ფსიქოლოგია ტესტი - რა დაინახეთ პირველად? ის გასცემს თქვენს ხასიათს 2023, 7 ივლისი, 9:53 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან. რაც დაინახეთ პირველად, გასცემს თქვენს ხასიათს, უბრალოდ წაიკითხეთ მისთვის შესაბამისი ახსნა. ტესტი - რა დაინახეთ პირველად? ის გასცემს თქვენს ხასიათსარფა - ბევრი მიგიჩნევთ ცივსისხლიანად, მაგრამ თქვენმა ახლობლებმა და მეგობრებმა იციან, რომ დიდი და კეთილი გული გაქვთ. თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ყველაფერს მარტივს და ნათელს, ვიდრე საიდუმლოსა და იდუმალს. გიყვართ წესრიგი და სისუფთავე, ამავდროულად, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი აზრი თქვენზე და ამიტომაც ცდილობთ არ შეხვიდეთ კოლეგებთან პოლემიკაში და შეინარჩუნოთ ყველასთან ნეიტრალური ურთიერთობა. ქალის სახე - თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც უნიკალურს ეძახიან – თქვენი მსოფლმხედველობა გაქვთ და არავითარი ზეწოლის ქვეშაც კი არ შეიცვლით პოზიციას. თქვენ ასევე ხართ პერფექციონისტი, რომელიც ყველაფერში იდეალისკენ ისწრაფვის. ასევე ხართ კომუნიკაბელური და გახსნილი ხართ, არ ხართ ბოროტი და ყოველთვის ეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება. ცა - თქვენ გაქვთ უნიკალური ნიჭი იმისა, რომ თქვენს გვერდით ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ცივი და გამომთვლელი გონება გაქვთ, რომლის წყალობითაც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებთ სწორი გამოსავლის პოვნას. მიუხედავად ამ ბუნებისა, ზოგჯერ თავს საშინლად მარტოსულად გრძნობთ. 152 5-ს მოსწონს
|