x
4 ძალიან საინტერესო ფაქტი ტიტანიკზე

https://www.usatoday.com/picture-gallery/travel/cruises/2019/04/12/57-fascinating-facts-titanic/3448

იხილეთ 4 ძალიან საინტერესო ფაქტი ტიტანიკზე:


1. ოფიცერი უილიამ მერდოკი რეალური პიროვნებაა, რომელიც ფილმ ტიტანიკში ნეგატიურადაა წარმოჩენილი: მისი პროტოტიპი მგზავრისგან ქრთამს იღებს სამაშველო ნავზე მოსახვედრად. მოგვიანებით ის პანიკაში მყოფ მგზავრს კლავს, შემდეგ კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. გადარჩენილი თვითმხილველების თქმით კი, მერდოკი რეალურად დაუღალავად მუშაობდა გემის გადასარჩენად და როცა გაირკვა, რომ ტიტანიკის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა, ის მგზავრებს სამაშველო ნავში გადასვლაში დაეხმარა. შოტლანდიაში, საიდანაც მერდოკი იყო, მას გმირად მოიხსენიებენ იმ ტრაგიკულ და ქაოსურ ღამეს გამოჩენილი სიმამაცისთვის.


2. ტიტანიკზე სულ 12 ძაღლი იყო, რომელთაგან მხოლოდ სამი გადაურჩა ტრაგედიას, ისიც იმიტომ, რომ ისინი სამაშველო ნავზე ასაყვანად საკმარისად პატარები იყვნენ.


3. ფილიპ ლემერსიე ერთადერთი შავკანიანი მგზავრი იყო, რომელიც ტიტანიკის ჩაძირვისას დაიღუპა. მთელ გემბანზე სულ სამი შავკანიანი მგზავრი იყო: ლემერსიე და მისი ორი შვილი, სიმონა და ლუიზა ლაროშები.


4. როცა ტიტანიკი ინგლისიდან გაემგზავრა, მის ბორტზე რვა ჩინელი მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ექვსი ტრაგედიას გადაურჩა. ფანგ ლანგი, ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი, კინაღამ გაიყინა, როცა ოკეანეში კარს მოჭიდებული დახმარებას ელოდა. საბოლოოდ ის იმ ერთადერთ სამაშველო ნავზე აიყვანეს, რომელიც გადარჩენილების საძიებლად დაბრუნდა — ეს სცენა ფილმისთვისაც გადაიღეს, მაგრამ ამოჭრეს და საბოლოო ვერსიაში არ შეუტანიათ.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0