x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბებიაჩემსაც ორი ქვაბი და ერთი სახურავი ჰქონდა... ოჰ, ეს სახურავი! რა ბედნიერებას მანიჭებდა ბავშვობაში!"- რეზო გაბრიაძე
image

**"აი, ახლა გამახსენდა. მაშინ ცოტა ქვაბების ეპოქა იყო, და ბებიაჩემსაც ორი ქვაბი და ერთი სახურავი ჰქონდა. ოჰ, ეს სახურავი! რა ბედნიერებას მანიჭებდა ბავშვობაში! ეს სახურავი საჭე იყო მანქანისა, რომლითაც სახლის გარშემო ვმოგზაურობდი. ეზო დაახლოებით ათი კვადრატული მეტრი იყო. მას შემდეგ მსოფლიოს შემოვუფრინე, მაგრამ სამყაროს ასეთი სრული სივრცე, როგორიც იმ ათ კვადრატულ მეტრში იყო, არ მიგრძნია."



რეზო გაბრიაძე



***


" დედიკოს ბიჭი ვიყავი, საყელო თეთრი მქონდა, უფროსებს თქვენობით ველაპარაკებოდი. ჩემი მაშინდელი ცხოვრება დრამატული იყო, მთავარი ამოცანა ის იყო, რომ როგორღაც ჩხუბის გარეშე მივსულიყავი სკოლაში. ომი ახალი დამთავრებული იყო და ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული, გართობა და კულტურული სიამოვნება. ნერვები ყველას დაძაბული ჰქონდა. უპატრონო ბავშვები ჯოგებად დარბოდნენ ქალაქში. ხალხს უჭირდა. მშობლიურ ქალაქში პარტიზანულად ვცხოვრობდი. თავს დაცულად ერთადერთ ადგილას ვგრძნობდი, ეს იყო ბიბლიოთეკა ნომერი 6 რომელიც მდინარის თავზე იყო შეკიდული. იქ ორნი ვიყავით, ვინც მსოფლიო ლიტერატურით გატაცებული გახლდით - მე და იპოლიტე. იპოლიტე ვირთხა იყო. ოდესღაც მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ დამდუღრა და ძნელი შესახედი იყო. ბეწვი აღარ ჰქონდა, კუდი იისფერი, ყურები გამჭვირვალე და ნაზი. იპოლიტე ძირითადად ყდებით იყო დაკავებული, ხოლო დანარჩენ მასალას მე ვამუშავებდი. ბიბლიოთეკაში ორი ბიბლიოთეკარი იყო და ერთი ნავთქურა. ხან ერთი ადგა ნავთქურას ფეხებგაშლილი და თბებოდა და ხან - მეორე )))

კედელეზე გენიოსების სურათები ეკიდა - დანტე, რუსთაველი, ლევ ტოლსტოი... ტოლსტოი უჟმურად მიყურებდა, რაღაც არ მოსწონდა ჩემში!" )))"


რეზო გაბრიაძე






***“არ იდარდოს" სცენარზე მუშაობის დროს მე და რეზო გაბრიაძე ძველ თბილისში ხშირად ვსეირნობდით. გამვლელებს ჩვენს პერსონაჟებს ვადარებდით. სადარბაზოებში ვიხედებოდით... მუზეუმებში შევდიოდით. ერთ-ერთ მუზეუმში თბილისის ქუჩებისა და დუქნების ძველი ფოტოები აღმოვაჩინე. დუქნებს პოეტური სახელწოდებები ჰქონდათ, მათ შორის იყო: “არ იდარდო".

ფილმის სახელწოდებაც აქედან დაიბადა".

გია დანელია




“თუკი არსებობს რაიმე ქართული - ეს ქართული კინოა და მისი ქართულობა დიდწილად რეზო გაბრიაძის ხელწერით არის ასახული ჯერ სცენარებში და შემდეგ ეკრანზე. ის აცოცხლებს განწყობას, რომელიც ამ მიწაზე მცხოვრებ ადამიანს საუკუნეების მანძილზე ჩამოუყალიბდა. გვიყვება გულუბრყვილო, უდარდელი და ამავდროულად ტრაგიკული სიღრმით დახუნძლული ადამიანების ცხოვრებაზე, უმიზნო და ზოგჯერ სულელურ ყოფაში გაბნეულ სიბრძნეზე, რომელსაც ჩვენს თავებში ვატარებთ და “ჩვენი გაზაფხულის შემოდგომას” ვეძახით".

Facebook გვერდი: “ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი".



29 ივნისი გენიალური რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა მარიონეტების თეატრი და ერს დაუტოვა ისეთი მარადმწვანე შედევრები, როგორიცაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა.

0
321
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0