x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ზაფხული, ყოველთვის ბათუმი და ქობულეთი არ არის – 10 ალტერნატიული "ტური"

წლების მანძილზე, საუკეთესო დასასვენებელი ადგილების მსოფლიო რეიტინგში, ბალი, დუბაი, საბერძნეთის და თურქეთის ზღვისპირა კურორტები ლიდერობს. ჩვენთვის კი, ზაფხულის ცხელ დღეებში, საუკეთესო დასასვენებელ ადგილად, ბათუმი, ქობულეთი და ურეკი ითვლება. მაგრამ, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ზღვის კურორტებზე წასვლას ვერ ახერხებთ, ისეთი «ქვეყნებიც» არის, სადაც გამგზავრება, ახლავე შეგიძლიათ. ხოლო, ალტერნატიული დასასვენებელი ადგილების რეიტინგი (ტოპ – 10) კი ასეთია:


10. ბაღ–ბოსტნების და საკარმიდამო ნაკვეთების «საამიროები»image

მოსავლის აღება, ფიტნესი და გარუჯვა — 3 – 1–ში — ამ წლის, ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება.


9. საწოლლენდიაimage

როცა გეუბნებიან, რომ მალდივებზე უკეთესი არაფერია, გაიხსენეთ როგორ მხიარულად მიირთმევდით ნაყინს საკუთარ კატასთან (თუ არ გყავთ, აუცილებლად აიყვანეთ – არ ინანებთ!) და ვენტილატორთან ერთად. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში, «ქარის» მიმართულების შეცვლა ყოველთვის შეიძლება, კუნძულებზე კი — არა.


8. სოკოლენდიაimage


თუ ჯომარდობაზე ან ევერესტზე ასვლაზე, ოდესმე გიოცნებიათ, მაშინ დასვენების ეს სახეობა, ძალიან მოგეწონებათ — ადრე ადგომა, სუფთა ჰაერი, ექსტრემალური პირობები ტყეში და თან, ბუნების ნობათიც...


7. ჭუჭყიანი ქვიშების კუნძულიimage


თქვენს ქალაქში, ან რეგიონში, აუცილებლად იქნება ტბა ან მდინარე, რომელზეც სამარშრუტო ტრანსპორტით, ყოველთვის შეიძლება მისვლა. იქ მხოლოდ კი არ დაისვენებთ, ნამდვილი დეტექტივის უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებთ და გაიგებთ, თუ ვინ იყო, იქ თქვენამდე.



6. სამზარეულეთიimage


შესანიშნავი გამოსავალი მათთვის, ვინც თურქულ აბანოში, ორთქლის აბაზანის მიღებაზე, ყოველთვის ოცნებობდა. ჩართეთ ღუმელი და რამდენიმე კერძის ერთად მომზადება დაიწყეთ. ასე საჭირო ეფექტსაც მიიღებთ და შეიძლება, რამდენიმე კილოგრამიც დაიკლოთ.


5. ფარეხიაimage


თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი «თქვენი არ არის» და სარეისო ავტობუსი ყოველთვის გადატვირთულია. მაშინ შეგიძლიათ, ავტომობილის გაუმართაობასთან დაკავშირებული, გამოცანები ამოხსნათ. აქ ორმაგ სარგებელს მიიღებთ: ავტომობილსაც შეაკეთებთ და ყოველდღიური ერთფეროვნებისგანაც განიტვირთებით.


4. სამუშაოლენდიimage


აქ ვორკ–ბლოგერად ჩამოყალიბების და იმის მოყოლის შანსი გეძლევათ, თუ როგორ გადის თქვენი სამუშაო დღე — საუზმით დაწყებული, შემდეგი სიტყვებით დამთავრებული: «ხვალ იმავე დროს, იმავე ადგილზე ვხვდებით».


3. ფანტაზლებდიაimage


ამ ქვეყანაში, სახლიდან გაუსვლელად, თქვენ სურვილების ვიზუალიზაციას ისწავლით. ამისათვის კი, მედიტაციის უნარ–ჩვევები და ცოტაოდენი ფანტაზია დაგჭირდებათ.


2. სურდოსტანიimage


+30 °С–ზე სურდოს «დაჭერის» ან 1 ჭიქა ცივი ლიმონათით, ანგინის «გამომუშავების» დიდოსტატი ბრძანდებით, მაშინ ამ ქვეყანაში თავს, ნამდვილად კარგად იგრძნობთ.


1. კითხვალენდიაimage


ეს ტური მათ მოუხდებათ, ვისაც გამოგონილ სამყაროში, თავით გადაშვება უყვარს. ბედის საოცარი გადაჯაჭვულობა და უამრავი ინტრიგა... და ყოველივე ამას, შეგიძლიათ დახვეწილი, გამაგრილებელი სასმელიც დაუმატოთ, რომელიც უსაზღვრო ბედნიერების და დასვენების ქვეყანაში «გაგაქროლებთ»...

image

არხის სხვა სიახლეები:


* აერომობილის პრეზენტაცია ჩინეთში (+ ვიდეო)

* ურჩხულების სამყარო (მსოფლიო ოკეანის საიდუმლო)

* "ქვესკნელის კარიბჭე" პელოპონესის ნახევარკუნძულზე



2
247
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
247
  
2023, 7 ივლისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2