კულტურა დისნეილენდის ატრაქციონებზე და ჰოლივუდის ფილმებში ადამიანის ნამდვილ ძვლებს იყენებდნენ 2023, 6 ივლისი, 15:24 როგორც ცნობილია, დისნეილენდი ყოველთვის განთქმული იყო თავისი საინტერესო ატრაქციონებით, რაც მნახველებს, ფანტაზიის და თავგადასავლების სამყაროში, მოგზაურობის საშუალებას აძლევს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ «კარიბის ზღვის მეკობრეებში» – პარკში ერთ-ერთ, ყველაზე პოპულარულ ატრაქციონზე, რომელიც დღემდე არსებობს, ერთ დროს, ადამიანის ნამდვილ ძვლებს იყენებდნენ. ამ ატრაქციონის ისტორია 1967 წლიდან, მისი შექმნის დღიდან იწყება. იმ დროს, ხელოვნური ჩონჩხები, რომლებიც ატრაქციონისთვის გაკეთდა, სათანადო დონის არ იყო და «მეტად არადამაჯერებლად» გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ, უფრო რეალისტური ატმოსფეროს შესაქმნელად, პარკის მესვეურები ბუნებრივ მასალების გამოყენება დაიწყეს. დისნეის ყოფილი პროდიუსერი ჯეისონ სარელი თავის წიგნში – «კარიბის ზღვის მეკობრეები: ჯადოსნური სამეფოდან – ფილმებამდე» ჰყვება, რომ ძვლები კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (UCLA) მიიღეს და ნამდვილი ადამიანის ნაშთს წარმოადგენდა. ამის მიზეზად კი, წიგნის ავტორი, ხელოვნური ძვლების სიძვირეს და არა რეალისტურობას ასახელებს. მას შემდეგ ტექნოლოგია განვითარდა და მასთან ერთად, დადგა საოცრად დამაჯერებელი ჩონჩხის მოდელების ახალი ერა, რომლითაც ატრაქციონის ბუნებრივი ძვლების ჩანაცვლება მოხდა. ხოლო, ნამდვილი ძვლები უნივერსიტეტში დააბრუნეს და მიცვალებულების იდენტიფიცირების შემდეგ, სათანადოდ წესების დაცვით დაკრძალეს.
ადამიანის ძვლების გამოყენება ატრაქციონებში და ფილმებში, შეიძლება, შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ ეს წარსულში ხდებოდა... დღეს კი, ახალი ტექნოლოგიების და შესაბამისი კანონების წყალობით, რომელიც მიცვალებულებით ვაჭრობას კრძალავს, მსგავსი რამ აღარ ხდება. არხის სხვა სიახლეები:* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში* მან სიკვდილის წინ წერილი დაწერა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებს ხსნიდა...* ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი33 1-ს მოსწონს
|