x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უკვე ძალიან დიდი ვარ საიმისოდ"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კასპში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს რომ დღეს განვითარებული მოვლენები მას 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდს ახსენებს:


"კასპის ამბებმა გამახსენა 2012-ის არჩევნების წინა პერიოდი. ერთი ნამდვილი ვარსკვლავი გამახსენა, ფეხბურთის ვარსკვლავი რომ იყო და დღეს ოცნების გენმდივანია. კარალეთში თავდასხმა რომ მოუწყეს, ქვებით და გინებებით …. როგორ გაუშვეს ნაცმოძრაობა მაშინ ხელისუფლებიდან, კი გემახსოვრებათ! ხოდა, დღევანდელი კასპი და ხვალ რომ იქნება სხვა კასპი, ან ზეგ… ან მაზეგ….


აი, ეგ ამბები ნიშნავს ზუსტად ქოცების გარდაუვალ დასასრულს. თავადაც იციან და მათი ისტერიკის დასტურია ეს თავდასხმები. თავჩიქინით რომ მიექანებით დასასრულისკენ, კარალეთის და კასპის შედარებითი ანალიზი დაწერეთ, ქოცებო და ქოცთა მედაფდაფეებო და მიხვდებით!”


იმდენს და ისეთი ვნებით ლაპარაკობენ ამ ლგბტ პროპაგანდაზე ქოცები, უკვე ვრწმუნდები, რომ რაღაც ბავშვობის ტრავმები აქვთ ???????? შეუძლებელია ამდენი საუბარი “ელჭიპიტი” შიშებზე, თუ შენივე კომპლექსები არ გაიძულებს ამ ისტერიკას???????? უკვე ძალიან დიდი ვარ საიმისოდ, რომ დასკვნების გაკეთება შემეძლოს) ხოდა, ვხედავ და მაწუხებს, რომ თავიანთი ტრავმებით ჩვენ გვაწუხებენ))"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კასპში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


ადგილზე "ენმ"-ს წევრებს ორგანიზებული ჯგუფი დახვდა, სადაც მხარეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კასპში მომხდართან დაკავშირებით მმართველი პარტია არაფერ შუაშია და ყველაფერი "სამოქალაქო აქტივიზმს" გადააბრალა.

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
154