x
რატომ დაიღუპა წყალქვეშა ნავი "ტიტანი"? - უცნობი დეტალები
https://www.nytimes.com/2023/06/20/us/missing-submarine-titanic-search.html

რატომ დაიღუპა წყალქვეშა ნავი "ტიტანი"?უცნობი დეტალები:


2023 წლის 18 ივნისს, ტრაგიკული მოვლენა მოხდა, როდესაც ტიტანიკის წყალქვეშა ნავი, სახელად Titan, გაუჩინარდა ჩრდილო ატლანტის ოკეანეში, ბორტზე ხუთი ადამიანით. წყალქვეშა ნავი იკვლევდა ტიტანიკის ნანგრევებს. ითვლება, რომ ტიტანი წყლის დიდი წნევის გამო აფეთქდა. თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.


ოკეანის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა 100 კილოპასკალს უდრის. რაც უფრო ღრმად ჩადიხართ წყალში, წნევა მით უფრო იზრდება. დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე, იქ სადაც ტიტანიკის ფრაგმენტებია, წნევა 41 ათას კილოპასკალს აჭარბებს.



“წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც მხრებზე 35 სპილო გყავთ” - ამბობს ანა კარტჰაუსი, “დოიჩე ველეს” სამეცნიერო ჟურნალისტი.


ექსპერტები ამბობენ, რომ ამ წნევის პირობებში, წყალქვეშა ნავის კონტრუქციაში მცირე წუნიც კი დამღუპველია.


აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების თანახად, 18 ივნისსვე, მათმა აკუსტიკურმა სისტემებმა დააფიქსირა სიგნალები, რომელიც შეიძლებოდა წყალქვეშ ნავის გაჭყლეტისა და დაშლის ხმები ყოფილიყო. ისინი ზუსტად იმ ადგილიდან მოდიოდა, სადაც “ტიტანმა” ჩაყვინთა.


“ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს”, რომ მონაცემები მიიღეს საიდუმლო წყალქვეშა სენსორებისგან, რომელთა მიზანიც მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენაა. სანაპირო დაცვამ ინფორმაცია ბოლომდე სარწმუნოდ არ მიიჩნია და გადასცა ისინი სანაპირო დაცვას, რომელმაც ნავის ძებნა განაგრძო.


ანა კარტჰაუსის თქმით, ნავის დიზაინი ეჭვებს თავიდანვე იწვევდა. “როგორც წესი, მსგავსი წყალქვეშა ნავები, მრგვალია ხოლმე. “ტიტანი” კი მოგრძო იყო. ტურისტული დანიშნულებით იყენებდნენ და მასში 5 კაცი უნდა ჩატეულიყო” - ამბობს ის.


გარდა ამისა, საკმარისად არ იყო გამოკვლვეული რამდენად გაუძლებს ამ სიღრმეზე წნევას ნახშირბადის ბოჭკო, მასალა, რომლისგან “ტიტანის” გარსი იყო შექმნილი. უცნობია ისიც, რამდენად იცვითება ის წნევისგან. თანაც, “ტიტანის” უსაფრთხოება მისი შექმნელი კომპანიის, OceanGate-ის გარდა, არავის შეუსწავლია.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0