდა, რა საქმეზე?

-მე მინდა გაგაფრთხილოთ სერ, რომ დამადანაშაულებენ იმაში რაც არ ჩამიდენია, მე მინდა იცოდეთ და მაპატიოთ, იმიტომ რომ რაშიც დამადანაშაულებენ, ეს სიმართლე არ იქნება.


-კი მაგრამ როგორ უნდა გაპატიო, როდესაც არ მეუბნები რაში დაგადანაშაულებენ?

-თქვენ მალე შეიტყობთ.


მე არასდროს დამავიწყდება მისი ბოლო ფრაზა, მტკიცედ გამომხატველი ტონით შოტლანდიურ დიალექტზე".


დილით როცა გაიღვიძა, მალევე ცოლმა აცნობა, რომ წუხელ რობერტმა თავი მოიკლა, თუმცა ფაბრიკის მეპატრონემ უკვე იცოდა, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მართლაც თვითმკვლელობა არ იყო.უბრალოდ მაკენზის ვისკის ბოთლი საღებავის გამხსნელში აერია და იმით მოიწამლა.

1
276
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
276
  
2023, 4 ივლისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1