x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბენზინმზიდის აფეთქება, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის 61 ბავშვი
image

2010 წლის 2 ივლისს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბენზინმზიდის აფეთქებას, დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა.ტრაგედია ქვეყნის აღმოსავლეთით სამხრეთ კივუს პროვინციის სოფელ სანჟში მოხდა.



კონგო რეგულარულად იკავებს მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილს შემოსავლის კუთხით, ამ მაჩვენებლით გამოირჩევა აფრიკის სხვა ქვეყნებს შორისაც კი . 2010 წელს ქვეყანა ბოლო ადგილზე იყო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით, წელიწადში 546 აშშ დოლარი. მოსახლეობის 70%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და დღეში 1 დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს. კონგოს მეორე ომის შემდეგ, ქვეყანას მუდმივი კონფლიქტები და შეიარაღებული აჯანყებები თან სდევს, ამ ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობაა და დედათა, ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონეა.





სატვირთო ცისტერნა, რომელსაც ბენზინი ტანზანიაში გადაჰქონდა, 2 ივლისს, საღამო ხანს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ცდილობდა ავტობუსის გასწრებას, რა დროსაც გადაბრუნდა სოფელ სანჟში ბურუნდის საზღვართან.



მძღოლი ჩქარობდა ალბათ იმიტომ, რომ დაბნელებამდე ჩაეღწია ქალაქ უვირამდე, რადგან გზაზე ბევრი შეიარაღებული დაჯგუფება და საგუშაგო იყო.


ავარია მოხდა მიწისა და ჩალისგან დამზადებული ქოხების მახლობლად, სადაც ცალკე გამოყოფილი სამი დარბაზი იყო სოფლელებისათვის გენერატორზე მომუშავე ტელევიზორების სანახავად.


ეს იყო - ჩვეულებრივი ტიპიური "ღამის ცხოვრება" კონგოს ნებისმიერ სოფლისათვის; ამ დროს დარბაზები სავსე იყო, სოფლელები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურებდნენ, სადაც განას ნაკრები თამაშობდა - ერთადერთი აფრიკული გუნდი, რომელმაც მეოთხედფინალამდე მიაღწია.


ბენზიმზიდის გადატრიალების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა მანქანის ირგვლივ შეიკრიბა და დაღვრილი საწვავი კასრებში და პლასტმასის ვედროებში შეგროვება დაიწყო. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ყველაა აგროვებდა ბენზინს: კაცები, ქალები, ბავშვები და კონგოელი ჯარისკაცებიც კი, როლებივ ოჯახებთან ერთად ამ სოფელში ცხოვრობდნენ. როდესაც ირგვლივ უამრავი ხალხი შეიკრიბა და საწვავის აქტიური შეგროვება იყო, გაჩნდა ხანძარი, რომელსაც მოჰყვა აფეთქება, შემდეგ კი ცეცხლი წაეკიდა ტელედარბაზებს და იმავე მასალისგან დამზადებულ სხვა სახლებს.

image

ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. წამოაყენეს ორი ვერსია: ავარიის ადგილი ვიღაცამ ჩირაღდანით გაანათა ან ერთ-ერთი ბენზინის შემგროვებელი თან ეწეოდა.


სტიქიის შემდეგ პირველ კვირაში დაღუპულთა რაოდენობის მონაცემები მუდმივად იზრდება. 3 ივლისს გაეროს მისიამ და კონგოს მთავრობამ გამოაცხადეს 230 დაღუპული და 196 დაჭრილის შესახებ . ტრაგედიიდან 10 დღის შემდეგ, უკვე დაფიქსირდა 271 გარდაცვლილი და 80 დაშავებული. წითელი ჯვრის მონაცემებით, დაღუპულთა შორის იყო სულ მცირე 36 ქალი და 61 ბავშვი.

image

არმიის სარდლობა იტყობინებოდა 13 დაჭრილი და 10 დაკარგული კონგოელ ჯარისკაცის შესახებ .


ყველა დაღუპულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ბევრი გვამი საგრძნობლად დაიწვა, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობის ზუსტი დადგენა გართულდა.ტრაგედიას საბოლოდ 300- ზე მეტი ადამიანი შეეწირა.


image


წითელი ჯვრის და გაეროს მისიის ტექნიკის დახმარებით აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულები 3 ივლისს სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, მასობრივ საფლავებში დაკრძალეს.

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0