საქართველო "ჭკუის დამრიგებელიც აღარავინ გყავთ! კომუნისტების დროინდელი ჟურნალ - “ ნიანგის” ანეკდოტების გმირებად იქეცით!" - ვის მიმართავს ხათუნა ხოფერია? 2023, 2 ივლისი, 12:13 "ეს რა გჭირს, ოპოზიციად წოდებულო საცოდაობავ!
კუპონამ რაც არ უნდა დაუძახოს პრემიერს, გივია ღრანჭმონგრეულმა კობახიძეს, მძორმა მშვილდაძემ- პატრიარქს, ეგ ყველაფერი ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს! რას დაემსგავსეთ! თქვენთვის პასუხის გაცემაც კი შეურაცხმყოფელია თავმოყვარე ადამიანისთვის!
ჭკუის დამრიგებელიც აღარავინ გყავთ! კომუნისტების დროინდელი ჟურნალ- “ ნიანგის” ანეკდოტების გმირებად იქეცით! ხაბეიშვილი და წითლიძე შეგრჩათ ლიდერად და მედროშედ! იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდეთ, რომ ამ კომიქსის გმირების გვერდით დადგომა ყველაზე უფრო გულდამწვარ ნაცაქტივისტსაც “ ეპაზორებათ”. თავს გარიდებენ, არ გეკარებიან.
იმდენად დიდი ნაპრალია ოცნების რიგით წევრებსა და თქვენს ორღობის “ აბიჟნიკ” სახეებს შორის, რომ…, სად ერეკლე და სად ჩემი ხმალიო, ვერ იტყვი… ხმალს რას ვერჩიო, იფიქრებ და ეგრევე გამოთქმის ორიგინალს მოიშველიებ- სად ერეკლე და სად ჩემი მიშასააკაშვილიო!
ანა ნაცვლიშვილის უზნეობას ისეთი გაფართოებული თვალებით იცავთ, ისეთი კრეტინული არგუმენტებით ამართლებთ, რომ ოჯახი და შვილები კი არა, ძაღლიც არ გეყოლებათ მადლიერი და ნაფერები.
რა ვიცი აბაა… იმდენი ქენით, რომ სტუდენტები და გონიერი ახალგაზრდები, ლექციებზე მსხდომნი, მხარედ აქციეთ და თავი აჟეჟინეთ…
მოკლედ, ერთი თქვენი დედაც ვატირე!
თავში ქვა გიხლიათ… სანამ გაგიტეხავენ…."-წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.
104 4-ს მოსწონს
|