საზოგადოება „რუსი პაციენტები ამბობენ, რომ ჰყავთ ბევრი ქართველი სექს პარტნიორი, ამიტომ რისკი მაღალია“ - მაია ბუწაშვილი 2023, 30 ივნისი, 16:46 ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოში რუსების შემოდინებიდან გამომდინარე, საეჭვო სექსუალურ კონტაქტებს თავი აარიდონ. როგორც ინფექციონისტი ამბობს, რუსეთში შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მსგავსი ინფექციების რაოდენობამ საქართველოშიც მოიმატოს – საკმაოდ დიდი.
.
”როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არაერთი რუსი პაციენტი ყვება (ქალიც და კაციც), რომ ყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი. ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ.” – წერს მაია ბუწაშვილი.
.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შიდსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. ახლა ის გასცდა “ნემსის ნარკომანების” წრეს და უფრო ფართო საზოგადოებაც მოედო. მაგალითად, უკრაინაში ახლად ინფიცირებულთა 25 პროცენტმ ჰეტეროსექსუალები შეადგენენ.
რუსეთში 1998 წლის შემდეგ შიდსით დაავადებულთა და შიდსის ვირუსის მატარებელთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა და 2001 წელს, ოფიციალურად 173 ათასს აღწევდა. რეალურად ეს ციფრი შეიძლება ოთხჯერ უფრო დიდი იყოს. . ყოველწლიურად ქვეყნდება გაეროს შიდსის პროგრამის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, შიდსის დონე სწრაფად იზრდება აზერბაიჯანში, ესტონეთში, ლატვიაში, შუა აზიის რესპუბლიკებსა და საქართველოში. 143 შეფასება არ არის
|