x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა ყველაზე მწეველი ქვეყნები - რომელ ადგილზეა საქართველო?
image

31 მაისს აღინიშნება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. ჯერ კიდევ 1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აირჩია ეს თარიღი და გამოუცხადა გლობალური ბრძოლა ამ მავნე ჩვევას. თუმცა, ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვება ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის: მსოფლიოში 1, 3 მილიარდზე მეტი მწეველია. თამბაქო ყოველწლიურად კლავს 8 მილიონ ადამიანს, მათ შორის 1, 2 მილიონი პასიური მწეველია. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 13 მილიარდი ღერი სიგარეტი იწევა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წუთში 9, 5 მილიონი ადამიანი ცლის ერთ კოლოფს. თუმცა მწეველები საკმაოდ არათანაბრად ნაწილდებიან მთელ პლანეტაზე.


ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ბალკანეთში ფიქსირდება, სამაგიეროდ ყველაზე მეტად არამწეველი აფრიკელები აღმოჩდნენ.


ასევ აღსანიშნავია, რომ აზიის ბევრ ქვეყანაში, მოწევის მაჩვენებელი ძალიან მაღალია მამაკაცებში და ძალიან დაბალი ქალებში. მაგალითად, ინდონეზიაში, მამაკაცების 76% ეწევა, ხოლო ქალების მხოლოდ 3%.



სამ ყველაზე მწეველ ქვეყანას სათავეში უდგას წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოები - ნაურუ (მოსახლეობის 52, 1%მწეველია ), კირიბატი (52%) და ტუვალუ (48, 7%). მეოთხე ადგილს მიანმარი იკავებს (45, 5%). ხუთეულს ჩილე ასრულებს, სადაც მოსახლეობის თითქმის 45% ეწევა. ეს ქვეყანა მოწინავეა მოწევის მხრივ სამხრეთ ამერიკაში, რადგან მთლიან კონტინენტზე, მაჩვენებლები ორჯერ ნაკლებია.


ევროპელებს შორის ყველაზე მეტად მწეველები სერბები (40, 6%) აღმოჩდნენ, რომლებსაც მე-7 ადგილი უკავიათ . ათეულში ასევე მოხვდნენ ბერძნები და ბულგარელები (თითოეული 39%). ოცეულში არიან ბოსნიელები, კვიპროსელები, ლატვიელები და ხორვატები.


დასავლეთ ევროპაში ყველაზე მწეველი ერი ფრანგები აღმოჩნდნენ, (მე-19 ადგილზე)სადაც ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად 33, 4% მაინც ეწევა.


რაც შეეხება საქართველოს, იგი 22-ე ადგილზეა (31, 7%), რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია 190 ქვეყანას შორის.


აფრიკელები ყველაზე გულგრილები არიან მოწევის მიმართ. განაში, ეთიოპიასა და ნიგერიაში 5%-ზე ნაკლები მოიხმარს თამბაქოს.


მსოფლიოს ქვეყნები რადიკალურად ებრძვიაან თამბაქოს მოხმარებას. ჩვენ უკვე ყველამ ვიცით სტანდარტული ზომები: შიშისმომგვრელი სტიკერები და გამაფრთხილებელი წარწერები სიგარეტის კოლოფებზე, თამბაქოს პროპაგანდის აკრძალვა, გაყიდვებზე ასაკობრივი ზღვარი, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის შეზღუდვა. არც ფასზე იხევენ უკან: მაგალითად, ავსტრალიაში ერთი კოლოფი სიგარეტი ჩვენ ფულზე დაახლოებით 45/50 ლარი ღირს. ასევე ზოგიერთ ქვეყნაში აკრძალულ ადგილზე მოწევა ასეულობით დოლარით ჯარიმდება.

0
199
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0