ვარსკვლავები პოდიუმის პრინცესები: მოდელების ქალიშვილები, რომლებმაც დედის საქმე გააგრძელეს 2023, 1 ივლისი, 11:24 ზოგიერთ დამწყებ მოდელს აქვს შესაძლებლობა სამოდელო საქმიანობა არა ნულიდან დაიწყოს, არამედ ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და ცნობილი დედის კვალს გაჰყვეს. პოპულარული მოდელების ქალიშვილებს არა მხოლოდ ლამაზი სახე და სხეული აქვთ, არამედ თავიანთ პროფესიულ ღირსებას მოდის სამყაროშიც ამტკიცებენ, და უნდა აღინიშნოს რომ ბევრი მათგანის კარიერა წარმატებას სწორედ მემკვიდრეობით მიღებული ნიჭისა და სილამაზის წყალობით აღწევს.სეილორ ბრინკლი-კუკი - კრისტი ბრინკლის ქალიშვილისეილორ ბრინკლი-კუკი კრისტი ბრინკლისა და მისი ყოფილი მეუღლის, მომღერალ ბილი ჯოელის ქალიშვილია. სარეკლამო აგენტებმა გოგონას საოცარი გარეგნობა მაშინვე შენიშნეს და ის სათანამშრომლოდ მიიწვიეს. მას შემდეგ სეილორი მოდელად მუშაობს და უკვე მოასწრო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა - "Sports Illustrated" და "Chanel"-ი.გრეის ბერნსი - კრისტი ტარლინგტონის ქალიშვილიგრეისი 90-იანების სუპერმოდელისა და ბიზნესვუმენის - კრისტი ტარლინგტონის მემკვიდრეა. ახალგაზრდა გოგონამ თავისი კვალი მოდის ინდუსტრიაში უკვე დატოვა. ბერნსი მოდელად მუშაობს, თავისუფალ დროს კი ქველმოქმედებას ეწევა.ილონა სმეტი - ესტელ ლეფებურის ქალიშვილიილონამ დედისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ სილამაზე, არამედ სამსახიობო ნიჭიც მიიღო. გოგონა ძალიან ამაყობს თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობით და უახლოეს მომავალში საშინელებათა ფილმის გადაღებასაც გეგმავს. 2018 წლის მარტში ის ვარსკვლავური დედის მსგავსად "Mixa"-ს ბრენდის სახე გახდა.კოსიმა აუერმანი - ნადია აუერმანის ქალიშვილიგერმანელი სუპერმოდელი ნადია აუერმანი თავისი წარმოუდგენლად გრძელი ფეხების წყალობით "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვდა. მისმა ქალიშვილმა კოსიმამ ასევე გადაწყვიტა ცნობილი დედის კვალს გაჰყოლოდა და მემკვიდრეობით მიღებული საოცარი, ექსტრავაგანტული გარეგნობის წყალობით ბედი სამოდელო სფეროში სცადა. გოგონა ცნობილ გერმანელ დიზაინერებთან თანამშრომლობს, ასევე ის სერიოზული მოდის ჟურნალების გარეკანებზეც საკმაოდ ხშირად ჩნდება.ემბერ ლე ბონი - იასმინ ლე ბონის ქალიშვილიემბერი - მოდელ იასმინ ლე ბონისა და ჯგუფ "Duran Duran"-ის სოლისტის, სიმონ ლე ბონის ქალიშვილია. გოგონა ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობდა, როგორიცაა - "Chanel" და "Moschino", ის ასევე კარლ ლაგერფილდის მუზაც გახლდათ, გარდა ამისა, ემბერი შესანიშავად უკრავს ფორტეპიანოსა და გიტარაზე.ნევა პორტმანი - ნატალია ვოდიანოვას ქალიშვილინევა პორტმანი ცნობილი რუსი სუპერმოდელის ნატალია ვოდიანოვას და ბიზნესმენ ჯასტინ ტრევორ ბერკლი პორტმანის ქალიშვილია. ამ დროისთვის ნევა ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა გოგონამ მოდის ჟურნალების რამდენიმე გარეკანზე გამოჩენა უკვე მოასწრო.ლილა მოსი - ქეით მოსის ქალიშვილილილა მოსი ბრიტანელი სუპერმოდელის ქეით მოსისა და მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცის ჯეფერსონ ჰეკის ქალიშვილია. ლილა ახალგაზრდა მოდელია (ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა), თუმცა უკვე მოასწრო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა - "Calvin Klein", "Miu Miu" და "Topshop"-ი. გოგონა სამოდელო ბიზნესში დარჩენას ცნობილ დედაზე უფრო მეტხანს გეგმავს.აირლენდ ბოლდუინი - კიმ ბესინჯერის ქალიშვილი
აირლენდ ბოლდუინი კიმ ბესინჯერისა და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილია. აირლენდმა მოდელის კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები ნახვისთანავე აღაფრთოვანა, მას შემდეგ გოგონა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე ჩნდება, როგორიცაა - "Elle" და "Marie Claire"-ი.ლენი კლუმი - ჰაიდი კლუმის ქალიშვილილენი - ცნობილი გერმანელი მოდელის ჰაიდი კლუმის და მისი ყოფილი მეუღლის, იტალიელი მილიონერისა და "ფორმულა 1"-ის ერთ-ერთი დირექტორის, ფლავიო ბრიატორეს ქალიშვილია. ჰაიდი ყოფილ მეუღლეს მაშინ დაშორდა, როდესაც ლენი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, და ის მამინაცვალმა, მომღერალმა სილიმ გაზარდა. ლენი დედასთან ერთად უკვე გამოჩნდა რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე. გოგონა სამოდელო ბიზნესის გარდა, ასევე მუსიკით არის გატაცებული.კაია გერბერი - სინდი კროუფორდის ქალიშვილიკაიას დედისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ სილამაზე, არამედ ნიჭიც ერგო. მან სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ არაერთ ჩვენებაში და ფოტოსესიაში მონაწილეობდა. კაია ასევე აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტებში და ქალთა უფლებებისთვისაც იბრძვის.313 შეფასება არ არის |