საბუნებისმეტყველო ურჩხულების სამყარო 2023, 1 ივლისი, 8:43 ![]() მსოფლიო ოკეანის ფაუნის, დაახლოებით, 250 ათასი წარმომადგენელი უკვე ცნობილია. თუმცა, კიდევ მილიონამდე სახეობა, ჯერ აღმოჩენილი არ არის... შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის (University of St Andrews) მეცნიერ-თანამშრომელმა ჩარლზ პაქსტონმა (Charles G. M. Paxton) ვარაუდი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ისტორიები ზღვის გიგანტური ურჩხულების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს და გემებს, შეიძლება, მოგონილი სულაც არ იყოს. მისი აზრით, ოკეანეების სიღრმეში, რამდენიმე ათასი კალმარი-არქიტეუტისი (ლათ. Architeuthis) ბინადრობს, რომლის სხეულის სიგრძე, არაერთი ათეული მეტრია. თავისი კვლევის შედეგები მეცნიერმა Journal of Zoology-ში გამოაქვეყნა. ![]() ხოლო, უფოლოგმა სკოტ უარინგმა (Scott C. Waring) უპრეცედენტო ზომის კალმარი, Google Earth–ის რესურსების შესწავლის დროს აღმოაჩინა. ზღვის ურჩხული, სწორედ ასე ეძახდნენ ოკეანის ამ ბინადარს ძველ დროში მეზღვაურები, ანტარქტიდის მახლობლად, უიმედობის კუნძულთან (დესეპშენი) გამოჩნდა (63° 2'56.73"S 60°57'32.38"W in Google Earth). მისი სხეულის ფორმის და ზომის მახასიათებლების მიხედვით, – ეს უზარმაზარი, უპრეცედენტო სიდიდის კალმარი უნდა ყოფილიყო. სკოტ უარინგმა ის, წყლის ზედაპირზე გამოჩენილი სხეულის ნაწილის მიხედვით შეაფასა და დაასკვნა, რომ კალმარი, საცეცების სიგრძის ჩათვლით, დაახლოებით, 100–120 მ. უნდა ყოფილიყო. ![]() ფოტო, რომელზეც გიგანტური კალმარი იყო, 2016 წ. 9 აპრილს, კოსმოსიდან იყო გადაღებული. წარმოიდგინეთ, რამხელა უნდა იყოს ოკეანის ბინადარი, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანა კი შეიძლება?! ![]() ოკეანის სიღრმეში მართლაც რომ ბინადრობენ გიგანტური კალმარები, მტკიცებულებად, შეგვიძლია 7 – 10 მ–იანი კალმარების დაჭერის ფაქტები მოვიყვანოთ. 10 მ. სიგრძე ცოტა არ არის, მაგრამ ეს სკოტ უარინგის მიერ აღმოჩენილ კალმარს ვერ შეედრება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიგანტური კალმარები არ შეიძლება არსებობდნენ. ![]() ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:* "ქვესკნელის კარიბჭე" პელოპონესის ნახევარკუნძულზე* ჰოლივუდში ახალი ვარსკვლავური წყვილი გამოჩნდა* 3 მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე200 4-ს მოსწონს
|