x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქვეყანა იცლება ქართველებისგან!
imageეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი პარლამენტის წევრი, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-დან რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს და წერს:


"ქვეყანა იცლება!
გასულ, 2022 წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. ეს ყველზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება.
2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდიდის მოსახლეობა ერთად აღებული.
ორი დიდი ქალაქი დავკარგეთ ორ წელიწადში"-წერს გოცირიძე.
საქართველო მსოფლიოს იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ და ილიაუნის „ფინანსური განათლების ცენტრის“ ერთობლივი კვლევის მიხედვით, 15 წელიწადში, ანუ 2002-2017 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 1.4 მილიონი ადამიანი წავიდა.


კვლევაში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადამიანური კაპიტალის როლს აფასებენ, ნათქვამია, რომ საქართველოში 15 წელზე უფროსი მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის დინამიკა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია შობადობის შემცირებით, ნაწილობრივ მოსახლეობის დაბერების ტენდენციით, ნაწილობრივ კი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით.



„სამუშაო ძალის შემცირების დინამიკა მწვავე პრობლემაა ქვეყნისთვის. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისთვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში. ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი“, – ნათქვამია კვლევაში.


კვლევის თანახმად, 2008 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობა აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობას და რომ არა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში უნდა გაზრდილიყო.


image

ასევე დაგაინტერესებთ

31 მაისს აღინიშნება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. ჯერ კიდევ 1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აირჩია ეს თარიღი და გამოუცხადა გლობალური ბრძოლა ამ მავნე ჩვევას. თუმცა, ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვება ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის: მსოფლიოში 1, 3 მილიარდზე მეტი მწეველია. თამბაქო ყოველწლიურად კლავს 8 მილიონ ადამიანს, მათ შო...



გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დაახლოებით მინიმუმ თვეში ერთხელ გაურკვეველი მიზეზის გამო ხიდიდან მოულოდნელად ხტებიან ძაღლები და თავს იკლავენ.საოცარი ისაა, რომ ცხოველები, რომლებიც საწაულად გადაურჩნენ სიკვდილს ისევ ბრუნდებიან ხიდზე, რომ გადმოხტნენ. მთლიანობაში ამ ხიდიდან სუიციდი განახორციელა 600-ზ...



ცხელ კვალზე ამ უცნაურ ამბავში ვერ შეძლეს გარკვევა. ახლა მით უმეტეს, წლების შემდეგ, ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია. მაგრამ მაინც, პარანორმალური სამყაროს თაყვანისმცემლები აგრძელებენ იმის გარკვევას, თუ რა მოხდა 1886 წლის შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ დღეს (24 ოქტომბერს)ვენესუელის დღეს უკვე დიდ ქალაქ მარაკაიბოსთან. ამ მოვლენე...


1960-იან წლებში CIA-მ ( ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)5 წელი და 20 მილიონი დოლარი დახარჯა იმის კვლევაზე, თუ როგორ შეექმნათ ჯაშუში კატები, რომლებსაც გამოიყენებდნენ საბჭოთა კავშირში საიდუმლო ინფორმაციის შესაგროვებლად, წერს გამოცემა Publico. ამერიკელი აგენტების თქმით, კატა საბჭოთა ხელმძღვანელობის ყველაზე საყვარელი ცხოველი იყო. CIA-ს ...

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0